5 რჩევა თუ როგორ ვიცხოვროთ როგორც მილიონერებმა, მილიონების გარეშე

111

თითქოს თავად იღბალს მიჰყავს ჩვენგან, ქართველებისგან სიმდიდრე და წარმატება. ხელფასები იკლებს, ფასები იზრდება.

მაგრამ, მიუხედავად უპერსპექტივობისა და გამოცარიელებული საფულეების შემთხვევაშიც შეგიძლიათ იცხოვროთ როგორც მილიონერებმა, ირწმუნება ფინანსური კონსულტანტი ნიკ ფრენკლი, რომელსაც კომენტარებისთვის მრავალი გამოცემა მიმართავს. მათ შორის Wall Street Journal და Forbes. აი ხუთი რჩევა რომელიც მათ გამოაქვეყნეს თავის ბლოგში Wealth Pilgrim.

1. დრო
წარმატებული ადამიანის ცხოვრებაში დრო – უფრო მნიშვნელოვანი აქტივია, ვიდრე ფული. ბილ გეიცის – ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი დედამიწაზე დღე-ღამეში იგივე 24 საათი აქვს როგორც თქვენ, სხვაობა იმაშია რომ მას შეუძლია თავისი დროის მართვა – რათქმუნდა , მეტწილად უამრავი დამხმარეს და ქვეშევდომის დახმარებით, მაგრამ თქვენ ამისათვის სულაც არ გჭირდებათ შტატის შევსება, ისე როგორც Microsoft-ის დამფუძნებელს.

ეს კი დაგეხმარებათ:
გამორთეთ ტელევიზორი
ნუ ხარჯავთ დროს მგზავრობაზე, თუკუ რამის გაკეთება სახლში შეიძლება (მაგალითად, ვარჯიში)
დაიქირავეთ დამხმარე (ნუ გეცინებათ – ეს არც ისე ძვირი სიამოვნებაა, სამაგიეროდ თქვენ საკმაოდ დაგასვენებთ)
გადაიყვანეთ თქვენი ანგარიშები ავტოგადახდებზე
დაავალეთ საქმეების გარკვეული ნაწილი ოჯახის წევრებს
გამოიყენეთ საბანკო მომსახურებები ინტერნეტით
და თუ საერთოდ არ გაქვთ დრო, კვირაში ერთხელ მოიყვანეთ დამლაგებელიც

შესაძლებლობა ბევრია, მთავარია – საკუთარ თავს დროის ეკონომია ვასწავლოთ. ამისათვის ყოველი ახალი საქმის წინ დაუსვით საკუთარ თავს კითხვები:
რა დრო დაჭირდება ამას?
ღირს კი საერთოდ დაკავდეთ ამით?
უნდა გავაკეთო თუ არა ეს საქმე მაინცდამაინც მე?
უკეთესი ხომ არ იქნება დავხარჯოთ ამისათვის ფული ვიდრე დრო?

2. ხალხი
მდიდრები, თუ ისინი ჭკვიანები არიან, არა მარტო საკუთარ დროს მართავენ, არამედ ირჩევენ კიდეც, ვის მიუძღვნან ეს დრო. ხალხი, რომლებიც კმაყოფილი არიან საკუთარი ცხოვრებით, ბევრ დროს ატარებენ იმ ხალხთან ვინც მათ უყვართ. თქვენც ხომ გინდათ იგივეს გაკეთება, მაგრამ არ შეგიძლიათ? კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდით, ალბად პასუხი უკვე არც ისე კატეგორიული იქნება.

თუ თქვენ გაქვთ საშუალება გაატაროთ დრო მათთან, ვინც თქვენთვის ნამდვილად ძვირფასია, მაშინ შეწყვიტეთ თავის არიდება და პრობლემების ძიება: თქვით “დიახ” თქვენ ვერც კი წამოიდგენთ, რამდენად ბედნიერი შეიძლება რომ გახდეთ.

3. დასვენება
კრუიზი ეგზოტიკურ ზღვებში თუ მხიარული არდადაგები მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ? როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ყველაზე ბედნიერი მოგონებები არ არის დაკავშირებული დანახარჯების სიდიდესთან, ოფიციანტების რაოდენობით ან სასტუმროს სიმდიდრით. ყველაზე ძვირადღირებული შვებულება შესაძლოა ყველაზე მოსაწყენი და ცარიელი აღმოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში და საპირისპიროდ ის რაც თქვენ სიცარიელედ მიგაჩნდათ თქვენ დაუვიწყარო წუთებს გაჩუქებთ. ამიტომ, მთავარია ისევ და ისევ იმ ადამიანებთან დასვენება ვისთან ერთად ყოფნაც გინდათ და ვისთანაც თავს შესანიშნავად გრძნობთ.

4. ვალები
რა მეოცნებედაც არ უნდა თვლიდეთ თქვენ საკუთარ თავს, ნებისმიერი ვალი – ეს უმძიმესი ტვირთია. ის არ გაძლევთ მოდუნების საშუალებას, გართმევთ კომფორტს და დაცულობის შეგრძნებას. თუ თქვენ აიღეთ ვალი, გააეთეთ ყველაფერი რაც შესაძლებელია რომ გაისტუმროთ ისინი. პირველ რიგში საჭიროა დაფაროთ ხარჯები საკრედიტო ბარათზე, მაგრამ ამით ნუ შემოიფარგლებით.

თუ თქვენ მსხვილი ვალები გაქვთ, მაგალითად იპოთეკა, მოიფიქრეთ როგორ დააჩქაროთ გადახდა. მოიშორეთ ვალები და თქვენ ჯილდოდ განთავისუფლების ისეთ შეგრძნებას მიიღებთ როგორიც მილიონერებს არც კი დასიზმრებიათ. (უბრალოდ იმიტომ რომ მათი უმრავლესობა ვალების გარეშე ცხოვრობს.)

5. კარიერა
მდიდრებისათვის, რომლებსაც გონებაში წესრიგი აქვთ მნიშვნელოვანია რომ ყოველი დღე მათვის სასიკეთო იყოს. ეს კი იმას ნიშნავს რომ ისინი ძალიან ფხიზლად აფასებენ სამუშაოს, რომელსაც თავის თავზე იღებენ. თუ რაიმე მიზეზის გამო ეს მათ არ აკმაყოფილებს, ისინი ცვლილებას იწყებენ.

თუ თქვენ თქვენს დღევანდელ მდგომარეობაში მართალი არ ხართ, ნუ დაჯდებით ფეხი ფეხზე გადადებული იმის იმედით რომ ყველაფრი თავისთავად შეიცვლება. მოძებნეთ სხვა სამსახური ნუ შეგეშინდებათ ახალი კარიერის დაწყებაც. მრავლეს შემთხვევაში სიტუაცოა უიმედოდ გვეჩვენება თუმჩა ძალიან ბევრი რამე თქვენზეა დამოკიდებული .

როგორც ხედავთ მანდვილს სიმდიდრეს ფულით ვერ შეაფასებ, როგორც ანდაზაშია “ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი” სიმართლეა. ყველაზე რთულ პირობებშიც თქვენ შეგიძლიათ იყოთ ისეთივე ბედნიერი (ან უფრომეტადაც) როგორც მილიონერები, დაასკვნა ნილ ფრენკლმა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს