სიყვარულს არ აქვს წესები. ზოგჯერ ჩვენმა გრძნობებმა შეიძლება ამოხეთქოს სრულიად მოულოდნელი პერსონაჟის მიმართ. სიტუაცია გართულდება, მაგრამ პიკს მაშინ მიაღწევს როდესაც შენ გაიგებ იმის შესახებ, რომ შენს მამაკაცს ჯვრისწერა აკავშირებს სხვასთან. ჩვენ გადავწყვიტეთ დავსვათ ჩვენი აზრით ყველაზე რთული კითხვა: რა გავაკეთოთ თუკი შეგვიყვარდება ცოლიანი მამაკაცი?!
რათქმუნდა, შენ შეგიძლია იწამო თავი საუკუნის დასასრულამდე, ვიდრე გახდე სხვისი ოჯახის დამანგრეველი ან შეუშალო ხელი სხვის ბედნიერებას. მაგრამ არის კი აზრი ასე მოქცევაში როდესაც შესაძლებელია გაერკვეთ საკუთარ გრძნობებში და გრძნობებში ამ ადამიანის მიმართ?
პირველ რიგში შენ უნდა შეიგნო, რატომ მოგეწონათ მაინცდამაინც ეს მამაკაცი. ხშირად ხდება ასე, რომ ჩვენ ვიკარგებით საკუთარ გრძნობებში გარკვეული ადამიანის მიმართ. თქვენ შესაძლოა ბევრი რამე გაკავშირებთ და ეს შეიძლება რომანტიულ დამოკიდებულებად მოგეჩვენოთ, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.
ასევე არ ღირს ასეთ სიტუაციაში იჩქაროთ. რაღაც დრო უნდა გავიდეს. ვიდრე თქვენ გამოიტანდეთ გადაწვეტილებას თქვენთვის სასურველ მამაკაცთან ურთიერთობის შესახებ. შენ უნდა გესმოდეს შენი სერიოზული მდგომარეობა. უნდა გავიდეს გარკვეული დრო. ნუ აჰყვებით ემოციებს, მანამ სანამ მამაკაცს თქვენი გრძნობების შესახებ ეტყვით.
არასდროს კითხოთ რჩევა არავის ამ საკითხის შესახებ. ყველა გოგონას საკუთარი ბედი აქვს და რჩევა ამ სიტუაციაში შეიძლება იყოს სხვა და სხვა, მაგრამ თქვენი შემთხვევა არასდროს არ იქნება სხვისი მზგავსი. ამიტომ გადაწვეტილება უნდა მიიღო შენ თავად.
თუკი ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ შენ მაინც მიდიხარ დასკვნამდე, რომ შენ გჭირდება ზუსტად ეს ადამიანი, ნუ იჩქარებთ. არ ღირს ამავე დღეს გაიცეთ მასთან და შეატყობინოთ თქვენი გრძნობების შესახებ. ჯერ ნახე როგორ რეაგირებს ის შენს მსუბუქ ფლირტზე. თუკი მაშინთვე ბრძოლაში ერთვება, მაშინ დაფიქრდი ხომ არ ეძებს ის თქვენში მარტივ ნადავლს.
თუკი შენ ხედავ მისგან შენს მიმართ სიმპათიას, მაშინ შენთვის ჯობია გულახდილად გაუმხილო შენი გრძნობები. მამაკაცებს უყვართ გულახდილობა. ხოლო ამის შემდეგ აუცილებლად მოუსმინეთ მას, რას ფიქრობს ის ამის შესახებ.
არ ღირს მამაკაცს ამ საკითხზე მიაწვეთ. “მე ან ის” შეიძლება იყოს ყველაზე ცუდი პირობა, რომელსაც არასდროს არ დასვავს ბრძენი ქალი.
გაიხსენეთ, რამდენი დრო დაგჭირდათ, რომ შეგუებოდით ამ გადაწყვეტილებას. მისთვის კი შეიძლება უფრო რთულიც აღმოჩნდეს, რადგან მას უკვე აქვს სერიოზული ურთიერთობა.
დააკვირდი როგორ გაშორდება ის თავის ცოლს. მამაკაცებს ახასიათებთ სწორედ რომ ასეთი ქცევები. თუ ის იქნება გალანტური, გულახდილი და ფრთხილი ასეთ სიტუაციაში – მაშინ შენ გაგიმართლა, და შენ ნამდვილად იპოვე იდეალური პარტნიორი.
და ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა: ეცადეთ თავი დააღწიოთ ასეთ სიტუაციას. არ არის აუცილებელი 24 საათი ამაზე იფიქროთ. ჯობს რამე ჰობითი დაკავდეთ. გოგოები რომლებიც რაღაცით არიან დაკავებული, ფლობენ უფრო კარგ პოზიციას მამაკაცების თვალში.