ნადეჟდა კოროლევას შოკისმომგვრელი პროგნოზები 2030 წლამდე: ახალი გამოწვევა კაცობრიობისთვის

890

2024 წელს კაცობრიობა წარმოუდგენელი გამოწვევების გზას დაადგა. ფსიქოლოგმა, ქოუჩმა და ენერგეტიკული პრაქტიკის ოსტატმა ნადეჟდა კოროლევმა გააკეთა შოკისმომგვრელი პროგნოზები 2030 წლამდე. ჩვენ გველოდება ახალი პანდემია, ცვლილებები ასტრალურ სამყაროში და უმაღლესი ძალების ჩანაფიქრების განხორციელება. გაიგეთ, როგორ გაიაროთ ეს პერიოდი წარმატებით.

პროგნოზები 2030 წლამდე

ნადეჟდა კოროლევა საკუთარ თავს უწოდებს ბიზნეს კონსულტანტს, ფსიქოთერაპევტს და ცნობიერებასთან მუშაობის ოსტატს. 10 წლის წინ მან დააარსა სულიერი ქოუჩინგის აკადემია Omline, სადაც ასწავლის სამყაროს კანონების გამოყენებას ოჯახში, ურთიერთობებში და ბიზნესში. თავის ბოლო ინტერვიუში ნადეჟდამ ისაუბრა მომავალ სულიერ გარდაქმნებზე, რომელთანაც შეჯახება ყველას მოუწევს. ამავდროულად, ყველა ვერ შეძლებს მის წარმატებით გავლას, ამიტომ მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია.

ახალი ენერგია ჩვენს ცხოვრებაში შემოდის. 30 წლის წინ ადამიანის მამოძრავებელი ძალა იყო აგრესია, ბრაზი და გაღიზიანება, მაგრამ ის არ გროვდებოდა: ხალხი მათ გასავალს აძლევდა დაბალი ვიბრაციებით, ჩხუბის და გინების ფორმით. მაგრამ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ევოლუციური ნახტომი მოხდა. ჩვენი ვიბრაციები გაიზარდა. ახლა ცივილიზაციას ამოძრავებს შფოთვის და მომავლის შიშის ენერგიები.

ახალი პანდემია ახლოვდება

ფსიქოლოგი ირწმუნება, რომ 2030 წლამდე ვიცხოვრებთ შფოთვის ეპოქაში. შიშის სტიმულატორი გახდება ახალი ვირუსი, რომელიც დააზიანებს ნერვულ სისტემას და სინაფსურ კავშირებს. ტვინი შეწყვეტს დოფამინის, ენდორფინის, სეროტონინის და სხვა ნეირომედიატორების სწორად აღქმას. არადა სწორედ ისინი გვახსენებენ, რას ვგრძნობთ: სიხარულს, კმაყოფილებას თუ დარდს.

აღქმის სისტემის დაზიანება გამოიწვევს გრძნობების დეზორიენტაციას, დეპრესიას და შიშს. ავადმყოფობა დაიწყება სურდოთი და ძლიერი სისუსტით და გადაიზრდება თვითკრიტიკაში და აზრის დაკარგვაში. კოროლევის თქმით, დაავადების პირველ შემთხვევებზე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გავიგებთ.

როგორ მუშაობს შფოთვა?

ლოქდაუნმა ჩამოგვაშორა საზოგადოებას, საიდანაც მოწონებას, აღიარებას ვიღებდით. ის გვაგებინებდა, ვინ ვართ სინამდვილეში. მსოფლიო ომში გადასვლამ ცუდი ამბებით და ბაზრების მარცხით შფოთვა გამოიწვია.

გაურკვევლობა, მომავალზე და შვილებზე შიში ჩვენზე ზეწოლას ახდენს. კოროლევა გვაფრთხილებს, რომ შფოთვა სახიფათოა, რადგან დიდხანს დაგროვებისას სიმსივნის გამოწვევა შეუძლია.

მშფოთვარე ადამიანს აგრესია ამოძრავებს. კარიერას აქტიურად აშენებს, ოჯახს აკონტროლებს (სანდრო, ჭამე? კარგად სწავლობ? რამდენს გამოიმუშავებ?). მაგრამ როგორც კი შეჩერდება, მაშინვე სიცარიელე და შიში იპყრობს. მივაღწიე იმას, რაც მინდოდა? რისთვის ვჩქარობდი? ვინ ვარ სინამდვილეში?

საბოლოოდ, თითოეულ ჩვენგანს მოუწევს ამ კითხვების გააზრება. არსებობაში და ღვთაებრივთან ერთად შექმნაში აზრის პოვნა.

ტრანსფორმაცია გარდაუვალია

ყველაზე მეტად შფოთვის დონეზე გვაკავებს მოლოდინები, რომ შეგვიყვარებენ. რომ ბედნიერები ვიქნებით, როცა ესა თუ ის მოვლენა მოხდება. ამ მატრიცაში დარჩენის შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, იმედგაცრუების ინდივიდუალურ კარმას შევხვდებით.

ის, რასაც მივეჯაჭვეთ და რისი დაკარგვის გვეშინია, დაიშლება და გაქრება. ამიტომ ადამიანს შინაგანად შეცვლა მოუწევს. აზრის პოვნა არა გურუში, ღმერთში ან საყვარელ ადამიანში, არამედ საკუთარ თავში.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს: ამ სამყაროში ყველაფერი სწორად და ჰარმონიულად მოწყობილია. მტკივნეული შიშიც ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს. ის ბიძგს აძლევს მოძრაობას. სწორედ ის გვაიძულებს მოვიპოვოთ სოციალური სტატუსი და სიყვარული, შევქმნათ ოჯახი, გავაჩინოთ ბავშვები. ჩვენ გვამოძრავებს სხვადასხვა ტიპის შფოთვა: რომ ვერ მიიღო, დაკარგო, ვერ მიაღწიო, ვერ მოიპოვო აღიარება, არ იყო მთავარი და საყვარელი. ის გვაჩვენებს ჩვენს მტკივნეულ ადგილს, მიჯაჭვულობას.

პროგნოზები 2030 წლამდე: სულიერი ადამიანის მოსვლა

შიშს ევოლუციური ამოცანა აქვს, აღზარდოს ჩვენი სული, განგვკურნოს თანადამოკიდებულებისგან და გვასწავლოს უპირობო სიყვარული და თავმდაბლობა. ამიტომაც უმაღლეს ძალებს სურთ, ჩამოაშორონ ადამიანს სხეულზე და გრძნობებზე მიჯაჭვულობა, რომ დაჭკვიანდნენ და დაფიქრდნენ.

ადამიანი, რომელიც ფიზიკურიდან მენტალურზე გადავიდა, გულით ხედვას იწყებს. იცის, როგორ აირჩიოს თავისი გრძნობები და ემოციები, როგორც ტანსაცმელი. უყვარს საკუთარი თავი სხვების აღიარების გარეშე.

„გულის ადამიანები“ გულმოწყალეები არიან, რადგან იღებენ საკუთარ თავს და სხვებს ყველა ნაკლით. მათი სურვილები ადვილად სრულდება. ასეთი ადამიანი ცხოვრობს მიზნებით და აქვს წარმოდგენა, როგორ მიაღწიოს სასურველს. თვითჭვრეტა ოცნებების ახდენაში ეხმარება. სხვებზე ზრუნვა უყვარს და სამსახურის ერთგულია. მათ გარშემო ხალხი იკრიბება.

ამავდროულად, მოკლებულნი არიან მიჯაჭვულობას, თანადამოკიდებულებას და მოლოდინებს. „მინდა, რომ გახდე ასეთი და დააკმაყოფილო ჩემი გრძნობები“ – ეს არ არის „გულის ადამიანი“.

როგორ მოვიშოროთ შფოთვა: 2 ეფექტური მეთოდი

შფოთვის მოშორება შესაძლებელია აქტიური მოქმედებით და მიზნების დასახვით. თუ ჯერ არ გაქვთ მოქმედების მკაფიო გეგმა, მაინც მიეცით ენერგიას გასავალი. მძიმე ფიქრებში ჩაძირვის ნაცვლად წადით მაღაზიაში, სასეირნოდ ან მეგობარს დაურეკეთ. თუ არ იცით, რა გააკეთოთ, იატაკი მოწმინდეთ ან კარადა დაალაგეთ. გაოცდებით, რომ პროცესში მოვა იდეები, როგორ გადაჭრათ პრობლემები.

ქოუჩი გირჩევთ კიდევ ერთ ტექნიკას სტრესის შესამცირებლად. შეგნებულად შფოთვაში არ უნდა შეხვიდეთ, არამედ სიტუაციას ზემოდან, გარედან გადახედოთ. განაზოგადოთ. ასე ნათლად დაინახავთ თქვენს მიზნებს, მოიშორებთ მეორეხარისხოვანს და მიზნისკენ სვლას დაიწყებთ.

ახლა იცით ეზოთერული პროგნოზები 2030 წლამდე და შეგიძლიათ მოემზადოთ მომავალი გამოწვევებისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს