6 რამ, რაც მოგენატრებათ, როდესაც მშობლებისგან დამოუკიდებლად იცხოვრებთ

27

წარმოიდგინეთ, რომ მოვიდა ის დრო, როდესაც დაფიქრდით და მიხვდით, რომ თქვენ უკვე საკმარისად დიდი ხართ მშობლებთან ერთად ცხოვრებისათვის. უკვე გრცხვენიათ, რომ მშობლები იხდიან თქვენი სწავლის ფულს, კომუნალურ გადასახადებს, ზრუნავენ თქვენს ჩაცმულობაზე და ა.შ.
დადგა ის დღე, რომ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, გადახვიდეთ მარტო საცხოვრებლად და იყოთ პასუხისმგებლები საკუთარ თავზე.

6 რამ, რაც ყველაზე მეტად დაგაკლდებათ და მოგენატრებათ:

1. სახლში მომზადებული სადილი.
საკმარისია 1 კვირით მოშორდეთ მშობლებს და მაშინვე მოგენატრებათ ოჯახში მომზადებული საჭმელები.

2. სუფთა გარემო.
ყველა დედა სახლში ორიენტირებულია სისუფთავის დაცვაზე. ზოგი მათგანი დღეში რამდენჯერმე ალაგებს ჩვენს არეულ-დარეულ სახლს. როგორც კი მარტო მოგიწევთ დარჩენა, მაშინვე გაოცდებით, თუ როგორ ახერხებდა დედა ამდენ რამეს ერთდროულად.

3. გადასახადები.
შესაძლოა ადრე არასდროს გიწევდათ გადასახადებზე ფიქრი, რადგან უზრუნველყოფილნი იყავით მშობლების მიერ, თუმცა აწი თავად მოგიწევთ კომუნალურების გადახდა.

4. სავსე მაცივარ.
ვერც კი შეადარებთ მას და თქვენს გამოცარიელებულ მაცივარს ერთმანეთთან.

5. სამუშაოები სახლში.
რამდენად კარგად გამოიყურებოდა თქვენი ადრინდელი საცხოვრებელი? თუ ბრწინვალედ არა, მინიმუმ კარგად მაინც, რადგან სახლში გყავდათ მამა, რომელიც სახლში დაგროვილ სამუშაოებს აკედებდა, აწი კი თავად მოგიწევთ ყველაფრის კეთება.

6. და ბოლოს, ამას თქმაც არ უნდა, ყველაზე მეტად მოგენატრებათ ოჯახი და ის გარემო, სადაც ცხოვრებას ხართ მიჩვეული. შესაძლოა იდეალური და 100% უზრუნველი ცხოვრება არც-ერთ თქვენგანს აქვს, თუმცა მერწმუნეთ ოჯახის ფასი არაფერია…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს