მუდმივი დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, არაჯანსაღი კანი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არასწორი მუშაობა ორგანიზმის წიდებით და ტოქსინებით დაბინძურებას იწვევს. ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორ გაწმინდოთ ორგანიზმი დაგროვებული ნაგვისგან.
როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი 3 დღეში
განმტვირთველი დღის ბევრი ვარიანტი არსებობს, რომლებიც ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში დაგეხმარებათ. ბევრი თვლის, რომ სხეულის გაწმენდა ხილის განმტვირთველი დღის დახმარებით შეიძლება. ეს დიდ შეცდომას წარმოადგენს. პირველ რიგში, მასში ბევრი შაქარია, ხოლო განმტვირთველი დღისთვის 1-1,5 კგ ხილი ან კენკრა დაგჭირდებათ. მეორე მხრივ, მისი ჭამა ვახშამზეც მოგიწევთ, რისი გაკეთებაც არ შეიძლება, რადგან 14:00 საათის შემდეგ ნაჭამი ხილი კუჭში ლპება.
როგორც ხედავთ, ხილის განმტვირთველი დღე ორგანიზმის გასაწმენდად არ გამოდგება. დიეტოლოგები გირჩევენ, ორგანიზმი გაიწმინდოთ ბოსტნეულით ან 50:50 ვარიანტით, სადაც პროდუქტების ნახევარი ბოსტნეული, ნახევარი კი ხილი იქნება (14:00 საათამდე უნდა მიირთვათ).
სხვათა შორის, შეგიძლიათ როგორც მოთუშული ან ორთქლზე მომზადებული, ასევე ნედლი ბოსტნეული მიირთვათ.
ორგანიზმის გასაწმენდად ბოსტნეულის დიეტა 3 დღე დაიცავით. ასე სხეულს ნაგვისგან გაწმენდთ და წონაში დაიკლებთ. როგორც მინიმუმ, 2 კგ-ს მოიშორებთ. დაკლებული წონის უმატესი ნაწილი ჭარბი სითხე იქნება, მაგრამ მაინც კარგია. მოცულობა შემცირდება და ეს შესანიშნავია.
3 დღით ხორცის და რძის მიღება დაივიწყეთ, მხოლოდ ნატურალური ბოსტნეულით და ხილით იკვებეთ. არანაირი ჩირი, წვენი და გაზიანი სასმელი. მხოლოდ ნატურალური ბოსტნეული და ხილი. სურვილის შემთხვევაში რაციონს ჩიის და სელის თესლი დაუმატეთ.
კონცენტრირება ბოსტნეულზე მოახდინეთ. რაციონში მათი წილი როგორც მინიმუმ 50 % უნდა იყოს.
ფანტაზიას მოუხმეთ: არა მხოლოდ ბოსტნეულის სალათი, არამედ სმუზი, წვნიანი, ორთქლზე მომზადებული და ღუმელში გამომცხვარი ბოსტნეული მოამზადეთ. შეგიძლიათ ხილისა და ბოსტნეულის კომბინირებული სმუზი მიირთვათ.
არომატისა და გემოს მისანიჭებლად მარილი და სხვა სანელებელი არ გამოიყენოთ. ამის ნაცვლად მცენარეები და ლიმონის წვენი დაუმატეთ.
საჩვენებელი მენიუ 3 დღიანი დეტოქს დიეტისთვის
ყოველი დილა გამწმენდი სასმელით დაიწყეთ. ამისთვის ლიმონის წყალი თაფლით ან კოჭის ჩაი გამოიყენეთ.
ლიმონის სასმელი: ¼ ლიმონის წვენს ცხელი წყალი დაასხით და 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ.
კოჭის ჩაი: ¼ ჩ/კ დაჭრილ, ნედლ კოჭას ცხელი წყალი დაასხით. სურვილის მიხედვით ლიმონის ნაჭერი, პიტნა და 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ.
- საუზმე: ხილის სალათი. მწვანე ჩაი კოჭით.
- მეორე საუზმე: ბოსტნეულის, ხილის ან კომბინირებული სმუზი.
- სადილი: წვნიანი თურქული ბარდით, ბროკოლით და ნებისმიერი სხვა ბოსტნეულით. ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული ან ხილის სალათი.
- ვახშამი: მოთუშული ბოსტნეული. კოჭის ჩაი.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.