ურთიერთობა – ეს ძალიან რთული სტრუქტურაა, რომელიც მოითხოვს დიდ შრომასა და გარჯას. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ მოგიყვეთ იმ ფაქტორებისა და მიზეზების შესახებ, რომლთაც შეუძლია თქვენი ურთიერთობის დანგრევა.
ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და დავკითეთ კაცები, თუ რა აღიზიანებდათ მათ ყველაზე მეტად ქალებში. მიღებული შედეგი სავსებით მოსალოდნელი იყო:
ყვირილი.
არასდროს აუწიოთ ხმას თქვენი საყვარელი მამაკაცის თანდასწრებით. თქვენ უნდა შეგეძლოთ ყველა პრობლემის მშვიდად გადაჭრა. გაითვალისწინეთ, რომ ხმის აწევა მამაკაცის მიმართ უსაფუძვლოა. გარდა იმისა, რომ ყვირილი ვერ მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე, ასევე გააღიზიანებთ მამაკაცს, რაც საბოლოოდ შეიძლება ცუდად დასრულდეს.
კრიტიკა.
ვერცერთი ადამიანი ვერ შეაფასებს კრიტიკას საფუძვლიანად, რომელიც მიმართულია მისკენ. ამან შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ წყენა და გაუგებრობა. სწორედ ამიტომ ეცადეთ ყოველგვარი კრიტიკის გარეშე ნამიოკებითა და მცირე აღნიშვნებით მიიტანოთ თქვენი სათქმელი ადამიანამდე.
კონტროლი.
მამაკაცის მუდმივი კონტროლია გამოიწვევს მხოლოდ აგრესიას თქვენს მიმართ. მიეცით საყვარელ მამაკაცს ცოტაოდენი თავისუფლება და გამუდმებით ნუ დაუსვამთ მას შეკითხვებს: “სად იყავი დღეს?”, “რას აკეთები?” და ა.შ. უბრალოდ კითხეთ, თუ როგორ ჩაიარა მისმა დღემ.