11 ჩვევა სამზარეულოში, რომლებზეც სჯობს უარი თქვათ.

268

ქვაბი, ტაფა, თეფში, საჭრელი დაფა და სამზარეულოს სხვა ჭურჭელი სხვადასხვა რეცხვას და გაშრობას საჭიროებს. თუ ყოველთვე ახალი ჭურჭლის შეძენა არ გსურთ, ამ 11 ჩვევაზე უკვე დღეს უარი თქვით.

ტემპერატურის კონტრასტული ცვლილება

როგორც წესი, მინის ჭურჭელი ტემპერატურის კონტრასტულ ცვლილებაზე ცუდად რეაგირებს. მთავარი წესი: ცხელი ჭურჭელი ცივი წყლით არ გარეცხოთ.

ძალიან მაღალი ტემპერატურა

ჭურჭელი აუცილებლობის გარეშე ძალიან არ გააცხელოთ. ასე, გაზის გადასახადის შემცირებასაც შეძლებთ.

სამზარეულოს ჭურჭლის არასწორი გამოყენება

სამზარეულოს დანის, როგორც კონსერვის გასახსნელი დანის გამოყენება არ შეიძლება. პლასტმასის კონტეინერები მხოლოდ პროდუქტების შესანახად გამოიყენება.

მარმარილოს დაფაზე დაჭრა

ის ძალიან ბასრი დანისთვის არ გამოდგება. დანას ან დაფას გააფუჭებთ.

სხვადასხვა ჭურჭლის ერთდროულად გაშრობა

მაგალითად, ხის საჭრელი დაფა სათანადოდ ვერ გაშრება, თუ მის გვერდით სხვა სველი ჭურჭელი იდება. სწორედ ამიტომ, ჭურჭლის სარეცხი მანქანა დროულად დააცარიელეთ.

არასწორი შენახვით გამოწვეული ჭურჭლის სუნი

ჭურჭელი ნათელ ადგილას შეინახეთ. პირსახოცით არ გაამშრალოთ. თუ პირსახოცს იყენებთ, რაც შეიძლება ხშირად გამოცვალეთ.

თუჯის ჭურჭლის ძალიან დიდხანს რეცხვა

თუჯის ტაფა „სუპერ გმირია“, რომელსაც წყლის ეშინია. სწორედ ამიტომ, რაც შეიძლება სწრაფად გარეცხეთ, რომ დამცავი ფენა არ დააზიანოთ.

ხის საჭრელი დაფის „ჩალბობა“

თუ ხის საჭრელ დაფას წყალში დიდხანს დატოვებთ. მასზე ლაქები და ბზარები გაჩნდება.

ჭურჭლის მჟავე ხსნარებით გარეცხვა

წყლისა და ძმრის ნარევი საკმაოდ სერიოზული ჭუჭყის მოსაშორებლად გამოიყენება. ის იმდენად ეფექტურია, რომ შეიძლება ემალი დააზიანოს.

მიწვის საწინააღმდეგო ტაფაზე ნაკაწრები

აი, რამდენიმე ნივთი, რომლებიც მიწვის საწინააღმდეგო ტაფაზე ნაკაწრების გაჩენას იწვევს: რკინის კოვზი, დანა და ჭურჭლის რკინის საფხეკი.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის ხშირი გამოყენება

განსაკუთრებული სიფრთხილე ღვინის ჭიქების მიმართ გამოიჩინეთ, რომლებიც შეიძლება ხშირი რეცხვის დროს დაზიანდნენ. ასევე ხის საჭრელი დაფა, რომელსაც წყალთან კონტაქტი აშინებს.

თქვენ როგორ რეცხვათ ჭურჭელს? ჭურჭლის სარეცხ მანქანას ხშირად იყენებთ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს