მეეზოვემ იპოვა ლეკვი სანაგვე ყუთში. მისი ისტორია ნამდვილად გულისამაჩუყებელია…

522

ნათან ბინი გახლავთ მეეზოვე, რომელმაც ერთ დღეს თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სანაგვეში ოთხფეხა მეგობარი აღმოაჩინა, რომელიც სიგამხდრისგან ძვალი და ტყავი დარჩენილიყო და მთლიანად კანკალებდა. მეეზოვემ დაუფიქრებლად გადაწყვიტა ძაღლის დახმარება და გაუზიარა საჭმელი, რომელიც თან ჰქონდა.

ლეკვს ძალიან გაუმართლა, რომ ნათანმა გახსნა სანაგვე ყუთი. “ნამდვილად არ ვიცი, თუ რატომ ჩავიხედე შიგნით, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ასე მოვიქეცი”. ცხოველების დამცველთა ადგილობრივი ორგანიზაცია დაუყონებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე ლეკვის წასაყვანად. როგორც ჩანს იგი გამოიქცა სახლიდან პატრონის მხრიდან საშინელო მოქცევის გამო. ლევი იყო 10 თვის და იწონიდა 7 კილოგრამს, როდესაც საშუალო, ნორმალური წონა ამ ასაკისთვის 22 კილოგრამია.

დღეს-დღეობით ძაღლს კვებავენ სპეციალური საკვებით, რომელიც მას მალე გამოჯანმრთელებაში ეხმარება და დღითიდღე მისი მდგომარეობა უკეთესი ხდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს