როგორ დავეხმაროთ გაჯეტებით ან კომპიუტერთან ჯდომით დაღლილ თვალებს.

28

თვალების დასვენება ციფრულ სამყაროში – დღეს, როდესაც ცისფერი ეკრანი თითქმის ყოველ ნაბიჯზე გვხვდება, თვალების დაღლა გახდა თანამედროვე ადამიანისთვის ნაცნობი პრობლემა. კომპიუტერები, სმარტფონები და სხვა გაჯეტები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, თუმცა მათთან ხანგრძლივმა მუშაობამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ჩვენს მხედველობას. თვალების გადაღლა იწვევს სიმშრალეს, წვას, ბუნდოვან მხედველობას და თავის ტკივილს.

საბედნიეროდ, არსებობს მარტივი და ეფექტური ვარჯიშები, რომლებიც დაგეხმარებათ თვალების დასვენებაში და დაძაბულობის მოხსნაში. ამ სტატიაში წარმოდგენილი ვარჯიშები დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თვალების ჯანმრთელობა და გააუმჯობესოთ მხედველობა.

მოდით ერთად გავიგოთ, თუ როგორ შეგვიძლია დავაისვენოთ თვალები და შევინარჩუნოთ მხედველობის სიმახვილე ციფრულ ეპოქაში.

თვალი (ლათინურად oculus) მხედველობის სისტემის პერიფერიული ორგანოა და მოთავსებულია თვალბუდეში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა და მოვლა ჩვენი კეთილდღეობისათვის, რადგანაც მხედველობაზეა დამოკიდებული მთელი ჩვენი აწმყო თუ მომავალი. თუმცაღა დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც ფართოა ტექნიკა განვითარების თვალსაზრისით, რაც ასევე ხელს უწყობს ჩვენს კომფორტულ ცხოვრებას, რაშიც მოიაზრება მობილური ტელეფონები და კომპიუტერი, რომლებზეც მიჯაჭვულობასაც განვიცდით, მეორე მხრივ ვნებს ჩვენსავე ასე აუცილებელ ჯანმრთელობას. ძალიან მალე გარბის დრო კომპიუტერის მოხმარებისას და 5 საათი შეიძლება ერთ საათად მოგვეჩვენოს და ასე ხანგრძლივი სახის ფონზე კი ვიტვირთავ უარყოფითად თავს, სადაც მთავარ როლს თვალების გადაღლა თამაშობს. ამიტომაც გადავწყვიტე შემოგთავაზოთ პატარა ვარჯიში, რომელიც თქვენს გადაღლილ თვალებს განტვირთვაში არსებითად დაეხმარება.

1) ღრმად ჩაისუნთქეთ, მჭიდროდ დახუჭეთ თვალები და რაც შეიძლება დაჭიმეთ სახე და კისერი, სუნთქვა კი 2-3 წამით შეიკავეთ. ამის შემდეგ ამოისუნთქეთ ასევე ღრმად უკვე გახელილი თვალების ფონზე და მოეშვით მაქსიმალურად. მსგავსი გაიმეორეთ 5-ჯერ ზედიზედ.

2) დახუჭეთ თვალები და წარბების ზემოდან წრიულად დაიმასაჟეთ მთელს ირგვლივ.

3) დახუჭეთ თვალები, მოადუნეთ წარბებიც და დახუჭულ მდგომარეობაში გაიხედეთ მარცხნიდან-მარჯვნივ, შემდეგ მარჯვნიდან-მარცხნივ. მსგავსი გაიმეორეთ 10-ჯერ.

4) გაახილეთ თვალები, საჩვენებელი თითი დაიჭირეთ თვალის პირდაპირ 25-30 სმ-ით მოშორებით. ჯერ ორივე თვალით უყურეთ თითის წვერს 3-5 წამის განმავლობაში. დახუჭეთ ერთი თვალი და უყურეთ 3-5 წამით ცალი თვალით, გაახლიეთ და გახელილი თვალებით უყურეთ, შემდეგ კი მეორე თვალი დახუჭეთ და ასევე 3-5 წამის განმავლობაში შეხედეთ თითის წვერს. მსგავსი გაიმეორეთ 10-ჯერ.

5) დაიდგით ბოთლი (უმჯობესია ესხას შიგნით რაიმე), საჩვენებელი თითები დააჭირეთ თავზე სწრაფად 10-ჯერ, შემდეგ დახუჭეთ თვალები და 2-3 ჯერ ღრმად ამოისუნთქეთ. მსგავსი გაიმეორეთ 3-5 ჯერ.

P.S. ნუ დაზარდებით ამ 10 წუთიან მასაჟს, რომელიც დაეხმარება თქვენს თვალებს მოხსნას დაძაბულობა. გისურვებთ ჯანმრთელობას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს