9 წარმოუდგენელი სიმართლე თქვენს სიყვარულზე, რომელსაც ძილის პოზები ააშკარავებს

157

ფსიქოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ წყვილების ძილის პოზას ბევრი რამის თქმა შეუძლია მათი ურთიერთობის შესახებ. ასეთი წვრილმანებით ურთიერთობის გრძნობებზე და ეტაპზე შეგვიძლია ვისაუბროთ. როცა ვიძინებთ, სხეული „ლაპარაკს“ აგრძელებს. ამიტომ, ღამით გადაადგილების და მოძრაობის მიხედვით შეგვიძლია განვსაზღვროთ, მიისწრაფვით თუ არა პარტნიორთან სიახლოვისკენ. იქნებ, მეტი დამოუკიდებლობა გინდა ან ბოლომდე ენდობი. ამ ყველაფერზე თქვენი ძილის პოზა გეტყვით. „პაპარაცი“ გიამბობთ ძილის 9 პოზაზე და რას ამბობენ ისინი თქვენს წყვილზე.

ძილის პოზები წყვილებისთვის

თითოეული ურთიერთობა გადის სხვადასხვა ფაზას და ეს აისახება თქვენი ძილის პოზაზე. შევხედოთ, რას შეიძლება ნიშნავდეს.

საწოლის კიდეზე

თქვენ და თქვენს პარტნიორს გძინავთ საწოლის მოპირდაპირე კიდეებთან, ხშირად სახით კედლისკენ. ერთ–ერთი თქვენგანი საწოლის კიდეს შეიძლება ჩაეჭიდოს ან ერთი ფერი გადაკიდოს. თუ ეს იშვიათად ხდება, გამოდის, უბრალოდ კარგად გამოძინება გჭირდებათ. თუ მუდმივი მდგომარეობაა, თქვენს ურთიერთობაში რაღაც რიგზე არ არის. ლაპარაკი გჭირდებათ. დაფიქრდით, რა გაქვთ განსახილველი პარტნიორთან.

დისტანციაზე

გძინავთ სხეულების შეხების გარეშე, ორივეს საკუთარი სივრცე გჭირდებათ. ერთ–ერთი პარტნიორი ირჩევს კომფორტს და სიახლოვეს, მეორეს სივრცე სჭირდება. როგორც ამბობენ, საპირისპიროები ერთმანეთს იზიდავენ. როგორც ჩანს, თქვენს წყვილში ყველაფერი ჰარმონიულია. კარგად გესმით, რა მოგწონთ. თქვენთვის ერთმანეთის კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანია.

მის იღლიას ეხუტებით

ორივე ზურგზე წევხართ და თავით მის იღლიას ეხუტებით. გავრცელებული ძილის პოზაა, რომელიც მიუთითებს კაცის დომინირებაზე და ქალის მიჯაჭვულობაზე. ამაში არაფერია ცუდი, მაგრამ უნდა დაფიქრდეთ, გაწყობთ თუ არა ასეთი წყობა.

პირისპირ, კონტაქტის გარეშე

ერთმანეთის პირისპირ წევხართ, მაგრამ სხეულების მნიშვნელოვანი კონტაქტის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ურთიერთობა საწყის სტადიაზე იმყოფება. ასეთ წყვილებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ სათქმელი ერთმანეთისთვის და აფასებენ პარტნიორის შეხედულებას. დააფასეთ ეს ჰარმონია.

სასიყვარულო კვანძი

ერთმანეთის პირისპირ წევხართ, თქვენი ფეხები კი გადახლართულია. ეს კვანძი სასწაულებრივად იხსნება ღრმა ძილის დროს. ასეთი პოზა ამბობს თანაბარუფლებიან ურთიერთობაზე და ფარულ ეროტიკულ დაძაბულობაზე. ალბათ, ძალიან ძლიერი წყვილის მტკიცებულებაა, რომელსაც ჰარმონიული ურთიერთობა აქვს.

მთლიანად ჩახუტებული ჰყავხართ

თქვენ შეგიძლიათ სრულად დაიკმაყოფილოთ ჩახუტების მოთხოვნილება, ის კი ავლენს თავის დაცვის ინსტინქტს და თბილად გათბობთ. ძილის ყველა პოზა არ იძლევა ურთიერთმხარდაჭერის ისეთ სიგნალს, როგორც ეს. მასში ბევრი სიყვარული და ზრუნვაა.

თქვენ ეხუტებით

მამაკაცი ავლენს თავის ნაზ მხარეს და სურს, რომ მასზე იზრუნონ. თქვენ სიხარულით იღებთ როლების ამ ცვლილებას და აჩვენებთ, რომ თანამედროვე ქალი ხართ. ეს მშვენიერია. ყველას გვჭირდება მხარდაჭერა.

ზურგით ზურგისკენ

კლასიკური პოზა ძილისთვის. როგორც წესი, ასე სძინავთ წყვილებს, რომელთაც უყვართ სიახლოვე და კონტაქტი, მაგრამ აფასებენ პირად სივრცეს. ამ პოზაში ჰარმონია და კომფორტი სუფევს. ის კომფორტული და ამავდროულად ინტიმურია.

ჰოლივუდის ჩახუტება

მამაკაცი ზურგზე წევს, თქვენ კი კატასავით ეხუტებით, თავს გულმკერდზე ადებთ. ფეხები გადახლართულია. ასეთი პოზა ახალ შეყვარებულებს ახასიათებთ. ძალიან ლამაზად გამოიყურება, განსაკუთრებით ფილმებში, მაგრამ დიდხანს ასე წოლა რთული და არასასიამოვნოა.

ძილის პოზები წყვილებისთვის

ურთიერთობის უკეთ გასარკვევად, ყურადღება მიაქციეთ, როგორ იძინებთ და როგორ იცვლება პოზა ძილში. შესაძლოა, ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, როდის გჭირდებათ ურთიერთობაზე მუშაობა და როდის მიდის ყველაფერი კარგად. რა თქმა უნდა, ძილის პოზები უცვლელ ჭეშმარიტებად არ უნდა მიიღოთ. ხანდახან ეს უბრალოდ კომფორტული პოზის ძიებაა კომფორტულად დაძინებისთვის. თუმცა ვინ იცის, იქნებ, თქვენ დაგეხმაროთ ურთიერთობის დალაგებაში. წარმატებები!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს