ზოგჯერ ის, რაც მოგვწონს და გვიტაცებს, ბევრად მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები. ამიტომაც, თუ გინდა ადამიანის უკეთ გაცნობა, აუცილებელია არაა პირდაპირ გამოჰკითხოთ. მაგალითად, თქვენს საყვარელ ბოსტნეულს პირდაპირ შეუძლია თქვას, როგორი ადამიანი ხართ. პაპარაცი გთავაზობთ საინტერესო, მაგრამ ზუსტ ფსიქოლოგიურ ტესტს.
ეს ტესტი მეგობარმა ფსიქოლოგმა გამაცნო. ასეთ უჩვეულო დავალებას ხშირად აძლევს თავის პაციენტებს ზედაპირული დიაგნოზის დასადგენად, როცა ბევრი კითხვის დასმის შესაძლებლობა და დრო არ აქვს. ამ ტესტის შედეგები ჩვენს მეგობრებზე შევამოწმეთ. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ტესტი მუშაობს. თქვენც გაიარეთ და თავად დარწმუნდით.
რომელია თქვენი საყვარელი ბოსტნეული? – ფსიქოლოგიური ტესტი
ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ჩვენი პიროვნება პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი გემოს პრეფერენციებზე. შესაბამისად, საყვარელი ბოსტნეული ადამიანის შესახებ ბევრ რამეს ამბობს. წვნიანობის, არომატის, გემოს და სხვა მაჩვენებლის მიხედვით ამა თუ იმ სახეობის ბოსტნეულს ვირჩევთ.
საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად სურათს შეხედეთ და მოცემულ ბოსტნეულებს შორის აირჩიეთ ერთი, ყველაზე საყვარელი. ქვემოთ იპოვით გაშიფვრას, რას ამბობს საყვარელი ბოსტნეული თქვენ შესახებ.
ბოსტნეულის მხიარული ტესტი
კარტოფილი
კარტოფილზე უფრო პოპულარული ბოსტნეულის პოვნა გაგიჭირდებათ. თუ თვლით, რომ კარტოფილი თქვენი საყვარელი ბოსტნეულია, მშვიდი და გონიერი ადამიანი ხართ. როგორც წესი, მშვიდ მდგომარეობაში ხართ, რადგან არ გახასიათებთ ნათელი ემოციური აფეთქებები.
თქვენთან ურთიერთობა სასიამოვნოა, რადგან კომუნიკაციაში გულწრფელი და გულახდილი ხართ. ახლობლები სანდო ადამიანად გთვლიან, ამიტომ თქვენთან მეგობრობა სასიამოვნოა. დიდი შეკრებები არ გიყვართ, მაგრამ არც განდეგილი ხართ. სოციალიზაციასა და მარტოობას შორის ბალანსს ინარჩუნებთ.
პომიდორი
პომიდორი სინამდვილეში კენკრაა, მაგრამ ბოსტნეულად აღვიქვამთ. ადამიანები, რომელთაც ყველაზე მეტად უყვართ პომიდორი, კვლევის და შექმნის სურვილით გამოირჩევიან. ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ. პერფექციონიზმისკენ მიდრეკილება გხდით ადამიანად, რომელსაც ნებისმიერი სიმაღლის მიღწევა შეუძლია. მაშინაც კი, თუ წარმატება თქვენს მხარეს არაა, ყველა შესაძლებლობას 100%-ით იყენებთ.
ბროკოლი
ბროკოლი ითვლება ერთ-ერთ საყვარელ ბოსტნეულად იმ ადამიანებს შორის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. თუ ეს თქვენზეა, სავარაუდოდ, ავანტიურისტი ხართ. ყველაფერი ახალი გიყვართ, ექსპერიმენტები არ გაშინებთ. ამბიციები თქვენგან ითხოვს წარმატებას და ძალაუფლებას. ვინაიდან თქვენში ასევე არის მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა, ნამდვილად შეგიძლიათ მიაღწიოთ ყველაფერს, რასაც ჩაიფიქრებთ.
სტაფილო
სტაფილოს ირჩევს ძლიერი ხასიათის ადამიანი, რომელიც დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის. ბრმად არავის ენდობით, განსაკუთრებით მათ, ვინც თქვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება. თქვენთვის უცხოა ღვარჭნილობა და ურთიერთობის გარკვევა, ამიტომ კონფლიქტებს თავს არიდებთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი ხალხი და მათზე ყოველთვის ზრუნავთ. ჭორები არ გიყვართ, ამიტომ თქვენთან სასიამოვნოა არა მხოლოდ მეგობრობა, არამედ მუშაობა.
სალათა
ხრაშუნა სალათას მოყვარული ძალიან ექსცენტრიკული ადამიანია. ამავდროულად, მშვიდი ხასიათი გაქვთ, მკვეთრი ემოციური აფეთქებების გარეშე. ამიტომაც ხალხი ვერ ხვდება, რას ელოდოს თქვენგან. ზოგჯერ უცნაურად გთვლიან, მაგრამ ეს ახლოს გაცნობამდე. სინამდვილეში, შეიძლება ითქვას, რომ ნეიტრალური ხასიათი გაქვთ. თქვენი უჩვეულო ბუნების შესაცნობად, უბრალოდ ცოტა ხანს თქვენთან კომუნიკაცია საჭიროა.
სიმინდი
სიმინდის მოყვარული ნამდვილი რაინდია. ერთგული და უშიშარი ხართ. ტიპური შრომისმოყვარე ხართ და თითქმის ნებისმიერ ამოცანას შეგიძლიათ გაუმკლავდეთ. ახლობლების, განსაკუთრებით სუსტების დაცვის არ გეშინიათ. ძლიერი ხასიათის მიუხედავად ძალიან საყვარელი ზნე გაქვთ. მხიარული, მეგობრული და გახსნილი ხართ, წყენას გულში არ იდებთ და ცდილობთ, ყველა პრობლემა მაშინვე მოაგვაროთ, რომ უთანხმოება თავიდან აიცილოთ. ეს მეგობრების შეძენაში გეხმარებათ.
წიწაკა
ამ ბოსტნეულის მთავარი თავისებურება მისი სიცხარეა. თუ წიწაკა თქვენი საყვარელი ბოსტნეულია, ცხოვრებაში მწვავე შეგრძნებებს და გართობას ეძებთ. კომფორტის ზონიდან გასვლა არ გაშინებთ, ამიტომ მარტივ ადამიანად ითვლებით. თამამად რისკავთ, რის გამოც სხვების თვალში ნამდვილი ექსტრემალი ხართ. უზარმაზარი ენერგია გაქვთ და გარშემომყოფებს სიამოვნებით უზიარებთ.
კიტრი
ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად კიტრი უყვარს, უდარდელ შემოქმედებასა და ცივ ლოგიკას შორის ოქროს შუალედს იცავს. მოკრძალებული მარტივი ცხოვრებით ცხოვრობთ, რის გამოც არამეგობრულად გთვლიან. სინამდვილეში, მხიარული, კეთილი და საყვარელი ხართ. თუმცა კომუნიკაციაში ამ მხარის ჩვენების გეშინიათ. თქვენი ხასიათის საუკეთესო თვისებების გამოსავლენად სწორი ადამიანი გჭირდებათ. პარტნიორი ან მეგობარი, რომლის გვერდით თავს დაცულად იგრძნობთ.