როგორ მოვამზადოთ მარილის სკრაბი: 3 მარტივი შინაურული სკრაბი სხეულისთვის

725

სხეულისთვის სახლში მომზადებულ სკრაბზე უკეთესი არაფერია. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ძვირადღირებული, კოსმეტიკური ექსფოლიატორებით (ამაში ცუდი არაფერია) თავი გაინებივროთ, მაგრამ საკუთარი ხელით მომზადებული „საშუალების“ წასმა რაღაცნაირად სასიამოვნოა. განსაკუთრებით, თუ ეფექტურიც არის. მარილის სკრაბები სწორედ ასეთი საშუალებებია. როგორ მოვამზადოთ მარილის სკრაბი? „პაპარაცი“ სხეულისთვის მარილის სკრაბის 3 მარტივ, მაგრამ შესანიშნავ რეცეპტს გთავაზობთ.

მარილის სკრაბი ჟოჟობას ზეთით

ინგრედიენტები:

  • ზღვის მარილი
  • ჟოჟობას ზეთი
  • 3-5 წვეთი ლავანდას ეთერზეთი
  • 1 ლიმონის ცედრა

ეს საბაზისო მარილის სკრაბი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს, მას უფრო რბილს, გლუვს და ლამაზს ხდის.

როგორ გავაკეთოთ: ყველა ინგრედიენტი სქელი პასტის მიღებამდე აურიეთ. თუ საჭიროა უფრო მეტი ზეთი ან მარილი დაუმატეთ. სკრაბი საკმაოდ სქელი უნდა იყოს, რომ სხეულზე წასმა კომფორტული იყოს. თუ რძის მასა მოგწონთ, უფრო მეტი ზეთი თამამად დაუმატეთ.

სხეულის სკრაბი ზღვის მარილით და შაქრით

ინგრედიენტები:

  • ზღვის მარილი
  • ყავისფერი შაქარი
  • ქოქოსის ზეთი
  • 3-5 წვეთი გრეიფრუტის ეთერზეთი

როგორ გავაკეთოთ: ყველა ინგრედიენტი აურიეთ ისეთი მასის მიღებამდე, რომლის გამოყენებაც შხაპის მიღების დროს კომფორტული იქნება. გრეიფრუტის ზეთს ანტიცელულიტური თვისება აქვს, ამიტომ შხაპის შემდეგ ზეთი შეგიძლიათ სხეულზე, განსაკუთრებით თეძოებზე დაიტოვოთ.

ლავანდა-მარილის სკრაბი სხეულისთვის

ინგრედიენტები:

  • ზღვის მარილი
  • ნუშის ზეთი
  • 4 წვეთი ლავანდის ზეთი
  • ლავანდის მშრალი ყვავილები

როგორ გავაკეთოთ: ყველა ინგრედიენტი აურიეთ და სხეულზე შხაპის მიღების დროს წაისვით. კანის ზედაპირი კარგად დაიმუშავეთ. ფრთხილად იყავით, ეს საშუალება ზღვას გაგახსენებთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს