ჰოლივუდში ბოლო დროს ჯეჯილის დიეტის ბუმია. ემილი ბლანტი, ჰაიდი კლუმი, კოლინ ფარელი, მეგანი ფოქსი, ეს მცირე ჩამონათვალია, იმ ვარსკვლავების, ვინც დღეს ერთი ჭიქა ჯეჯილის წვენით იწყებენ.
ჯეჯილის მოყვანა სახლის პირობებშიც ძალიან მარტივია. თეფშზე დააფინეთ ბამბა და დაასხით წყალი. მოაყარეთ ხორბლის მარცვლები ორ კვირაში შეძლებთ მოსავალის მიღებას. შემდეგ ჯეჯილი უნდა გამოწუროთ. ვინც ჯეჯილის მოყვანას სახლის პირობებში ვერ მოახერხებს, მას შეუძლია, ინტერნეტით გამოიწეროს ჯეჯილი ფხვნილის ან კაფსულის სახით.
ბრიტანელი დიეტოლოგების გვირჩევენ, რომ ჯეჯილის წვნი არ მივიღოთ ჭარბი რაოდენობით, მაქსიმუმ ორი ან სამი ჭიქა. სასმელი მიღება არარეკომენდირებულია იმ პირებისთვის ვინც ალერგიულია ან ფეხმძიმედ იმყოფება.
ჯეჯილი მულტივიტამინებითაა გაჯერებული და ორი ჭიქის მიღების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ 4 – 5 კგ ხილს მიირთმევთ.
ჯეჯილი არეგულირებს წნევას, წმენდს კუჭ-ნაწლავს და ღვიძლს. საუკეთესო ანტისეპტიკური საშუალებაა.
ჯეჯილის წვენს თუ დალევთ იმ შემთხვევაში როდესაც დიეტაზე ხართ და მაშინ დამატებით 2- 3 კგ-მ დაიკლებთ.
უსიამოვნო არომატის გამო შესაძლებელია ჯეჯილის წვენს შევურიოთ ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.