უპრეტენზიო მრავალწლიანი ყვავილები, რომელიც თქვენს კლუმბს დაამშვენებს

39

აყვავებული კლუმბი კერძო სახლის თითქმის ყველა მფლობელის ოცნებაა. ბევრ მეაგარაკეს სურს, ნაკვეთზე დარგოს ყვავილები, რომლებიც თვალს გაახარებს. მართალია, ყველას არ სურს ყოველწლიურად ყვავილების დარგვით თავის შეწუხება. ამ შემთხვევაში მრავალწლიანი ყვავილები გამოგადგებათ. მათ არ სჭირდებათ ყოველწლიურად გადარგვა, ამიტომ მათზე მინიმუმ ძალისხმევას დახარჯავთ.

როდესაც მე და ჩემმა ოჯახმა ვიყიდეთ ნაკვეთი სახლით, მაშინვე დავგეგმე ეზოს მთელ პერიმეტრზე ყვავილნარის გაშენება. მართალია, აღმოჩნდა, რომ ამ მცენარეულობას სჭირდება ყოველწლიური განახლება, პირვანდელი სახე რომ შეინარჩუნოს. ეს არ მაწყობდა, რადგან ამდენი თავისუფალი დრო არ მქონდა. უკვე გადაწყვეტილი მქონდა მთელ ნაკვეთზე გაზონის ბალახის დათესვა, რომ მეზობელი დროულად მესტუმრა. მან მირჩია რამდენიმე სახეობის მცენარე, რომლებიც წლები ყვავილობს და ზედმეტ ზრუნვას არ მოითხოვს.

მრავალწლიანი ყვავილები კლუმბისთვის

სპეციალისტები გვირჩევენ მრავალწლიანი მცენარეების დარგვას, რომ კლუმბის მოვლაზე დიდი დრო არ დავხარჯოთ. საჭირო არ არის, მათგან ჯერ ნერგები გაზარდოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიტანოთ ღია სივრცეში. „პაპარაცი“ გიზიარებთ რამდენიმე სახეობის მცენარეს, რომლებიც არც ისე ნაყოფიერ მიწაშიც გაზრდას ახერხებენ. მთავარია, მზის სხივებს საკმარისად იღებდეს.

მრავალწლიანი ყვავილები კლუმბისთვის

არაბულა

არაბულა მრავალწლიანი მცენარეა. ყვავილობას აპრილში იწყებს. ყვავილობა 8 კვირამდე გრძელდება. მცენარე თეთრი, ვარდისფერი და იისფერი პატარა ზომის ყვავილებით ყვავილობს. აყვავებული არაბულა ჰაერს სასიამოვნო არომატით ავსებს. ყვავილობის შემდეგ მცენარე თვალს ახარებს მწვანე ფოთლებით მთელი წლის განმავლობაში.

აუბრეცია

ამ მრავალწლიან მცენარეს ობრიეტასაც უწოდებენ. მცენარე შეგიძლიათ დარგოთ არა მხოლოდ კლუმბში, არამედ ბილიკის გასწვრივ. მისი ყვავილები იისფერი, ვარდისფერი ან ლურჯი პატარა ოთხფურცლიანი ყვავილებისგან შედგება. გაზაფხულის ბოლოდან ზაფხულის შუა რიცხვებამდე ყვავილობს. სწორად ზრუნვის შემთხვევაში, შემოდგომაზე ხელახლა შეიძლება აყვავილდეს. მცენარის კიდევ ერთი თავისებურებაა ის, რომ მისი პატარა მწვანე ფოთლები ზამთარშიც არ ხმება.

ცერასტიუმი

ცერასტიუმს (ზაფხულის თოვლი) სწრაფად ზრდის უნარი აქვს. მოვერცხლისფრო-თეთრი ყვავილების ხალიჩას აყალიბებს. მრავალწლიანი მცენარე უპრეტენზიო მოსავლელია. მორწყვა მხოლოდ ძალიან მშრალ პერიოდში სჭირდება, ზამთარს ადვილად იტანს. ივნისის დასაწყისში ყვავილობას იწყებს და დაახლოებით 30 დღე ყვავილობს. ყვავილობის დასრულების შემდეგაც მისი ვერცხლისფერი ფოთლები სასურველ დეკორატიულ ეფექტს ინარჩუნებს.

ალისუმი კლდოვანი

ეს მცენარე ერთ-ერთი მუდმივი მონაწილეა ლანდშაფტის დიზაინში. ალისუმი კლდოვანი მცოცავი მცენარეა, რომელიც მთელი ორი თვით ყვავილობს (მაისში და ივნისში). ნაზი ყვითელი ყვავილებით გამოირჩევა. მის ყვავილებს აქვს თაფლის და ვანილის არომატი, რომელიც მთელი ყვავილობა თან სდევს. მცენარე კარგად გრძნობს თავს ქვიშიან ნიადაგში, მაგრამ საკმარისი მზის შუქი სჭირდება. ამავდროულად, ალისუმი პირდაპირ მიწაში შეგიძლიათ დათესოთ.

მიხაკი ბალახოვანი

მებაღეებს ეს მცენარე ძალიან უყვართ, რადგან მას იყენებენ დიზაინში, ბილიკების და კლუმბის მცენარეებით მორთვაში. მცენარე მიწაზე კარგად ვრცელდება, რის გამოც კომპოზიცია ძალიან მოცულობითად გამოიყურება. მიხაკი მაისიდან შემოდგომის ბოლომდე ყვავილობს, ამიტომ ძალიან ფასობს. მოსავლელად უპრეტენზიოა, ამიტომ ამ მცენარით მიწის ნაკვეთი თითქმის ყველგან შეგიძლიათ გააფორმოთ.

ახლა იცით, რომელი მრავალწლიანი ყვავილები შეგიძლიათ დარგოთ კლუმბში ნაკლები ძალისხმევის და დროის დახარჯვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს