ორი ბანანის ჭამის შემდეგ გეძლევათ საკმარი ენერგია იმისთვის, რომ 90 წუთი იმუშაოთ.
ბანანს დეპრესიასთან ბრძოლა შეუძლია. ის შეიცავს პროტეინ ტრიპტოფანს, რომელიც თვის მხრივ გარდაიქნება სეროტონინად. ეს უკანასკნელი კი რელაქსაციაში გეხმარებათ.
ბანანი შეიცავს ვიტამინ B6-აც, რომელიც სისხლში გლუკოზის რაოდენობას არეგულირებს. ეს ვიტამინი ხასიათის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
ზემოხსენებული ვიტამინის მეშვეობით თქვენ შეძლებთ სტრესთან გამკვლავებასა და ნერვების დამშვიდებას.
ბანანი დაგეხმარებათ წნევასთან გამკლავებასა და გულის შეტევისგან თავის არიდებაშიც. ეს ხილი შეიცავს მეტ კალიუმს და ნაკლებ ნატრიუმს, რაც შესანიშნავი კომბინაციაა ზემოხსენებული დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ბოლოს კი, თუ თქვენთვის პრობლემას წარმოადგენს გამოცდები, მიირთვით ბანანი! კალიუმი, რომელსაც ეს ხილი შეიცავს ,დაგეხმარებათ, იყოთ უფრო მობილიზებული და კონცეტრირებული.