სარეცხი მანქანის გენერალური წმენდა 2 ტაბლეტის გამოყენებით: მარტივი მეთოდი

1618

თანამედროვე სამყაროში სარეცხი მანქანის გარეშე ცხოვრება ძნელი წარმოსადგენია. ტექნიკა აქტიური გამოყენებისას ძალიან ცვდება. ტექნიკის მდგომარეობას და რეცხვის ხარისხს აუარესებს არა მხოლოდ კირის ნადები, ობი და ნაქაფი. თუმცა სარეცხი მანქანის შიგნიდან გაწმენდა  შესაძლებელია. ამისთვის დაგჭირდებათ იაფი საშუალება, რომელიც სახლში ყველას აქვს.

ამ მეთოდის შესახებ კოლეგამ მიამბო. ვწუწუნებდი, რომ ხელფასის ნაწილის გადადება მომიწევს ახალი სარეცხი მანქანის საყიდლად, რადგან ძველი ცუდად რეცხავს ნივთებს. ტექნიკა 5 წელზე მეტხანს გვემსახურა და შეცვლის დრო იყო. კოლეგამ მითხრა, რომ არსებობს გამოცდილი მეთოდი მანქანის შიგნიდან გასაწმენდად, რომელიც რეცხვის ხარისხს აუმჯობესებს. დიდი იმედი არ მქონდა, მაგრამ მაინც გავრისკე. გასაკვირია, მაგრამ იმუშავა!

სარეცხი მანქანის შიგნიდან გაწმენდა: ხრიკი

სარეცხი მანქანის შიგნით დაბინძურების დონის გასაგებად, სარეცხი ფხვნილის განყოფილების მდგომარეობა შეამოწმეთ. სარეცხი საშუალების ნარჩენი, ნადები, ჭუჭყი და ბუსუსები – ეს ყველაფერი ილექება საყოფაცხოვრებო ტექნიკის შიდა ნაწილებში, რის გამოც მისი მომსახურების ვადა მნიშვნელოვნად მცირდება. სარეცხი მანქანის გასაწმენდად იყენებენ ძვირადღირებულ სპეციალურ საშუალებას. თუმცა არსებობს გამოცდილი მეთოდი, რომელიც დიდ დანახარჯს არ მოითხოვს.

სარეცხი მანქანის გაწმენდა ნაქაფისგან

ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტები ტექნიკის გასაწმენდად მარტივი და ეფექტური საშუალებაა. ის აშორებს ქვას, კირის ნადებს და სხვა ჭუჭყს მანქანის შიგნით. ჩამჯდარ ჭუჭყსაც უმკლავდება. მისი გამოყენება ძალიან მარტივია.

  1. შეამოწმეთ მანქანა დაკარგული წინდების და სხვა ნივთების არსებობაზე. ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტები ცარიელ დოლურაში მოათავსეთ.
  2. მაქსიმალურად მაღალ ტემპერატურაზე რეცხვის ციკლი ჩართეთ. მინიმუმ 90 გრადუსი უნდა იყოს.
  3. ორმაგი გავლების ფუნქცია დაუმატეთ, ხოლო გაწურვის რეჟიმი გამორთეთ.
  4. მანქანა ჩართეთ.
  5. პროცესის დასრულების შემდეგ სარეცხი მანქანის კარი შეაღეთ და დოლურას გაშრობის დრო მიეცით.

სულ ესაა. ასეთი წმენდა 6 თვეში ერთხელ გაიმეორეთ. ასე ტექნიკის მდგომარეობას შეინარჩუნებთ და რეცხვის ხარისხს გააუმჯობესებთ. ამ მეთოდის უპირატესობა ისაა, რომ დიდ დანახარჯს ან ბევრ დროს არ მოითხოვს. მაშინაც კი, თუ სახლში ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ გაქვთ, რამდენიმე ტაბლეტის შეძენას ნებისმიერ მაღაზიაში შეძლებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს