აიღე ერთ-ერთი დავარდნილი ფოთოლი და პასუხი ნახე ქვემოთ…
შავი
პრესტიჟი და ძალაუფლება ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის. ხართ დამოუკიდებელი, მტკიცე და გიყვართ აკონტროლოთ თქვენი თავი და სიტუაციები. როგორც შავის მოყვარული,შეიძლება იყოთ კონსერვატორი. სერიოზული ხართ და ჯობს, რომ სხვა ფერებიც შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში… შესაძლოა კოლეგებში და ახლო მეგობრებშიც კი შიშს იწვევდეთ თქვენი ავტორიტარული, მომთხოვნი და დიქტატორული დამოკიდებულებით.
წითელი
ექსტრავერტი, ოპტიმისტი, მამაცი, თვითდაჯერებული. ქმედებებზე ორიენტირებული და ფიზიკურად აქტიური. თქვენ გაქვთ ძლიერი გადარჩენის ინსტინქტები. გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. თქვენი მასტიმულირებელი უნდა იყოს დიდი ენერგია.
მწვანე
პრაქტიკული ადამიანი, ბუნების მოყვარული. თქვენ ხართ სტაბილური და კარგად დაბალანსებული პიროვნება. ხართ კეთილი, გულუხვი და თანამგრძნობი. როდესაც კრიზისია, სიმშიდეს ინარჩუნებთ, სიტუაციაზე იღებთ კონტროლს, სანამ ის გადაწყდება. ზრუნავთ სხვებზე, თუმცა ფრთხილად იყავით, რომ არ უარყოთ თქვენი საჭიროებები, სანამ სხვებს ეხმარებით.
ყავისფერი
გულწრფელი, პატიოსანი ადამიანი. მიწაზე მყარად დგახართ. თქვენ ხართ სტაბილური, საიმედო, თვითდაჯერებული და მეგობრული. პასუხისმგებლიანი პიროვნება ხართ და თვენს მოვალეობებს ფრთხილად, ყურადღებით და სერიოზულად ეკიდებით.
ყვითელი
თქვენთან ყოფნა სახალისოა. ხართ კრეატიული და მუდამ ახალი იდეებით სავსე. კრიტიკული ხართ საკუთარი თავის მიმართ და გსურთ იყოთ პერფექციონისტი. ყოველთვის ყველაფერს აანალიზებთ.
თეთრი
ხართ აკურატული და სუფთა, მოწესრიგებული და ეს იგრძნობა თვენს გარშემოც. სხვებისგან ელით, რომ თვენს სტანდარტებს მიყვნენ ამ საკითხში. გაქვთ პოზიტიური და ოპტიმისტური ბუნება. თქვენ კარგად დაბალანსებული, საღად მოაზროვნე, გონიერი და ბრძენი ბრძანდებით.
ლურჯი
სანდო პიროვნება. ფრთხილად ხართ საქმის დასაწყისში, განსაკუთრებით, როდესაც სხვებთან ერთად აკეთებთ. თქვენ არ ხართ იმპულსური ან სპონტანური. სანამ რამეს მოიმოქმედებთ ან რაიმეს იტყვით, წინასწარ ყოველთვის ფიქრობთ. პასუხისმგებლობებს სერიოზულად ეკიდებით. გსურთ სიმშვიდე და ჰარმონია. ხართ თვითძიების მოყვარული.
ნარინჯისფერი
თბილი, სასიამოვნო, ოპტიმისტურად განწყობილი პიროვნება. მიზანმიმართული და სოციალური კონტაქტების მოყვარული. გიყვართ სოციალური ღონისძიებების მოწყობა და საერთოდაც ბევრი წვეულების გული ხართ. ჯგუფში “ხმამაღლა” მოლაპარაკე ხართ