როგორ მოვემზადოთ სასიამოვნო ცვლილებებისთვის შემოდგომის ბოლოს.

896

ამბობენ, რომ შემოდგომა მძიმე პერიოდია, თუმცა ასტროლოგები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან და მას ძალების და დამსახურებული ჯილდოს მიღების დროდ მიიჩნევენ. ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში მძიმე პერიოდი არა ერთი თვე გრძელდება. ასტროლოგები გპირდებიან, რომ ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნისთვის შავი დღეები დასრულდება.

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ შემოდგომაზე ასტროლოგები რომელ ზოდიაქოს ნიშნებს პირდებიან ხელსაყრელ პროგნოზს.

2019 წლის შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი

ზოგჯერ რუტინა, მოვალეობები და მსგავსი ჭაობი იმდენად გვითრევს, რომ გვგონია მისგან ვერასდროს ამოვალთ. გარემოება თითქოს თქვენს საწინააღმდეგოდ იქმნება და ყველაფერი ხელიდან გივარდებათ. ასეთი პერიოდი ზოგჯერ წლები გრძელდება. ნაცნობი სიტუაციაა? ვფიქრობ, ყველასთვის ნაცნობია. იმედის დაკარგვა არ ღირს, რადგან მალე ყველაფერი შეიცვლება.

ასტროლოგები გვპირდებიან, რომ შემოდგომა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ხელსაყრელი იქნება, ბევრი ადამიანი წარსულ პრობლემებს მოიშორებს და ცხოვრებას ახალი ფურცლიდან დაიწყებს. განსაკუთრებით იღბლიანი 4 ზოდიაქოს ნიშანი იქნება.

იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

1. მორიელი

პირველი იღბლიანი მორიელი იქნება. ყველაფერი ერთ მომენტში არ მოხდება, არამედ მოვლენები ნელ-ნელა განვითარდება. ცვლილებები მცირედით დაიწყება და შემოდგომის ბოლოს უკვე ცხოვრებისეულ სიხარულად გარდაიქმნება. უკვე დიდი ხანია ყველა დაბრკოლებას მამაცურად ებრძოდით, მაგრამ ახლა მოდუნებას შეძლებთ.

ზოგიერთ რამეს უბრალოდ ისე მიიღებთ. ამისთვის მთების გადადგმა არ მოგიწევთ. ხანგრძლივი სირთულეების შემდეგ ამის დაჯერება რთულია, მაგრამ მალე ყველაფერი მოხდება. თქვენი შრომისთვის სათანადო ჯილდოს მიიღებთ. ცოტა ძალისხმევა და სასწაული მოხდება!

2. ვერძი

ვერძის ცხოვრებაში, რომელმაც ამ ბოლო წელს ბედისგან უამრავი დარტყმა მიიღო, ნათელი დღეები დადგება. თქვენ ყველაფერს მამაცურად გაუმკლავდით, ახლა კი დასვენების და განტვირთვის დრო მოვიდა. გლობალური ცვლილებები ახლო დეკემბერში მოხდება, მანამდე კი დაისვენეთ. საკუთარ თავსა და ცხოვრებაში წესრიგი უნდა დაამყაროთ.

შემოდგომა – თქვენი ბედნიერების და ჰარმონიის დასაწყისია. ამ გზას გაჰყევით, რომელიც ცხოვრებაში სიხარულს მოგიტანთ. ბევრი ოცნება შემოდგომის ბოლოს ასრულებას დაიწყებს. მხოლოდ ყველა შანსის დაჭერა მოასწარით!

3. კირჩხიბი

კირჩხიბი პრობლემების მოშორების შესაძლებლობას მიიღებს, თითქოსდა თქვენი მხრებიდან მძიმე ტვირთის მოშორებას შეძლებთ. თუმცა ლოდინი მოგიწევთ, რომ ცხოვრებაში ყველაზე თამამი გეგმის და ოცნების განხორციელება შეძლოთ. შემოდგომა სიმსუბუქის, სიხარულის, ურთიერთობის და დასვენების დროა. ეს დრო საკუთარ თავს, ოჯახს და მეგობრებს დაუთმეთ. გული სიხარულით გაავსეთ!

თითქოსდა არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება, მაგრამ თითოეული დღე შთაგონებით იქნება სავსე. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ხალხი, რომლებიც დროდადრო სასურველის მიღწევაში დაგეხმარებიან. ძალები აღადგინეთ და თავბრუდამხვევი ცვლილებებისთვის მოემზადეთ!

4. კურო

კურო ამ შავი წრიდან თავის დასაღწევად წარმოუდგენელ შესაძლებლობას მიიღებს. თქვენზე ბევრი რამ დამოკიდებული არ იქნება, უბრალოდ ბედმა გადაწყვიტა, რომ დროა დარდს მოეშვათ, შემოქმედებას ხელი მოკიდოთ და ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღოთ. ცვლილებები სწრაფად მოხდება და ცოტა თავბრუს დაგახვევთ, მაგრამ მათგან ბევრ სიხარულს მიიღებთ. შემოდგომა წარმატების და ახალი მწვერვალების დაპყრობის დროა.

საკუთარი თავის და ძალების ირწმუნეთ და ორმაგად მეტს მიიღებთ. არა დაუყონებლივ, მაგრამ ძალიან მალე. უფრო მეტი თავდაჯერებულობა და შეუპოვრობა გამოიჩინეთ!

ამ შემოდგომაზე ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს შეიძლება სასიამოვნო ცვლილებების იმედი ჰქონდეს. შემოდგომა ხომ არის დრო, როცა ყველაზე თამამი ოცნებები შეგიძლიათ აიხდინოთ. თქვენ იღბლიანებს შორის ხართ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს