ეს ვარსკვლავები ერთ დროს უსახლკაროები იყვნენ, საკვებს ქუჩაში ეძებდნენ და ღამეს სკვერებში ათევდნენ. თუმცა, წლების შემდეგ ყველასთვის საყვარელ და ცნობილ ვარსკვლავებად იქცნენ, ხოლო პირად ანგარიშზე კოლოსალური თანხებიც დააგროვეს.
ჰოლი ბერი: როდესაც ჰოლივუდის ვარსკვლავმა პირველად გადაწყვიტა, მსახიობი გამხდარიყო, ჩიკაგოში წავიდა. დედამ მას ფული არ მისცა. ბერი იძულებული იყო, უსახლკაროთა თავშესაფარში ეცხოვრა.
ჯიმ ქერი: დღეს მსახიობი მდიდრულ აპარტამენტში ცხოვრობს, მაგრამ მისი ბავშვობა სიღარიბის გამო მშვიდი არასდროს ყოფილა. ის უმაღლესი სკოლიდან წამოვიდა და ოჯახთან ერთად ავტობუსში ცხოვრობდა.
დენიელ კრეიგი: მსახიობს ერთ დროს სკვერში, ხის სკამზე ეძინა.
ელა
ფიცჯერალდი: მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯაზის მომღერალს საშინელი ბავშვობა ჰქონდა. როდესაც დედამისი გარდაიცვალა, მამინაცვალმა ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო – მას სასტიკად ეპყრობოდა. წლების განმავლობაში უსახლკარო იყო.
ჩარლი ჩაპლინი: ბედნიერი, უზრუნველი ბავშვობით ვერც ჩაპლინი დაიკვეხნიდა. მამის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, დედამისი საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ფსიქიკურ აშლილობას მკურნალობდა. ჩარლი ძმასთან ერთად ცხოვრობდა.
მომზადებულია businessinsider.com-ის მიხედვით.