10 ეფექტური მეთოდი, რომელიც დაგვეხმარება აზროვნების გაუმჯობესებაში

50

ყოველი დღე თანამედროვე ადამიანისათვის არის სიახლის მომტანი. ჩვენი ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებითა და სიურპრიზებით. ყოველდღე ვიღებთ უამრავ ახალ ინფორმაციას. ჩვენს ტვინს ძალიან დიდი დატვირთვით უწევს მუშაობა და საბოლოო ჯამში ვრჩებით ენერგია, ძალა გამოცლილები. ჩვენ გასწავლით რამდენიმე მეთოდს, თუ როგორ უნდა აღიდგინოთ დახარჯული ენერგია და გაიუმჯობესოთ ტვინის მუშაობა.

1. მიეცით თავს უფლება გამოიძინოთ დღე.

დღის ძილის სარგებლობა და ეფექტურობა დამტკიცებულია მეცნიერების მიერ. 15 წუთიან თვალის მოტყუებასაც კი შეუძლია რამდენჯერმე გაგიუმჯობესოთ ტვინის ფუნქციონირება.

2. დაკავდით შემოქმედებითი საქმიანობით ძილის წინ.

რაც არ უნდა უცნაური იყოს ძილის წინ, როდესაც თქვენი ტვინი დაღლილია და ძალაგმოცლილია, ყველაზე მეტადაა მზად შედევრების შესაქმნელად. გამოიყენეთ ეს შანსი! თუკი წერთ წიგნს, ან ასრულებთ ნახატს და მუზა ამოგეწურათ, გააგრძელეთ მუშაობა ღამით, ძილის წინ, რაც მოგიტანთ შესანიშნავ შედეგს და ასევე გაგიუმობესებთ ტვინის მუშაობას.

3. უარი თქვით რამდენიმე სამუშაოს ერთდროულად შესრულებაზე.

იცოდით, რომ თქვენი ტვინი უარს ამბობს რამდენიმე სამუშაოს ერთდროულად შესრულებაზე? მოეშვით ბევრ საქმიანობას და კონცენტრირდით მხოლოდ ერთ დავალებაზე. ასე თქვენ მიიღებთ საუკეთესო და ხარისხიან შედეგს.

4. ივარჯიშეთ და მიყევით ცხოვრების აქტიურ რიტმს.

ალბათ გსმენიათ, რომ კარდიოსტიმულაცია გიუმჯობესებთ ჯანმრთელობას, მაგრამ იცოდით, რომ აქტიური ცხოვრება გვეხმარება ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესებაში? გმაონახეთ დღეში 15-20 წუთი და გაატარეთ იგი რაც შეიძლება აქტიურად. ამიასთვის აუცილებელი არაა შეიძინოთ აბონიმენტი ფიტნეს დარბაზში, უბრალოდ შეგიძლიათ წაივარჯიშოთ სახლის პირობებში.

5. წერეთ ხელით რაც შეიძლება მეტი.

კომპიუტერები, პლანშეტები, სმარტფონები და სხვა თანამედროვე მოწყობილებები იძლევა საშვალებას, რომ საერთოდ არ გამოვიყენოთ კალამი და ფურცელი, თუმცა კვლევები ამტკიცებენ, რომ ადამიანს ხელით წერა ეხმარება ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესებაში.

6. მიიღეთ ვიტამინები.

თქვენს მანქანას სჭირდება საწვავი, სმარტფონს დატენვა, ხოლო თქვენი ტვინი საჭიროებს მკვებავი ვიტამინების კომპლექს.

7. შეისწავლეთ ახალი ენა,

ახალი ენის შესწავლა ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდად ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესებისათვის. შეისწავლეთ და დაიმახსოვრეთ ახალი სიტყვები, რომლებიც არა მარტო გაავაჯიშებს თქვენს ტვინს, არამედ მოგცემთ საშუალებას შეისწავლოთ ახალი კულტურა.

8. ითამაშეთ სიტყვებით.

სიტყვებით თამაში არის შესანიშნავი მეთოდი გართობისათვის და ამავდროულად ტვინის მოქმედების გაუმჯობესებისათვის. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სიტყვებით თამაშს შეუძლიათ გაზარდონ თქვენი IQ მაჩვენებელი.

9. მედიტაცია.

მედიტაცია ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო და უძველეს დასვენების მეთოდად, რომელიც სრულიად მოადუნებს თქვენს სხეულს და დაეხმარება ტვინს. როგორც კვლევები გვიჩვენებენ, მედიტაცია ახდენს დადებით ზეგავლენას ჩვენი ტვინის ყველა ნაწილზე.

10. იყავით ოპტიმისტები.

ოპტიმისტობა გვეხმარება, დავტკბეთ ცხოვრებით. გარდა ამისა, იგი სასწაულებრივად მოქმედებს ჩვენს ტვინზე. კვლევები აჩვენებენ, რომ, როდესაც ვფიქრობთ დადებითად, პოზიტიურად, თქვენი ტვინი დრო და დრო გადადის ახალ, მაღალ საფეხურზე. ასე, რომ უყურეთ სამყაროს პოზიტიურად და გაახარეთ თქვენი ტვინი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს