ზიგმუნდ ფროიდი ცნობილია როგორც ფსიქოანალიზის დამფუძნებელი, რამაც უდიდესი გავლენა იქონია ფსიქოლოგიაზე, მედიცინაზე, სოციოლოგიაზე, ანთროპოლოგიაზე, XX საუკუნის ლიტერატურასა და ხელოვნებაზე. ფროიდის ხედვები ადამიანის ბუნებაზე იყო ნოვატორული იმ დროისთვის და სიცოცხლის ბოლომდე მკვლევარი სამეცნიერო სფეროში მუდმივ რეზონანს იწვევდა. მეცნიერის თეორიების მიმართ ინტერესი დღესაც არ ცხრება.
ჩვენ ამოვკრიბეთ ზიგმუნდ ფროიდის 20 ლაკონიური და საინტერესო ციტატა, რომლებიც ბევრ რამეს გვეტყვიან საკუთარ თავზეც კი:
1.ჩვენ ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ… ჩვენ მხოლოდ მათ ვხვდებით, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში.
2.საუბედუროდ, ჩახშობილი ემოციები არ კვდება. მათ აიძულეს გაჩუმება და ისინი შიგნიდან აგრძელებენ ადამიანზე ზემოქმედებას.
3.ბევრის მოყვარული – იცნობს ქალებს, ერთის – შეიგრძნობს სიყვარულს.
4.შენ არ შეეშვები ძალების ძიებას გარეთ, სინამდვილეში კი შიგნით უნდა ეძებო. ისინი ყოველთვის იქ იყვნენ.
5.ბევრ ადამიანს სინამდვილეში არ უნდა თავისუფლება, რადგან ის სთავაზობს პასუხისმგებლობას, რომლის შიშიც ადამიანების უმრავლესობას აქვს.
6.დაკავებულ ადამიანს იშვიათად სტუმრობენ უსაქმურები — მდუღარე ქვაბს ბუზები არ ეკარებიან.
7.შუასაუკუნეებში ალბათ მე დამწვავდნენ, ახლა მხოლოდ ჩემს წიგნებს წვავენ.
8.სამსახური და სიყვარული — ეს არის თქვენი ადამიანურობის ქვაკუთხედები.
9.სიძულვილი დამანგრეველია.
10.ჩვენ ყოველთვის არ ვართ იმ შეცდომებისგან დაზღვევული, რომელთა გამოც სხვებს დავცინით.
11.არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე ავადმყოფობა და მისი იგნორირება.
12.მასა არასოდეს განიცდიდა ჭეშმარიტების წყურვილს. ისინი მოითხოვენ ილუზიებს, რომელთა გარეშე მათ ცხოვრება არ შეუძლიათ.
13.არაფერი ისე ძვირი არ ჯდება ცხოვრებაში, როგორც ავადმყოფობა და სისულელე.
14.პირველი ადამიანი, რომელმაც ქვის ნაცვლად ლანძღვა ისროლა, იყო ცივილიზაციის შემოქმედი.
15.სისულელის პირველი ნიშანი არის სირცხვილის სრული არქონა.
16.სიზმარი — ეს არის სამეფო გზა ქვეცნობიერში.
17.ყველა ადამიანს აქვს სურვილი, რომელსაც ის სხვებს არ უმხელს, და სურვილი, რომელსაც საკუთარ თავსაც კი არ უმხელს.
18.ადამიანისთვის დამახასიათებელია ყველაზე მაღლა დააყენოს და დააფასოს ის, რისი მიღწევაც არ შეუძლია.
19.ერთად-ერთი ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი უნდა შეადაროთ, ეს თავად თქვენ ხართ, ოღონდ წარსულში, და ერთად-ერთი ადამიანი, რომელსაც
უნდა აჯობოთ – ეს თქვენ ხართ ახლა.
20.ადამიანი არაფერზე არ ამბობს უარს – არასოდეს. ის უბრალოდ ერთ სიამონებას ცვლის მეორეთი.