ეს მეთოდი, რომელიც ძალიან პოპულარულია ევროპასა და ამერიკაში, კიდევ ერთხელ გააჟღერა ბოლოდროინდელმა ამბავმა – ოჯახში, სადაც ორი საუკუნე არ გაჩენილა გოგონა, სწორედ ამ მეთოდის მიხედვით დაგეგმეს სქესი და გოგონა გააჩინეს (იხილეთ სტატია).
მეთოდის შემქმნელი ექიმი ლანდრუმ შეტლსია, ამ საშუალებასაც ასე ჰქვია – შეტლსის მეთოდი.
მეთოდი ძირითადად ეყრდნობა ქალის სასქესო გზებში მამაკაცისა და ქალის სპერმატოზოიდების სიცოცხლის ხანგრძლივობის ვადებს, ანუ X და Y ქრომოსომების, რომლებიც ბავშვის სქესზეა პასუხისმგებელი.
შეტლსის რეკომენდაციები:
თუ გოგონას დაგეგმვა სურს, სქესობრივი ურთიერთობის დროს ქალმა ორგაზმი უნდა შეიკავოს. ანუ შეტლსის მიხედვით, შედარებით “მშვიდი” სქესობრივი აქტის დროს (განსაკუთრებით, ქალის მხრიდან), გოგონა იბადება. ქალის ორგაზმი ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის გარემოს შეცვლას, რაც უფრო Y ქრომოსომებისთვის ქმნის დადებით გარემოს, ანუ ბიჭის დასაგეგმად. ამიტომაც ხშირად ისე ხდება, რომ აქტიურ ქალებს მეტად ვაჟები ჰყავთ, აქტიურ მამაკაცებს – გოგონები.
რეკომენდებული პოზები ბავშვის სქესის დასაგეგმად – ტრადიციული პოზა გოგონას დაგეგმვას უწყობს ხელს, ე.წ. დოგსტაილი (მამაკაცი უკნიდან) – ბიჭის.
ასევე ხანგრძლივი დროით თავის შეკავება სქესობრივ ურთიერთობაზე და შემდეგ დამყარებული კავშირი ხელს უწყობს მამაკაცის სპერმატოზოიდების რიცხვის ზრდას. ყველაზე მთავარი კი, შეტლსის მეთოდის მიხედვით, ოვულაციის ვადის განსაზღვრაა. როგორც წესი, ოვულაციის დრო მენსტრუალური ციკლის შუალედს ემთხვევა. მაგალითად, თუ ციკლიდან ციკლამდე პერიოდი 28 დღეა, ოვულაცია მე-14 დღეს ემთხვევა. თუმცა ამ დღის ცვლილება ხშირად ხდება, ქალის ორგანიზმის ცვლილებებთან ერთად. არსებობს სპეციალური ტესტები, რომლებიც ოვულაციის დადგენაში დაგეხმარებათ.
ოვულაციამდე დღეებში სქესობრივი ურთიერთობა მეტ გარანტიას იძლევა, რომ გოგონა გაჩნდება. ხოლო ოვულაციის დღეს, ან ოვულაციამდე ერთი-ორი დღით ადრე სქესობრივი ურთიერთობა ბიჭის გაჩენის მეტ შანსს იძლევა.
მარტივად რომ ითქვას, თუ აქტი შედგება ოვულაციის დღესთან ახლოს, მამაკაცის სპერმატოზოიდი უფრო სწრაფად მივა კვერცხუჯრედამდე, შედეგად, განვითარდება მამრობითი სქესის ემბრიონი. ხოლო თუ ოვულაციამდე რამდენიმე დღით ადრე მოხვდება ქალის რეპროდუქტიულ სისტემაში, მამაკაცის სპერმატოზოიდებს ქალისა გადააჭარბებს და ემბრიონი მდედრობითი სქესის იქნება.
რასაკვირველია, ასპროცენტიანი არაფერია და ბევრი მეცნიერის თვალსაზრისით, ამგვარი დაგეგმვაც საფუძველს არის მოკლებული. თუმცა ამ მეთოდს ევროპაში ბევრი იყენებს.