რატომ ვერ მიაღწია ხალხის უმრავლესობამ თავის სიცოცხლეში ვერაფერს
თავის წიგნში “მსოფლიოს უდიდესი ვაჭარი” ოგ მანდინომ დაწერა ძალიან სწორი სიტყვები:
“მხოლოდ ორინი, ათასი ბრძენიდან შეძლებენ აღწერონ წარმატება ერთი და იგივე სიტყვით, სამაგიეროდ ყველა მათგანი ერთი და იგივე ნაერად აღწერს რა არის წარუმატებლობა. წარუმატებლობა – ეს არის ადამიანის უუნარობა მიაღწიოს თავის ცხოვრების მიზანს, როგორიც არ უნდა იყოს ის”
წარმატება – ეს გაგება სუბიექტური და ინდივიდუალურია, ხოლო წარუმატებლობა – ეს უკვე უფრო რეცეპტია, რომელიც მოერგება ყველას. და მაინც რას აკეთებენ ლუზერებად დაბადებულები, იმისათვის რომ მუდმივად ჩავარდნები აქვთ და არ უმართლებთ არასდროს?
1. ისინი ვერ განსაზღვრავენ დროის ფასს
“ნებისმიერმა წარმატებულმა ადამიანმა იცის, რომ დრო იმაზე ძვირფასი აქტივია ვიდრე ფული” – რიჩარდ ბრენსონი
წარუმატებელი ადამიანები არ აფასებენ თავიანთ დროს და არ იყენებენ მათ თავიანთი მიზნების მისაღწევად. წლიდან წლამდე ისინი იძლევიან ახალ დაპირებებს, რომელსაც ვერასდროს ვერ შეასრულებენ. რადგან ისინი უაზროდ ხარჯავენ თავის ძვირფას დროს. დროის მართვის ნიჭი, იმის მიხვედრა თუ როგორ უნდა იმოქმედო და უარის თქმის შეძლება – ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები წარმატებისკენ.
2. ისინი არ მოქმედებენ თავისი მიზნების მიხედვით
“როდესაც თქვენ იცით, როგორია თქვენი ფასეულობები, არც ისე რთული ხდება გადაწყვეტილების მიღება” – როი დისნეი
რაც უფრო მნიშვნელოვანია მიზანი, მით უფრო მაღლა იქნება ის თქვენი ფასეულობების შკალაზე და მით უფრო მეტი დისციპლინა და თანმიმდევრულობა იქნება თქვენს მოქმედებებში და პირიქით. წარუმატებელი ადამიანებს ხშირად ერევათ ერთმანეთში დაკავებულობა და პროდუქტიულობა. ისინი აკეთებენ უამრავ საქმეს, მაგრამ არცერთი მათგანი არ შეესაბამება მათ ფასეულობებს და მიზნებს.
3. ისინი არასდროს არ იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და არ იჩენენ ინიციატივას
“ხალხი ფიქრობს, რომ წარმატებას ერთ სფეროში შეუძლია კომპესირება მოახდინოს წარუმატებლობებისა სხვა სფეროებში, მაგრამ ეს ასეა? ნამდვილი ეფექტურობა ბალანს ითხოვს” – სტივენ კობი
თქვენ ვერ იტანთ საკუთარ ბოსს და თქვენს სამუშაოს. მაგრამ ეს არ არის იმის მიზეზი რომ თქვენზე დაკისრებული სამუშაო ცუდად შეასრულოთ. თქვენ ამისათვის გიხდიან, ამიტომაც ხართ ამ საქმეზე პასუხისმგებელი. ცხოვრებას აქვს უნივერსალური კანონი: თქვენ ღებულობთ იმდენივეს რამდენსაც გასცემთ. წარუმატებლები – ეს ის ხალხია, რომლებიც პირობითად ამბობენ ნუ იდარდებთ ცუდი შეფასებების გამო და არ ეძებენ განათლების მიღების ეფექტურ მეთოდებს.
4. ისინი საკუთარ თავს უწესებენ შეზღუდვებს
“შენ ხდები ის, რისიც გჯერა” -ოპრა უიმფრი
წარუმატებელი ადამიანებისგან ყოველთვის გაიგონებთ შემდეგ ფრაზებს: “მე მათემატიკა არ გამომდის”, “მე ახლა სწავლა არ შემიძლია” და “მე ვერ შევძლებ წარმატებული ბიზნესის მართვას”. ისინი საკუთარ თავს უწესებენ შეზღუდვებს და ამართლებენ თავის ქცევებს. მოიშორეთ ფიქრები, იმის შესახებ, რომ თქვენ გაქვთ ნიჭისა და შესაძლებლობების მხოლოდ შეზღუდული ნაკრები კონკრეტული დავალების შესასრულებლად, შეწყვიტეთ იმაზე ფიქრი რომ თქვენ არ ხართ საკმარისად ჭკვიანი. ყველაფერი რასაც სიცოცხლე ითხოვს თქვენგან – ეს არის მაქსიმუმის კეთება, ყველაფრის რაც თქვენ ძალებშია.
5. მათ ძალიან კარგად გამოსდით თავის გამართლება
“თუ თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება კარგად, გააკეთოთ ისე, რომ ის კარგად გამოიყურებოდეს” -ბილ გეიცი
არსებობენ ისეთი ადამიანები რომლებიც თავის უცოდინარობას და სურვილის არ ქონას მიზეზს მოუნახავენ. ისინი ამას უწოდებენ “რეალისტობას”. მათ არ ყოფნით წარმოდგენის უნარი, მაგრამ ისინი ყოველთვის ნახავენ საშუალებას, რომ თავი იმართლონ. ასეთი ტენდენციისგან განკურნვის საუკეთესო საშუალებაა – შეწყვიტოთ თავის მართლება და დაიწყოთ კეთება.
6. მათ არ ყოფნით ინტელიგენტურობა
“თქვენ შეგიძლიათ მარტივად განსაჯოთ ადამიანის ხასიათი იმის მიხედვით, თუ როგორ ეპყრობა ის იმ ხალხს რომლებსაც მისთვის არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ” – იოჰან ვოლფგანგ გოეთე
წარუმატებელ ადამიანებს, აქვთ ჩვევა, არ აქვთ სოციალური ინტელექტი. მათგან ხშირად შეიძლება გაიგონოთ: “ყოველ შემთხვევაში მე გულწრფელი ვარ” ან “მე ისეთი ვარ როგორიც ვარ, შემომეხედეთ”. მათ არ იციან, რომ როგორ მოეპყრონ სხვა ხალხს და თავს იფასებენ ისე რომ ამის მიზეზი არ აქვთ. სხვათაშორის არავის არ უყვარს ისეთი ხალხი, რომელთაც ურთიერთობა არ შეუძლია, ან კომპლიმენტისთვის უბრალოდ მადლობის მოხდა.
7. მათ უყვართ საქმის გადადება და დროის გაწელვა
“ხვალისთვის მხოლოდ ის საქმე გადადეთ, რისი დასრულებაც სიკვდილამდე არ გინდათ” – პაბლო პიკასო
ყველაზე სასაცილო ის არის რომ ისინი თავად მიიჩნევენ თავს ასეთებად და საერთოდ არ სრცხვენიათ ამის. ეს კი უკავშირდება იმას რომ ასეთი ხალხი ვერ ხვდება დროის ფასს. ისინი ცხოვრობენ ისე თითქოს მათ კიდევ ერთი სიცოცხლის მარაგი აქვთ. მათ არ აქვთ იმის გაგების უნარი, რომ ისინი სიკვდილს უახლოვდებიან მათი დაბადების მომენტიდან, არ აქვთ სიბრძნე, იმისათვის რომ გააცნობიერონ, რომ ყოველი დღე – ეს უძვირფასესი ძღვენია, ამიტომაც ყოველი 24 საათი უნდა იცხოვროთ ისე რომ დაიხარჯოთ მაქსიმალურად და მიიღოთ მაქსიამლური შედეგი.
8. ისინი არასდროს არ ასრულებენ არანერ მოქმედებას.
“გააკეთეთ რამე დღეს და თქვენი მომავალი ამისათვის თქვენი მადლობელი იქნება” – ლეს ბრაუნი
ცხოვრების ეს წესი ძალიან მარტივია, მაგრამ წარუმატებელი ადამიანები იგნორირებას უკეთებენ მისი შედეგების მნიშვნელობას. მათ შეუძლიათ ძალიან კარგად ილაპარაკონ და იოცნებონ, მაგრამ მათ არ აქვთ სითამამე იმისათვის რომ უბრალოდ წინ იარონ. შეწყვიტეთ ოცნება იმის შესახებ რა იქნება, უბრალოდ და გააკეთეთ რამე მაინც.
9. მათ არ იციან და არც უნდათ პრობლემებთან ბრძოლა
“ბევრი მზე და წვიმის არარსებობა უდაბნოს ამარცხებს ” – არაბული ანდაზა
პრობლემები იმდენად ბევრია, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ მას. წარუმატებელი ადამიანებს ეს არ ესმით და ძალიან მალე ნებდებიან, იმიტომ რომ მათვის რთულია. მათ ვარდი უეკლოდ უნდათ. პრობლემების გადალახვა არა მარტო გვაახლოებს ჩვენ ჩვენს მიზანთან, არამედ გვაჩვენებენ ჩვენ რამდენად ძლიერები ვართ. ნუ გეშინიათ დასძლიოთ ის რისიც გეშინიათ და გამოხვიდეთ თქვენი კომფორტის ზონიდან.
10. ისინი აპათიურები არიან
“თუმცა, რა თბილი ხარ შენ, არც ცხელი ხარ და არც ცივი, ხანაც უარგყოფ ჩემივე პირით ” სახარება3:16
არსებობენ ხალხი, რომელიც ნეიტრალურ პოზიციას იჭერენ. მათ არ აქვთ საკუტარი აზრი და არ იციან გადაწყვეტილების მიღება. მათ არ შეუძლიათ საუბარში ჩართვა, გარკვეული ვიწრო თემების სფეროს გარდა, არ უყვართ კითხვა და რამისადმი თავისი ძალისმევის დახარჯვა და ისინი ყოველთვის მოწყენილები არიან. აპათია არის წყნარი მკვლელი.
ხალხი, რომელიც დედამიწას ტრიალს აიძულებს, არ არიან განსაკუთრებულები და ექსტრაორდინალურები. რეალურად ისინი საკმაოდ უბრალოები, ხელმისაწვდომები და ღიები არიან, მაგრამ მათ ხომ შეძლეს ამის მიღწევა რისი სურვილიც ჰქონდათ და თავის მწვერვალზე შენარჩუნებას ახერხებენ. შესაძლოა თქვენ ძალიან ბევრი მიზანი გაქვთ და თქვენ გინდათ ყველა ამ მიზანს მიაღწიოთ, შემდეგ კი თვლით რომ თქვენ დრო არ გყოფნით. გამორთეთ მობილური, გამორთეთ კომპიუტერი, შეწყვითეთ ერთდროულად ასი საქმის კეთება და შეეცადეთ შეცვალოთ თქვენი ენერგიისა და ენთუზიაზმის მიმართულება.