თითის ანაბეჭდები იმაზე მეტს ამბობს თქვენ შესახებ, ვიდრე ფიქრობთ – უჩვეულო ტესტი 

11

უხსოვარი დროიდან ადამიანის ბედს ხელზე კითხულობენ. ფალანგების სიგრძის და ხელისგულზე ხაზების მიხედვით ადამიანის ხასიათს და ნიჭს სწავლობენ. ადრე ამ მეცნიერებას ქირომანტები მართავდნენ. ჩვენს დროში მათ შეუერთდნენ გენეტიკოსები, ფსიქოლოგები, ნევროლოგები და დერმატოგლიფები. დღეს ვისაუბრებთ თითის ანაბეჭდებზე. მათი მრუდები ბევრ რამეს ამბობს ადამიანის ქცევაზე, მის ხასიათზე და მენტალიტეტზე. „პაპარაცი“ გთავაზობთ, გაიაროთ ტესტი და გაიგოთ, რა საიდუმლოებებს მალავს თქვენი თითები.

თითის ანაბეჭდები

თითებზე მოხაზულობის დანახვა რთულია, ამიტომ ჯერ უნდა შეღებოთ. ამ მიზნით მელნის ბალიში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ნებისმიერი თითის წვერი ბალიშზე დააჭირეთ ისე, რომ კანი მელნით თანაბრად დაიფაროს. შემდეგ თეთრ ფურცელზე ანაბეჭდი გააკეთეთ.

თუ მელანი არ გაქვთ, ნებისმიერი საღებავი მასალა შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, აკვარელი, ბრილიანტის მწვანე ან ჭარხლის წვენი. შეასრულეთ ეს მარტივი მოქმედება და მოძებნეთ თქვენი თითის ანაბეჭდის გაშიფვრა.

მარყუჟი

მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანები, რომლებმაც ძენს მიაღწიეს, დიდი ალბათობით, თითებზე მარყუჟის მოხაზულობას ატარებენ. ხანდახან გიჭირთ ახალი წამოწყებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა და ადამიანების გაცნობა. თუმცა ხშირად ხალხი თავად ილტვის თქვენი მშვიდი ენერგეტიკისკენ.

დიდი, კეთილი გული გაქვთ და ალტრუიზმისკენ მიდრეკილი ხართ. ტყუილს ვერ იტანთ. ყველაფერს ისე ამბობთ, როგორიც არის. სანდო და პასუხისმგებლობით სავსე ადამიანი ხართ. დაგეგმვა და შექმნა შეგიძლიათ.

ხანდახან, როცა რუტინა გღლით, თქვენში პოეტური სული იღვიძებს. ძლიერი წარმოსახვა გასაქანს პოულობს შემოქმედებაში და საკითხის ორიგინალურად გადაწყვეტაში. გიყვართ ახლის სწავლა, ხშირად იცვლით სამსახურს ან პროექტებს და ყოველი შეძენილი უნარი გახარებთ. მთავარია, მოწყენილობაში არ ჩაიძიროთ!

რკალი  

პრაგმატული, ენერგიული და თავდაჯერებული მამაცები თავიანთ თითებზე რკალებს – ტალღებს აღმოაჩენენ. ასეთი ჯიუტი ხალხი სამყაროს ჯერ არ უნახავს. თუ იდეამ გაგიტაცათ, თითქმის ვერავინ შეძლებს თქვენს გადარწმუნებას. ხანდახან ავლენთ ავტორიტეტულ ჩვევებს: სხვისი აზრის მიღება გიჭირთ. ამავდროულად, თქვენს მეგობრებს და პარტნიორებს ძალიან გაუმართლათ. თქვენი სანდოობის და ერთგულების გადაჭარბებით შეფასება შეუძლებელია.

თავდაჯერებულობა ცხოვრებაში გზას გიკვალავთ, მაგრამ ეს ყოველთვის თქვენს სასარგებლოდ არ თამაშობს. სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ სხვის აზრს იშვიათად ითვალისწინებთ. ამის გამო ხშირად გადანაშაულებენ ამპარტავნებაში და უგულობაში.

იცით, როგორ იმოქმედოთ სწრაფად, თუმცა მკვეთრი ცვლილებები არ მოგწონთ. ღირსეულად დაფასების ღირსი ხართ: მოთმინებით, ნელა, მაგრამ დარწმუნებით ერგებით ცხოვრების ნებისმიერ სიახლეს.

ხვეულა

თუ ქაღალდზე თითის ანაბეჭდზე ხვეულები გამოჩნდა, გაწონასწორებული სიგმა ადამიანი ხართ. საზოგადოებისგან აღიარებას არ ელით. ყველაფერს თავისებურად აკეთებთ და დახმარებას იშვიათად ითხოვთ. ამის გამო ხშირად გთვლიან ჩაკეტილ, ცივ და გარიყულ ეგოისტად. „ხვეულების“ მქონე ადამიანი უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე თავმოყვარე.

„მარტოხელა რეინჯერის“ იმიჯი არის ის, რასაც უცნობები თქვენში ხედავენ. მაგრამ როგორც კი ახლოს გაგიცნობენ, დარწმუნებით ამბობენ: საუკეთესო მეგობარი იპოვეს!

ნებისმიერი მიზნის მისაღწევად საკმარისი ნიჭი, შეუპოვრობა და ქარიზმა გაქვთ. კარგი ანალიტიკოსი ხართ: თქვენს თვალს არც ერთი დეტალი არ გამორჩება. ნებისმიერ სიტუაციას თქვენს სასარგებლოდ მარჯვედ იყენებთ.

თქვენი გარემოცვის და საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი ხართ. ხშირად ძალიან თვითკრიტიკული და ახლობლებთან გულგრილი ხართ. დროის უმეტეს ნაწილს თვითანალიზში ატარებთ, თუმცა მის შედეგებს საიდუმლოდ ინახავთ.

ახლა საკმარისი ინფორმაცია გაქვთ თითის ანაბეჭდებზე, რომ გააოცოთ მეგობრები და ახალი ნაცნობები მათი ხასიათის შესახებ ფაქტებით. არ გაგიკვირდეთ, თუ ქირომანტს გიწოდებენ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს