“თქვენ მიმზიდველი ხართ. მე… საოცრად მიმზიდველი ვარ. რაღატო ვხარჯო ტყუილად დრო?” – ეს მირონოვის დაუვიწყარი სცენაა “ჩვეულებრივი სასწაული”-დან ის იდეალურად ახდებს თანამედროვე ურთიერთობების ილუსტირებას. მსოფლიო ჩქარობს, “თავის მოვლისთვის დრო არასდროს არის საკმარისი” – რა დაგვრჩენია ? მთლიანად მივენდოთ ბუნებრიობას. მიმზიდველობის კანონები მოქმედებენ ქვენობიერის დონეზე, ამტკიცებენ მეცნიერები. და აი რა უნდა იცოდეთ ამის შესახებ.
რა ალამაზებს ქალებს
როდესაც მამაკაცი გოგონას შეამჩნევს. ის უნებლიედ აფასებს მას “გამრავლების შესაძლებლობაზე” განაცხადა BI Video-ს გენდერული გამოკვლევების სპეციალისტმა დოქტორმა მიდჟ უილსონმა, ჩიკაგოს დე პოლიას უნივერსიტეტიდან. ამის უკან ერთდოულად რამოდენიმე ფაქტორი იმალება.
1. წელისა და თეძოს თანაფარდობა
კითხვით “სად გავიკეთებთ წელს?” ვერ იხუმრებ. ახალზელანდიელი ანტროპოლოგის ბარნაბი დიკსონის სიტყვების თანახმად, მამაკაცებმა არა მხოლოდ ზუსტად იციან, სად უნდა მდებარეობდეს ის არამედ დაადგინეს მისი “იდეალური” თანაფარდობა თეძოსთან 7:10. ამ პარამეტრების შეფასებისას, ყოველი მამაკაცი ქვეცნობიერში განსაზღვრავს შეუძლია თუ არა ამ ქალს გახდეს მისი შვილების დედა.
2. ხმა
იმ გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, რომ მამაკაცებს მოსწონთ დაბალი ხმის მქონდე ქალები, გამოკვლევებმა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში აჩვენეს, რომ მათ უფრო მაღალი ხმა იზიდავთ. მას აღიქვავენ როგორც ახალგაზრდობისა და მოვლილობის ატრიბუტს.
3. თმები
გრძელი მბზინავი თმები – ჯანმრთელობისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. სწორედ ამიტომ, გერმანელი მეცნიერების სიტყვებით, ამიტომ ახდენენ ისინი ასეთ ეფექტს მამაკაცებზე.
მაგრამ თუკი ჩამოთვლილები – ბუნებისა და ნაყოფიერების საქმე იყო, მაშინ მომდევნო სამი “მაგნიტური” ფაქტორი თავისუფლად შეუძლიათ მართონ ქალებმა
4. ღიმილი
მამაკაცებისთვის ღიმილი ძალიან მიმზიდველია, ამტკიცებენ კანადის უნივერსიტეტ ბრიტანულ კოლუმბიაში, ამასთან რაც უფრო დიდია კბილები მით უკეთესი. საინტერესოა ისიც, რომ საპირისპიროდ ქალები არაფერს განსაკუთრებულს არ ხედავენ კაცის ღიმილში, მათ ურჩევნიათ მამაკაცები უემოციო სახით. თუმცა ამის შესახებ ვისაუბრებთ ქვემოთ.
5. კოსმეტიკა
უელსის ბანგორის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ თუკი ქალები შეიღებებოდენ 40% ით ნაკლებად, მამაკაცები მათ უფრო ხშირად შეათვალიერებდენ. ჯამში, ჯობია მაქსიმალურად ვიყოთ იმასტან რასაც ქვია “ბუნებრივობა”
6. ფერი
Journal of Personality and Social Psychology(პიროვნების ფსიქოლოგიისა და სოციალური ფსიქოლოგიის ჟურნალი) კვლევების თანახმად, მამაკაცებს იზიდავს წითელი ფერი. სხვათაშორის, ეს თვისება ახასიათებთ სხვა პრიმატებსაც.
მამაკაცის მიმზიდველობის საიდუმლობები
1. წითელი ფერი აღაგზნებს ქალებსაც. ისინი აღიქვავენ ამას როგორც ძალაუფლების სიმბოლოს, ხსნის დოქტორი ენდრიუ ელლიოტი როჩესტერის უნივერსიტეტიდან.
2. ქალებს ძალიან მოსწონთ მამაკაცები ხშირი წვერით. ეს სიმწიფისა და მამაკაცურობის ნიშანია, ადასტურებენ სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში, დიდი ბრიტანეთი..
3. ყურადღება მიაქციეთ პოზის სისწორეს, მოგიწოდებთ ფსიქოლოგიის დოქტორი ჯერემი ნიკოლსონი. მიმზიდველი პოზა დაგიწეთ არაერთ დადებით ქულას.
4. აი ღიმილი როგორც უკვე ავღნიშნეთ ხშირ შემთხვევაში არ ფასდება ქალების მიერ. როგორც აღმოჩნდა, იმიტომ რომ ღიმილი ამსუბუქებს მამაკაცის იერს და “კლავს” მასში ლიდერს. დაადგინეს ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტში.
5. განვითარებული კუნთოვანი სისტემა – დიახ, დიახ და კიდევ ერთხელ დიახ. ქალები ქვეცნობიერის დონეზე აღიქვავენ ამას როგორც ძლიერი გენების ნიშანს, გვიხსნიან ლოს ანჟელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში.
და ბოლოს……
6. მამაკაცის ოფლი შეიცავს ფერომონს – ანდროსტადიენონს, მამაკაცის სურნელით. ის გასაოცრად მოქმედებს ქალბატონებზე: უკეთებს ხასიათს და იწვევს სექსუალურ აღგზნებას, ამბობს დოქტორი კლერ უაიტი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ბერკლი. ასე რომ გაიჯაგრეთ წვერი, დაიკუნთეთ სხეული და გაიოფლეთ გოგონების გასახარად!