როგორ მოვემზადოთ საახალწლო დღესასწაულებისთვის

0
316

კარგი განწყობის ექსკლუზიური ბრენდი, კერძოდ, paparazzi.ge-ს რედაქცია გთავაზობთ თერმობირთვული ვირთხის პროგნოზს: სწორედ ვირთხა, უამრავი დიასახლისისთვის ყველაზე საშინელი სტუმარი არის სიმბოლო დამდეგი წლისა. არ იფიქროთ, რომ მას მხოლოდ შეშინება და დატოვებული საკვების მოპარვა შეუძლია. უმჯობესია, დააკვირდეთ ჩვენს ნახატს და აირჩიოთ ყველაზე მიმზიდველი ვირთხუნია, ხოლო შემდეგ გაიგოთ, თუ რა გაკავშირებთ მასთან.

პოზიტიური განწყობა

1. მორცხვი კონკია

თუ ეს მშვიდობისმოყვარული, მწვანესვიტრიანი გოგონა მოგეწონათ, იცოდეთ, რომ დამდგარ წყალში ბევრი ბაცილაა. თქვენი ბუნება ყოველთვის ითხოვს რაღაც ახალს, მიმართულია შედეგისკენ და მიისწრაფვის სიმაღლეებისკენ.

ასე გააგრძელეთ, რათა მომავალ წელს მიიღოთ კარიერული და პიროვნული ზრდა. გახსოვთ კონკიას ისტორია? 2020 წელს ჯადოქარი ნათლია და ბროლის ფეხსაცმელები აუცილებლად შეგხვდებათ.

2. მეოცნებე რომანტიკოსი

ამ თაგუნიას (ენა არ მიბრუნდება, რომ ვირთხა ვუწოდო) დიდი გული და კეთილი სული აქვს – ზუსტად ისე, როგორც თქვენ. ყვითელი პულოვერი მხიარულებასა და ქველმოქმედებისადმი სიყვარულს ნიშნავს. აი, ცისფერი ქუდი, რომელიც ბიჭს ყურებზე უჭერს, იღბალს აღნიშნავს. წარმატება და სიმდიდრე მოუთმენლად გელიან მომავალ წელს, ამიტომ, უფრო ძლიერად ჩამოიფხატეთ ქუდი თავზე!

3. სერიოზული იდეალისტი

ეს არ ნიშნავს “ინფანტილურს” ან “თვითმოტყუებისადმი მიდრეკილს”. პირიქით: მუდმივი, მსუბუქი და თავისუფალი… ცისფერი – ეს ის არაა, რასაც ფიქრობთ – ესაა წყლისა და სუფთა ცის სიმბოლო. სიმშვიდე, ჰარმონია და მოვლენების თვალსაჩინოება – ეს ყველაფერი თქვენი მეგზური იქნება მომავალ წელს.

აღელვებისა და აჩქარების გარეშე გადაწყდება ყველა საკითხი და მსგავსი საქმეები, ეს კი, თავის მხრივ, დიდ სიხარულს მოგიტანთ.

4. მხიარული ოპტიმისტი

ცქვიტი ბიჭი, რომელსაც უყვარს სიცოცხლე და აქტიური ღონისძიებები (გოგოებსაც ეხება). უნდა იცოდეთ, რომ თქვენი ცხოვრების ხარისხი მომავალ წელს მხოლოდ გაუმჯობესდება, ფულთანაც ყველაფერი დალაგდება. აი, ნარინჯისფერი თავსაბურავი კი განათლებისა და თვითშეცნობის მოულოდნელ გზას გიქადით. ნუ გაუშვებთ ხელიდან ამ შანსს და დაუვიწყარი თავგადასახლები გარანტირებული გექნებათ. გახსოვდეთ, რომ პოლიციასთან კამათი – არაგონივრული ნაბიჯია!

5. სანტა-ვირთხა

სული დღესასწაულს მოითხოვს ისე, როგორც აქამდე არასდროს – ასე შეიძლება დავახასიათოთ ეს საყვარელი თოვლის ბაბუა, კუდითა და ვირთხის ყურებით. თქვენ მართლა ძალიან დიდხანს იჯექით ერთ ადგილას. გამოძვერით სოროდან, თორემ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებში ჩარჩებით. წითელი ფერი, რომელიც თქვენ აირჩიეთ, სიხარულის, მკვეთრი ცხოვრებისა და ლავასავით მხურვალე სიყვარულის სიმბოლოა. ახალი წლიდან, შეუდექით ამ ყველაფერს მთელი ძალებით, მაგრამ მაინც ზომიერად – სხვებსაც რომ დაუტოვოთ.

6. ფიფქია

თუ არჩევანი ზამთრის პალტოიან ვირთხაზე შეაჩერეთ, ესე იგი, სასწაულის მოლოდინში ხართ. ჩვეულებრივი იქნება ეს თუ ზღაპრული – მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ცხოვრება ჯადოსნურობით იყოს სავსე. ცოტათი მიმოიხედეთ: გაუღიმეთ სამყაროს უფრო ხშირად და სამყაროც მეტად გაგიღიმებთ.

გარშემო იმდენი რამ ხდება! თეთრი და ცისფერი იმაზე მეტყველებს, რომ ვირთხის წელს ღვთის კალთა შეგეხებათ და ბევრი ჩანაფიქრი აგისრულდებათ. უბრალოდ აიღეთ ყველაფერი, რასაც გაძლევენ, და სამყარო აუცილებლად დაგიჭერთ მხარს.

მეტი პოზიტივი – ეს ყველაზე მთავარი დევიზია ყველა ნიშნის, ციფრისა თუ სხვა რაოდენობრივი საზომისა და ასრულებისთვის. რა პროგნოზიც არ უნდა შეგხვდეთ, რასაც არ უნდა ამბობდნენ ვარსკვლავები, რუკები და ვირთხები, ბევრი რამ მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თუ დივნიდან ერთი ადგილის აწევა ან მოვლენებზე საკუთარი შეხედულებების შეცვლა გეზარებათ, არავითარი სასწაული არ მოხდება. ისევ ისე დაელოდებით ამინდს ზღვის პირას. ამიტომ ადექით და პირადად გაეშურეთ საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი