ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ ადამიანებს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება გააჩნიათ ხუმრობის მიმართ. ზოგი ჯანსაღ იუმორს, თუნდაც შავს ხალისით ეგებება, ზოგიერთს კი უვნებელი ხუმრობაც საწყენად მიაჩნია. მოდით, გავიგოთ, თუ როგორი დოზით გააჩნიათ იუმორის გრძნობა ადამიანებს მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე:
ვერძს იუმორის გრძნობა დაბალი დოზით გააჩნია. ძირითადად მხოლოდ საკუთარ ხუმრობაზე ეცინება. სხვისი ხუმრობის დროს კი მუშტები მზად აქვს სამოქმედოდ.
კუროს გვიან და ხანგრძლივი დროით ეცინება ხუმრობაზე. თუმცა, სანამ ხუმრობის არსს ჩაწვდება და გაიაზრებს, სიტუაცია მის გარშემო აბსოლუტურად იცვლება და მისი ხმამაღალი ხარხარი, ხშირად შეუსაბამოა.
ტყუპს ყველაფერზე ეცინება, შეიძლება ითქვას იუმორის გრძნობა გადამეტებული დოზითაც კი გააჩნია. იცინის სიცილისთვის.
კირჩხიბი მხოლოდ მაშინ იცინის თუ ხუმრობა მას არ ეხება. იცინის იმ დროს, როცა ხვდება, რომ სხვებიც იცინიან.
ლომს საკუთარ ხუმრობებზე ეცინება და სხვებსაც აიძულებს იცინონ. თავს შეურაცხყოფილად გრძნობს ისეთ ხუმრობაზე, რომელიც მის პიროვნებას ეხება.
ქალწულს მხოლოდ შავ იუმორზე ეცინება. მისთვის აუცილებელია ცინიზმის გარკვეული დოზა ხუმრობაში.
სასწორს ყველანაირ ხუმრობაზე ეცინება იმიტომ რომ, სიცილი და ზოგადად ღიმილი საზოგადოებაში მიღებული და კარგი ტონია. რომ ჰკითხოთ რაზე იცინის კონკრეტულად ალბათ პასუხის გაცემა გაუჭირდება.
მორიელს არასოდეს ეცინება ხუმრობაზე სანამ არ დააზუსტებს, რომ ამ ხუმრობის ქვეტექსტში აშკარად თუ ირიბად მას არ მოიაზრებენ. უმეტესად გულში იცინის ხოლმე.
მშვილდოსანს სიცილი ფაქტობრივად მავნე ჩვევაში აქვს გადასული. იცინის ყველგან, ყველაფერზე და ყოველთვის. მაშინაც კი, როცა სიტუაცია სასაცილო კი არა – სატირალია.
თხის რქა მხოლოდ ტუჩის კუთხეებით იცინის, ისიც რეგლამენტირებულად. მოსწონს შავი იუმორი.
მერწყული უფრო ხშირად სხვების გაცინება ეხერხება, ოღონდ არამიზანმიმართულად. რა მისი ბრალია, თუ ყოველთვის იქცევს ყურადღებას ექსტრაორდინალური საქციელით.
თევზები სიცილის დროსაც სევდიანია. ფიქრობს, რომ გარშემო უამრავი გაჭირვებული, მშიერი და უპოვარია. ასეთ დროს კი მას რა აცინებს, რა?!.