ტესტი შინაგან მოსტრზე: ვინ ხართ სინამდვილეში?

140

ამოირჩიეთ სურათზე ნაჩვენები ცხრა მონსტრიდან ერთ-ერთი, რომელმაც ყველაზე მეტად მიიბყრო თქვენი ყურადღება. დიდი ხნით დაფიქრება არ შეიძლება!

1. უცნაური ოპტიმისტი – თქვენ ეძებთ სიყვარულს და გეშინიათ მარტოობის. ბუნებით თქვენ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხართ, რის გამოც ხალხს იზიდავთ. მიუხედავად პოზიტიური განწყობისა, თქვენს ცხოვრებაში ყოფილა და შეიძლება ამ წუთასაც გარკვეული პრობლემები, წინაღობები არის, თუმცა ეს თქვენ მოწყენის საშუალებას არ გაძლევთ. თქვენ მარტივი დამოკიდებულება გაქვთ ცხოვრების მიმართ, თუმცა საქმეში ძალზედ სერიოზული და პასუხისმგებლიანი ხართ. თქვენ ძალიან ბევრი მეგობარი გყავთ, რომლებთანაც ურთიერთობა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება.

2. სტაბილური – თქვენ აფასებთ სტაბილურობასა და საიმედოობას. ადამიანების უმრავლესობას ბედნიერი და წარმატებული პირვონება ჰგონიხართ, თუმცა თქვენში გარკვეული სევდა და წინაღობები ბუდობს. თქვენი გაშიფვრა არც ისე მარტივია, რადგან შეგიძლიათ გულწრფელი ემოციების შეკავება და ნამდვილი გრძნობები სააშკარაოზე არასდროს გამოგაქვთ. შეგიძლიათ არა მხოლოდ გამორთმევა და მიღება, არამედ გაცემაც… მოგწონთ სხვისი დახმარება და გიზიდავთ მენტორობა, დამრიგებლობა…

3. არაპროგნოზირებადი – თქვენ ძალზედ აქტიური ადამიანი ხართ და ბევრი მიიჩნევს, რომ მსოფლიო თქვენს გარშემო ბრუნავს. შეგიძლიათ შეუსვენებლად მუშაობა და ახალი იდეების ნამდვილი გენერატორი ხართ, არ გეშინიათ ცვილებების და მუდმივად მზად ხართ სიახლეების მისაღებად. თქვენი მთავარი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ერთ ადგილას არასდროს ზიხართ. ძალიან იშვიათად თუ გიხილავთ ვინმე მოწყენილს და მწოლიარეს ყოველგვარი საქმის გარეშე. თქვენ ადვილად შეგიძლიათ საწადელის მიღწევა, რადგან ძალზედ შრომისმოყვარე და საზრიანი ხართ.

4. ბრძენი – თქვენს განსაკუთრებულობას წარმოადგენს: ინტელექტი, გონებამახვილობა, გახსნილობა, გულწრფელობა და მოწესრიგებულობა. ძალიან გიყვართ კითხვა და რაიმე ახალის შეცნობა. გარშემო მყოფი ხალხი კარგ და საინტერესო თანამოსაუბრედ გთვლიან. თქვენი მსოფლმხედველობა განსაკუთრებულია და რჩევები, რომელთაც იძლევით, ყოველთვის სიღრმისეულობითა და პრაგმატულობით გამოირჩევა. თქვენ არასდროს შეიცვლებით!

5. იღბლიანი – თქვენ ძალიან ხშირად გიმართლებთ ცხოვრებაში, შეგიძლიათ ადამიანების თანაგრძნობა და გვერდში დგომა, გსურთ მწვერვალების დაპყრობა თქვენს საქმეში და ამ ოცნებისკენ ყოველდღიურად გზას იკაფავთ. თქვენ აქტიური, მოკრძალები და კეთილი ადამიანი ბრძანებით, რომლის ცხოვრებაშიც წესით ყველაფერი შესანიშნავად უნდა მიმდინარეობდეს…
6. პოზიტიური – თქვენ იუმორის ძალიან კარგი გრძნობა გაქვთ. გულდაწყვეტილი არასდროს ხართ და შეგიძლიათ გარშემო მყოფი ადამიანების პოზიტივით დამუხტვა. ცნობისმოყვარეობა და თქვენს გარშემო განვითარებული მოვლენების საქმის ყურში ყოფნის სურვილი გამოძრავებთ წინ და არ გაძლევთ საშუალებას, რომ ჩამორჩეთ სხვებს. თქვენთან ძალზედ მარტივი და საინტერესოა ურთიერთობა…

7. ენერგიული – თქვენ ენერგიული ადამიანი ბრძანდებით და მიისწაფით წარმატების მიღწევისკენ. გაქვთ დასახული ზუსტი მიზნები ცხოვრებაში და დღითიდღე იკაფავთ გზას ამ მიზნების სისრულეში მოყვანამდე. გსურთ კარგი და ღირსეული ცხოვრება, შეგიძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, რაც გაძლევთ იმის საშუალებას, რომ იდგეთ უამრავ ადამიანზე წინ. თუ თქვენ გსურთ, მაშინ აუცილებლად მიაღწევთ!

8. გულკეთილი – თქვენ ძალზედ უბრალო ადამიანი ხართ. ადამიანებს მოსწონთ თქვენთან ურთიერთობა და თქვენს კამპანიაში ისინი ძალზედ კომფორტულად გრძნობენ თავს. გამოირჩევით ცხოვრებისათმი სიყვარულით და გახსნილობით, არასდროს მალავთ საკუთარ ემოციებს და ყოველთვის გულწრფელი ხართ…

9. გამგებიანი – თქვენ ძალიან კეთილი და გამგები ადამიანი ხართ. არ ელოდებით ბევრს სხვა ადამიანებისგან და ცდილობთ ყველაფრის დამოუკიდებლად მიღწევას. თქვენ არ გიყვართ ილუზიების დახატვა, ცხოვრობთ არსებული რეალობით და არა ოცნებებით, გიზიდავთ მშვიდი და მოწესრიგებული ცხოვრების სტილი. გარდა ყოველივე ამისა, ძალიან აფასებთ თავისუფალ დროს, როდესაც შეგიძლიათ თქვენი საყვარელი საქმიანობებით დაკავება…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს