
შემადგენლობა:
- ღორის ხორცი – 1 კგ (ან ცხვრისხორცი)
 - ხახვი – 5 თავი
 - კვერცხი – 1 ცალი
 - მწვანილი – გემოვნებით
 - პილპილი – გემოვნებით
 - მარილი – გემოვნებით
 
მომზადება:
- ღორის ან ცხვრის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად და გავატაროთ ხორცის მანქანაში. მანდვე გავატაროთ ხახვი. ხორცის ფარშს შევურიოთ: პილპილი, მარილი,ოხრახუში, ქინძი, ქონდარი. დავამატოთ თბილი წყალი (დაახლოებით 1 ჭიქა).
 - ცომი უნდა მოვზილოთ მაგარი. ნახევარ ლიტრ წყალში ჩავყაროთ მარილი, დავამატოთ კვერცხი და ფქვილი. კარგად მოვზილოთ, დავაბრტყელოთ.
 - ჭიქით გამოვჭრათ რგოლები და ისინიც გავაბრტყელოთ.
 - თითოეულ ცომზე დავაწყოთ 1 ს/კ ხორცი, შემოვუკეცოთ ნაპირები, რაც შეიძლება წვრილი ნაოჭებით.
 - ხინკლები ჩავყაროთ ადუღებულ მარილიან წყალში.
 - როცა ყველა ხინკალი ამოტივტივდება, ვადუღოთ კიდევ 5 წუთი. ამოვაწყოთ ხინკლები თეფშზე, ისე რომ არ დაიხას. მოვაყაროთ პილპილი.
 
გემრიელად მიირთვით!
            

