მუცელში მოფარფატე პეპლები არაა ერთადერთი გზა, რითაც თქვენი სხეული რეაგირებს, როცა შეყვარებული ხართ. ამბობენ, რომ როცა გიყვარდება, ამას მაშინვე ხვდებიო, მაგრამ ერთი რამ აშკარა: თქვენმა სხეულმა ზუსტად იცის, როცა ვინმეთი ხართ „დაავადებული“.
გამოკვლევებმა და ექსპერიმენტმა გამოავლინა სხეულის 10 საოცარი და სასაცილო თვისება, რითაც ორგანიზმი სიყვარულის დროს რეაგირებს:
1. თქვენი ტვინის მოქმედება მყისიერად იცვლება
სიყვარულს თქვენი ტვინის 10 სხვადასხვა სფერო ერთდროულად მოჰყავს მოქმედებაში. მეხუთე წამზე თქვენ უკვე იცით, რომ გიყვართ. აქედან გამომდინარე, ერთი ნახვით შეყვარების მითიც კი შესაძლებელია.
2. გული თითქმის გიჩერდებათ
შეყვარებული ყოფნა გავლენას ახდენს თქვენი ჰორმონების დონეზე, ამცირებს სისხლის წნევას და გულის რითმს.
3. გაქვთ ძილის პრობლემა
სიყვარული თქვენი ძილის და მოსვენების დროს 2-3 საათით მაინც ამცირებს. ამის მიზეზი კი თქვენს სანატრელ ობიექტზე ფიქრებია.
4. ტკივილი გიმსუბუქდებათ
როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, სიყვარული ააქტიურებს ზუსტად იგივე ნევროლოგიურ რეცეპტორებს, რასაც ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.
5. გულმავიწყი ხდებით
როცა ვინმე შეგიპყრობთ, თქვენი ტვინი სხვა ჰორმონებთან ერთად გამოიმუშავებს ოქსიტოცინს (მოიაზრება, როგორც სიყვარულის ჰორმონი), რომელიც ასუსტებს თქვენს მეხსიერებას. ამიტომაც ხართ ხოლმე ბოლო დროს ასეთი გულმავიწყი.
6. ხდებით ეჭვიანი
სიყვარული ადამიანს ზედმეტად მზრუნველს ხდის თავისი სასურველი ობიექტის მიმართ. მისი სხვასთან უბრალო საუბრის დროსაც კი საშინელი ეჭვები ტანჯავს.
7. ყველაფერი ტკბილი და გემრიელი გეჩვენებათ
ამ საკითხის დასაზუსტებლად შეყვარებული სტუდენტები გამოსცადეს. სხვადასხვა ტიპის კერძის გასინჯვის შემდეგ უმრავლესობამ აღიარა, რომ ყველა კერძს მოტკბო არომატი დაჰკრავდა.
8. ვერ ახერხებთ კონცენტრირებას
გამუდმებით საყვარელ ადამიანზე ფიქრი ხელს გიშლით ყურადღება გაამახვილოთ და ამა თუ იმ საქმეზე ფოკუსირება მოახდინოთ. ეს ერთეულებს არ ემართებათ.
9. თქვენი ხმა მაღალ ტემბრზე გადადის
ხმის ტემბრიც კი ეცვლებათ თურმე, როცა საყვარელ ადამიანს ესაუბრებიან.
10. ძვლები უფრო მაგარი ხდება.
და ბოლოს, მეცნიერება ასევე დაამტკიცეს ბედნიერი შეყვარებული წყვილების და მათი უფრო მაგარი ძვლოვანი სისტემის ურთიერთკავშირი.