დემენციაზე შემოწმება – ტესტი, რომელიც დროდადრო ყველამ უნდა გაიაროს. ამისგან არავინ არის დაზღვეული. კოგნიტიური უნარები სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ შეამოწმოთ. ბრაზილიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ტესტი, რომლის დახმარებით გაიგებთ, ღირს თუ არა თქვენს ჯანმრთელობაზე ნერვიულობა. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, სურათზე 6 ცხოველის პოვნაა.
„პაპარაცი“ გთავაზობთ მარტივი ტესტის გავლას. ყველაფერზე მოცემული გაქვთ მხოლოდ 1 წუთი!
შემოწმება დემენციაზე
ტესტი წარმოადგენს ილუსტრაციას ქაოსურად განლაგებული ელემენტებით, რომელშიც ექვსი ცხოველის გამოსახულება იმალება. თქვენი ამოცანაა იპოვოთ ექვსივე ცხოველი ერთ წუთში. ტესტი აფასებს თქვენი ყურადღების დონეს, ვიზუალური-სივრცითი ორიენტაციის და ნიმუშების ამოცნობის უნარს. მზად ხართ? დრო დაინიშნეთ და იპოვეთ რაც შეიძლება მეტი ცხოველი დიდი თუთიყუშის გარდა.
ტესტის შედეგები
თუ 1 წუთში 6 ცხოველი იპოვეთ, არაფერზე გაქვთ სანერვიულო. შესანიშნავ ფორმაში ხართ!
თუ იპოვეთ 4-5 ცხოველი, არ იდარდოთ. თქვენი ტვინი შესანიშნავად მუშაობს. იქნებ, უბრალოდ დაიღალეთ ან ყურადღებამ გიმტყუნათ. სანერვიულო არაფერია, მისი განვითარება შესაძლებელია ტესტებისა და ამოცანების დახმარებით.
თუ მეტი დრო დაგჭირდათ ან ყველა ცხოველი ვერ იპოვეთ, შესაძლოა სიგნალი იყოს, რომ სპეციალისტთან მისვლა და უფრო დეტალური გამოკვლევა გჭირდებათ. რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ არ არის დიაგნოზის დასმის მიზეზი.
გახსოვდეთ, ეს ტესტი არ არის დიაგნოზის დასმის საშუალება, არამედ მხოლოდ წინასწარი შემოწმება. ზუსტი დიაგნოზისთვის პროფესიონალებთან სამედიცინო გამოკვლევა უნდა ჩაიტაროთ.
გინდა გაიგო, რომელი ცხოველები იმალებოდა ამ სურათზე? აქ შეგიძლიათ ნახოთ.
რატომ არის მნიშვნელოვანი დემენციაზე შემოწმება
დემენცია არ არის უბრალოდ გულმავიწყობა. ეს არის კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება, რომელიც დროთა განმავლობაში პროგრესირებს. მან დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს ცხოვრების ხარისხზე, ამიტომ მნიშვნელოვანია სიმპტომების ადრეული იდენტიფიცირება და მკურნალობის დაწყება.
რა თქმა უნდა, ეს არ არის აუცილებლად დაავადება. თან მისი პრევენცია შესაძლებელია კოგნიტიური შესაძლებლობების განვითარებით.
თუ გსურთ გააუმჯობესოთ თქვენი კოგნიტიური შესაძლებლობები, სცადეთ შემდეგი მეთოდები:
- წაიკითხეთ წიგნები და ამოხსენით კროსვორდები.
- შეისწავლეთ ახალი ენა ან ჰობი.
- რეგულარულად ივარჯიშეთ.
- მიირთვით ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავით მდიდარი საკვები.
კოგნიტიური ფუნქციების რეგულარული შემოწმება მნიშვნელოვანია ტვინის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ბრაზილიური ტესტი კარგი მეთოდია დემენციაზე თქვენი და თქვენი ახლობლების შესამოწმებლად. გახსოვდეთ, ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია და მასზე დროულად უნდა იზრუნოთ.