დეკარტის კვადრატი – სწორი გადაწყვეტილების მიღების ყველაზე მარტივი ხერხი

21

გთავაზობთ გადაწყვეტილების მიღების ძალიან მარტივ და სასარგებლო ტექნიკას – დეკარტის კვადრატს.

მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა განვიხილოთ პრობლემა/სიტუაცია მხოლოდ და მხოლოდ 4 შეკითხვაზე პასუხის გაცემით.

უპასუხე გულწრფელად შემდეგ შეკითხვებს:

  1. რა იქნება, თუკი ეს მოხდება? (რას მივიღებ, მისი პლუსები).
  2. რა იქნება, თუკი ეს არ მოხდება? (ყველაფერი დარჩება ისე, როგორც იყო, პლუსები სასურველის არმიღების შემთხვევაში).
  3.  რა არ იქნება, თუკი ეს მოხდება? (მინუსები სასურველის მიღების შემთხვევაში).
  4.  რა არ იქნება, თუკი ეს არ მოხდება? (მინუსები სასურველის არმიღების შემთხვევაში).
    ამ ბოლო შეკითხვისას ყურადღებით იყავით, რადგან ტვინი მოისურვებს, დააიგნოროს ორმაგი უარყოფა და პასუხი შესაძლოა პირველი შეკითხვისას ჰგავდეს.
    არ დაუშვათ ეს.

რატომ მუშაობს ეს ტექნიკა?

საქმე ისაა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, ჩვენ ხშირად ერთ პოზიციაზე ვიციკლებით: რა იქნება, თუკი ეს მოხდება? დეკარტის კვადრატის მეშვეობით კი ჩვენ ერთსა და იმავე სიტუაციას 4 კუთხით განვიხილავთ. ეს გვეხმარება, აწონ-დაწონილი და გააზრებული არჩევანი გავაკეთოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს