სხეულის ენა ითვლება ერთ-ერთ უტყუარ საშუალებად, დაანახო ადამიანს შენი ინტერესები და სურვილები მის მიმართ.
თვალების გასწორება.
როდესაც გოგოს მოსწონს ბიჭი, ან პირიქით, ისინი აუცილებლად დაუწყებენ ერთი მეორეს თვალიერებას. იცოდეთ, როდესაც საპირისპირო სქესის წარმომადგენელი თვალს გისწორებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მას შენი გაცნობა სურს.
ხელების გადაჯვარედინება.
ქალები ხშირად იქცევიან ასე, იმ დროს, როცა იმყოფებიან საყვარელი მამაკაცის გვერდში. ხელების გადაჯვარედინება ნიშნავს, რომ ის უმწეო არსებაა, რომელსაც სჭირდება თქვენი დაცვა და მზრუნველობა.
ფეხების გადაჯვარედინება.
ძალიან ბერი ადამიანი ასე იქცევა იმიტომ, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს უბრალოდ სხეულის ენაა, ჟეშტია, რომლიტაც გახვედრებთ, რომ თქვენ მას ძალიან მოსწონხართ.
თმებზე თამაში.
საკუთარ თმაზე თამაში, მისი წვალება ნერვიულობის ნიშანია. ამ დროს ჩნდება კითხვა, რატომ ნერვიულობ თუკი ის არ მოგწონს?
საკუთარი ტუჩების ალოკვა.
ტუჩების ალოკვა ნიშნავს, რომ მას თქვენ ესიმპათიურებით და სიამოვნებით გაგიცნობდათ. თუმცა მანდილოსნებო ფრთხილად იყავით, რადგან ამ დროს მამაკაცებს ჰგონიათ, თქვენ მას საწოლისკენ იტყუებთ.