2 ნიშანი, რომლითაც შეუცდომლად შეძლებთ ჯადოქრის ამოცნობას

1

ნებისმიერ დროში არსებობდნენ ზებუნებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანები. მათ უწოდებენ ნათელმხილველებს, გრძნეულებს. ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე სიბრძნეს და ცოდნას აგროვებენ. გვიზიარებენ თავიანთ წინასწარმეტყველებებს და გვეხმარებიან ცხოვრების რთული ეტაპების გადალახვაში. მათ შეუძლიათ როგორც დახმარება და განკურნება, ასევე უსიამოვნების და ზიანის მიყენება. გიამბობთ, როგორ იცნოთ ჯადოქარი თანამედროვე სამყაროში და დაიცვათ თავი მისი ნეგატიური გავლენისგან.

ჯადოქრები ყოველთვის იყოფა ორ ტიპად – კეთილი და ბოროტი. კეთილი ან თეთრი ჯადოქარი, როგორც ძველად უწოდებდნენ, ხალხს ეხმარებოდა საშიში დაავადებების განკურნებაში, რთული სიტუაციების მოგვარებაში. ბოროტი, ბნელი ჯადოქარი ხალხს წყევლიდა, უბედურება და უსიამოვნებას უგზავნიდა. ახლა ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში, მაგრამ ზოგიერთი ადამიანის შესაძლებლობები არსად გამქრალა. ხშირად ყურადღებას არც ვაქცევთ ვის და როგორ ვესაუბრებით და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ მოვლენებს ჩვენთვის.

ჯადოქრის მაგია ყოველთვის ყველაზე ძლიერად ითვლებოდა

რამდენიმე საუკუნის წინ არსებობდა ინკვიზიცია, რომელიც ჯადოქრებს ააშკარავებდა და კოცონზე წვავდა. ახლა ასე არავინ აკეთებს, მაგრამ ჯადოქრებმა საკუთარი შესაძლებლობების დამალვა ისწავლეს. როგორც წესი, თეთრი ჯადოქარი არასდროს აჩვენებს ხალხს თავის უნარებს. ცდილობს ასკეტურად იცხოვროს, ბრბოსთან შეხვედრას გაურბის. ძალით არავის სთავაზობს დახმარებას ან არ გამოთქვამს ვარაუდებს რაიმე საკითხზე. მხოლოდ რამდენიმე ძალიან ახლობელ ადამიანს ენდობა.

ბნელი ჯადოქარი ყოველთვის ძალიან მეგობრული და პოზიტიური გვეჩვენება. ადვილად შედის ნებისმიერთან კონტაქტში და რჩევებს იძლევა. ხშირად თავს გვახვევს თავის დახმარებას და ჩვენი გულის მოგებას ცდილობს. ასე ადამიანი სიფხიზლეს კარგავს და ჯადოქარს გულს უშლის. ბნელი ჯადოქარი ადამიანის შიშს და განცდებს ააშკარავებს. ეძებს ხელჩასაჭიდ მომენტს, რომ ადამიანს უსიამოვნება და პრობლემა გაუგზავნოს.

ასეთი ადამიანის გვერდით იგრძნობთ უსიამოვნო შეგრძნებას, დისკომფორტს და შიშს. როგორც წესი, მათ კარგად გრძნობენ პატარა ბავშვები და ცხოველები. ბავშვები ტირილს იწყებენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჯადოქარი უახლოვდება და რაღაცას ეუბნება. მან ბავშვი შეიძლება შეაქოს ან თქვას, თუ რა ლამაზი და ჯანმრთელია. ასეთი შეხვედრიდან მალევე ბავშვი ძალიან ცუდად შეიძლება გახდეს. ძაღლები და კატები ჯადოქრების მიმართ ძალიან აგრესიულები არიან. კნავილს და ყეფას იწყებენ, თუმცა გარეგნულად ადამიანმა მხოლოდ კეთილი სიტყვები შეიძლება უთხრას. სინამდვილეში, ასეთი ჯადოქრის ენერგეტიკული გზავნილი სიკეთისგან შორსაა.

როგორ დავიცვათ თავი ბნელი ჯადოქრობისგან

თუ თქვენს გარემოცვაში ასეთი ადამიანია და მასთან კონტაქტს ვერ წყვეტთ, მაგალითად, სამსახურში, მისგან თავი შორს დაიჭირეთ. მხოლოდ სამუშაო მომენტები განიხილეთ და პირად საქმეებზე არაფერი უამბოთ. ყველა კითხვას ბუნდოვნად უპასუხეთ, თვალით კონტაქტს მოერიდეთ. ასეთ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ სახე ცივი წყლით დაიბანეთ. სახის დაბანისას წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „ყველაფერი, რაც ჯადოქრისგან იყო, წყლით ჩამოვიბანე“. დედებს შეუძლიათ ეს სიტყვები თქვან შვილების დაბანისას ბნელ ჯადოქართან კონტაქტის შემდეგ.

ჩვენს სამყაროში მიმდინარე ზოგიერთი პროცესის გააზრება დაგეხმარებათ დაიცვათ საკუთარი თავი და ახლობლები მათი ნეგატიური შედეგებისგან. ეს პროცესები ხდება იმის მიუხედავად, გვჯერა თუ არა. ამ სამყაროში ყველაფრის ლოგიკურად ახსნა არ შეიძლება. ცოტა ყურადღება დაგეხმარებათ ზოგიერთი სიტუაციები თავიდან აიცილოთ და გაუმკლავდეთ მას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს