აი როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები რთულ სიტუაციაში.

270

ვერძი გადაჭრის ნებისმიერ პრობლემას, თან ეგრევე. ყველაფერს გააკეთებს თვითონ, ამაყად და ჩუმად.

კურო გადაწყვეტს პრობლემას, მერე ყველას მოუყვება. აბსოლიტურად ყველას, ლამის გაზეთში გამოაქვეყნებს, რომ ყველამ გაიგოს.

ტყუპები გაუზიარებს სხვებს თავის პრობლემებს… შეეცდება ვერძს “გადაუფორმოს” ეს პრობლემები, მაგრამ თუ ვერძი წინააღმდეგი იქნება, მაშინ მიადგებამშვილდოსანს.

კირჩხიბი დაიწყებს ტირილს და აწუხებს ყველას, ამიტომ შეწუხებული ზოდიაქოს ნიშნებიდან რომელიმე საკუთარ თავზე აიღებს პრობლემას, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, მაშინ კირჩხიბი მშვენივრად გაართმევს თავს ყველაფერს.

ლომი შეკრებს ყველას, შემდეგ თვითონ გაუმკლავდება პრობლემას, თავს დაუკრავს “მაყურებელს”, მიიღებს ყვავილებს, გასცეს ავტოგრაფებს და გრაციოზულად წავა.

ქალწული განაწყენდება, მით უმეტეს მაშინ, თუ ის ამ პრობლემას არ გეგმავდა. იფიქრებს, იპოვის გადაწყვეტილებას, გადაწყვეტს და გამოიტანს დასკვნებს.

სასწორი აწონის პრობლემას. კიდევ ერთხელ … მივლენ დასკვნამდე, რომ მათთვის ძალიან ბევრია, ამიტომ უწილადებენ ვინმე ისეთს, როგორიცაა ლომი ან ვერძი. იმ შემთხვევაში, თუ შეეცდებიან პრობლემა ქალწულებს გადაუნაწილონ, მტკიცე უარს მიიღებენ, მათ ხომ ყველაფერი განრიგის მიხედვით აქვთ?!

მორიელი დაფიქრდება პრობლემის სიღრმეზე, გაეცინება და უცებ გადაწყვეტს.

მშვილდოსანი მოიწყენს, მერე გამხიარულდება, მერე დიდხანს იცინებს საკუთარ თავზე, ამ პრობლემაზე და გაიხსენებს, რომ უფრო სერიოზული პრობლემებიც ჰქონდა. მერე მოუყვება ყველას და დაივიწყებს. თუ პრობლემა თავისით არ მოგვარდება, მაშინ სხვას მოუწევს მისი მოგვარება, მაგალითად მის გვერდით მყოფ ლომს.

თხის რქა ეგრევე უარს იტყვის პრობლემაზე, განაცხადებს რომ მას არ სჭირდება პრობლემები! ხშირ შემთხვევაში ეს მეთოდი ამართლებს, მაგრამ თუ არ გაამართლა, მოუწევს პრობლემის თავიდან მოშორება, მაგრამ აუცილებლად სხვის ხარჯზე.

მერწყული სიხარულით დაიწყებს პრობლემის არსის შესწავლას. შემდეგ დაწერს წიგნს. თუ ასეთი პრობლემა მას მანამდეც ჰქონდა, მოიწყენს და მოძებნის ტყუპებს. ამით პრობლემა არ გაქრება, მაგრამ სხვასთან ერთად პრობლემის გადაჭრა, უფრო სახალისოა.

თევზები კირჩხიბებისგან განსხვავებით ჩუმად ტირიან, ამიტომ მათ მუდმივი პრობლემები აქვთ, რომელსაც თავადვე წყვეტენ. მას არავინ ეხმარება, თუმცა არც არავისგან ელის დახმარებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს