
ეს არის განსაკუთრებით გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ნამცხვარი, რომელსაც არ სჭირდება გამოცხობა და თითქმის შეუძლებელია არ გამოგივიდეთ.
მასალად საჭიროა:
- ორცხობილა 200 გ. (“იუბილეინოე” ან მსგავსი)
 - წყალი 100 მლ.
 - კაკაო 3 ს.კ.
 - 10 ს.კ. ქოქოსის ფანტელი
 - 80 გ. დარბილებული კარაქი
 - 60 გ. შაქრის პუდრა
 
თუ გამოვიყენებთ სამარხვო ორცხობილას და მცენარეულ კარაქს, ნამცხვარიც სამარხვო გამოგვივა.
მომზადება:
- ორცხობილას დავფხვნით ბლენდერში ისე, რომ ფქვილივით მასა მივიღოთ. დავამატებთ წყალს და კარგად ავურევთ. დავაცრით კაკაოს და შევკრავთ გუნდად.
 - ქოქოსის, შაქრის პუდრასა და კარაქისგანაც ასევე გავაკეთოთ გუნდა.
 - კაკაოსფერი გუნდა გავაბრტყელოთ 2-3 მმ სისქის ოთხკუთხედად საკონდიტრო ცელოფანზე.
 - ზემოდან გავშალოთ ქოქოსის გუნდა და გადავახვიოთ რულეტი.
 - შევდოთ მაცივარში. როცა კარგად გაცივდება დავჭრათ და … მივირთვათ!
 
            

