ჩინური სიბრძნე: ის ვინც ცუდს ეძებს, აუცილებლად იპოვის

130

დიალოგი ჩინელ ბრძენთან, რომელიც კარგზე ყურადღების მიქცევას გასწავლით!

ერთმა მოხუცმა და ძალიან ბრძენმა ადამიანმა უთხრა თავის მეგობარს:
— დაათვალიერე ოთახი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, უკეთესად და შეეცადე ყავისფერი ფერის ნივთები დაიმახსოვრო.

ოთახში ბევრი რამე იყო ყავისფერი და მეგობარი მალევე გაუმკლავდა ამ დავალებას. ბრძენმა ჩინელმა კი მას მეორე დავალება მისცა:
— ეხლა კი დახუჭე თვალები და დაასახელე ნივთი რომელიც ლურჯი ფერის იყო.

მეგობარი დაიბნა და აღშფოთდა:

— მე ლურჯი არაფერი შემიმჩნევია, რადგან თქვენ დამავალეთ ყავისფერი ნივთების დამახსოვრება!

რაზეც ბრძენმა უპასუხა:

— გაახილე თვალები და დაათვალიერე – ოთახში ხომ უამრავი ნივთია ლურჯი ფერის.
და ეს სრული სიმართლე იყო.

ამის შემდეგ კი მოხუცმა ბრძენმა გააგრძელა:

— თუ შენ ეძებ ოთახში მხოლოდ ყავისფერი ფერის ნივთებს, ხოლო ცხოვრებაში – მხოლოდ ცუდს, მაშინ შენ მხოლოდ მათ დანახვას შესძლებ და მხოლოდ ისინი დაგამახსოვრდებიან და მიიღებენ მონაწილობას შენს ცხოვრებაში. დაიმახსოვრე: თუ შენ ცუდს ეძებ, შენ აუცილებლად იპოვი მას და სხვას ვერაფერს ვერ შეამჩნევ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს