ამერიკულმა ჟურნალმა “ფორბსმა”, რომელიც რეგულარულად აქვეყნებს პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიას, გამოითვალა თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები, არიან მილიარდელები.ყველაზე “ფულიანები” აღმოჩნდნენ ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები. მათი 70% დაბადებულია 23 აგვისტოსა და 22 სექტემბერს შორის., მათ შორისაა ორი ყველაზე მდიდარი ადამიანი.
ასტროლოგების აზრით, ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ყველაზე ყურადღებიანია, ყურადღებას აქცევს ყველაფერ უმნიშვნელოსაც კი, არის მიზანდასახული და შრომისმოყვარე, რაც განაპირობებს მის წარმატებას კარიერაში (და არა მარტო).
მილიარდელების 16% დაბადებულია კირჩხიბის, მორიელის, თხის რქის ნიშნის ქვეშ.
მდიდარი ხალხის 8% დაბადებულია მერწყულისა და კუროს ნიშნის ქვეშ.
ყველაზე მცირე მილიარდელები (6%) კი დაბადებულები არიან მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ.მართალია მშვილდოსნები ნიჭიერები არიან და წარმატებასაც არც თუ ისე რთულად აღწევენ, თუმცა არ უყვართ ფულის სწორად ხარჯვა და შესაბამისად ხშირად ღატაკდებიან კიდეც.