თუ თქვენს შეყვარებულს/მეუღლეს/საყვარელს ქვემოთჩამოთვილი ნიშნებიდან რომელიმეს შეამჩნევთ, ესეგი არჩევანი არასწორად გააკეთეთ.
- შესაძლოა ეჭვი თქვენ ფსიქიკურ ჯანმრთელობაში შეეპაროს. არ გაგიკვირდეთ თუ სულელური ჩხუბის დროს შეურაცხყოფა მოგაყენოთ და ქუჩის ქალი გიწოდოთ, მას შემდეგ კი რაც თქვენ ამაზე პროტესტს გამოთქვამთ, გიპასუხებთ – “არა მე შენთვის ქუჩის ქალი არ მიწოდებია, არასწორად გაიგე, შენ რა გიჟი ხარ?”
- ყოველთვის უნდა რომ რაიმეზე გამოგეკიდოთ. ხანდახან კი თქვენ მეგობრებსაც გადაწვდება.
- გეუბნებათ, რომ სურს ურთიერთობა ახალ საფეხურზე ავიდეს, თუმცა რეალურად თავად არასდროს დგამს შემდეგ ნაბიჯებს.
- გლანძღავთ იმაზე, რაც თქვენ სიამოვნებას განიჭებთ. მაგალოთად: “რატომ დადიხარ სულ საცეკვაოდ?”
- მას ყოველთვის აქვს ორმაგი სტანდარტი თუ როგორ უნდა მოიქცეთ ურთიერთობისას. გიწესებთ წესებს თქვენ, თუმცა ამ წესებს თავადაც არ ემორჩილება. ურთიერთობა ეს ხომ ურთიერთგაგება და არა დიქტატორობა.
- შენ ყოველთვის მტყუანი ხარ. ისე აკეთებს, რომ თავი ასე იგრძნო. კამათისას ყოველთვის სერიოზულ არგუმენტებს გიყენებთ.
- ყოველთვის თავად წყვეტს და გეგმავს რა აკეთოთ. რა ფილმს უყუროთ, რომელ რესტორანში ივახშმოთ და ა.შ.
- ყოველთვის მიგითითებთ რა უნდა დახვეწოთ თქვენსავე თავში.
- მთელი ძალით გეუფლებათ ღამე, თუმცა გაღვიძებისას, დილით თქვენგან დისტანცას იჭერს. მხოლოდ ღამით სიყვარული არაჯანსაღ ურთიერთობაზე მიუთითებს.
- ჯერ გაურკვეველ გეგმებს დასახავს, მას შემდეგ კი რაც თქვენ მას დაეთანხმებით, ყველაფერს უარყოფს. გეტყვით, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს.
- აღმოაჩენთ, რომ თქვენი ცხოვრების გეგმებს მისი განრიგის მიხედვით აწყობთ.
- იმ შემთხვევაში თუ მის სურვილებს არ დაეთანხმეთ, გეტყვით, რომ ცუდი ხართ.
- რამე სასიამოვნოსა და კარგს მხოლოდ მაშინ გიკეთებთ, როდესაც სანაცვლოდ რაღაცის მოლოდინშია.
- მისი აზრით უბრალოდ შეუძლებელია გქონდეთ ნორმალური დისკუსია რომელიმე თემაზე.
- გულს გტკენს და შემდეგ თავს ისეთი მიზეზით იმართლებს, რომელსაც შენი ნუგეში არ შეუძლია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს