მამაკაცი კირჩხიბი ძალზედ მგრძნობიარე ნატურაა, რომელსაც სიმშვიდე და სიწყნარე სჭირდება. თუ გსურთ მისი მოხიბვლა, მაშინ აუცილებელია დაარწმუნოთ ის იმაში, რომ თქვენს გვერდით უსაფრთხოდ იქნება. დაეხმარეთ კირჩხიბს “ჭრილობების მოშუშებაში”, დაპირდით მას მუდმივ, ძლიერ სიყვარულს, მოიპოვეთ მისი ნდობა და ის თქვენი გახდება…
კირჩხიბის მოხიბვლის იდეალური მეთოდი მასზე მზრუნველ ქალბატონად ქცევაა. როდესაც იჩენთ ყურადღებას და ზრუნავთ მასზე, თქვენ ამ დროს მის გულში ძალიან ღრმად იჭრებით და ისიც ანალოგიურად იწყებს თქვენზე ზრუნვას. კირჩხიბები საკმაოდ კარგი პარტნიორები იქნებიან, უბრალოდ მთავარია დაეხმაროთ მათ გრძნობების გაღვივებაში. უთხარით მას რაც შეიძლება ხშირად, რომ ის თქვენ გჭირდბათ… თქვენი რწმენა მასში – მისი მოხიბვლის უტყუარი ელექსირია…
ლომის გულის დაპრყრობის გეგმა საკმაოდ მასშტაბური, აზრიანი და დრამატული უნდა იყოს. დაუთმეთ მას მთავარი, საპატიო ადგილი თქვენს ცხოვრებაში. ხშირად გაუმეორეთ მას, რომ სწორედ ის არის მეფე, მმართველი და იმპერატორი… მათ ეს უბრალოდ აგიჟებთ… ლომის მოხიბვლა და გულის დაპყრობა ძალზედ მარტივია მისი ქება-დიდებით.
ლომები ეძებენ თავიან რომანტიკულ ზღაპარს და ამ ზღაპარში საპატიო ადგილის, კონკრეტულად კი დედოფლის ადგილის დასაკავებლად საკმაოდ დიდი შრომა და წვალება მოგიწევთ. დამერწმუნებით, რომ არც ისე მარტივია მეფის რჩეულად ქცევა… ამ ტიპის მამაკაცი თქვენ ყოველთვის გაგანებივრებთ საჩუქრებით, თუმცა მზად იყავით იმისათვის, რომ გამუდმებით მოგიწევთ მის წინაშე ვარდის ფურცლების ყრა… მოგიწევთ აიტანოთ მისგან საკუთარი თავის ქება, თუ რა დიდებული გარეგნობის პატრონია იგი, თუ როგორი ძლიერია და რამდენი ადამიანის გამკლავება შეუძლია ერთდროულად…
როგორ მოვხიბლოთ ქალწულები? მიიღეთ დუში! დიახ, დიახ არ მოგესმათ… ქალწულები გიჟდებიან ქალებზე, რომლებიც მუდმივად მოწესრიგებულები არიან და თუ გსურთ ამ ადამიანის გულის მოგება მაშინ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მუდმივად საუკეთესო ფორმაში უნდა იყოთ…
ქალწულები ზოგადად მშიშრები არიან და ყოველთვის ერიდებიან გაურკვევლობას. თუ ამ მამაკაცს დაარწმუნებთ იმაში, რომ თქვენ არ გახასიათებთ სიურპრიზებისა და მოულოდნელობების მთელი სია, მაშინ ძალიან დიდი შანსები გაქვთ მისი გულის მოგებაში. შეიძლება თავდაპირველად ამ ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცი ურთიერთობაში ცოტათი ცივი მოგეჩვენოთ, თუმცა ცოტაც მოითმინეთ… სინამდვილეში ისინი ძალზედ მგრძნობიარე ნატურები არიან… მოიცადეთ და ჯილდო საკმაოდ დიდი იქნება!
თუ გსურთ მამაკაცის მოხიბვლა, რომელიც სასწორის ნიშნის ქვეშაა დაბადებული, მაშინ მოემზადეთ, რათა მასთან ერთად გაიზიაროთ რომანტიკული ვახშმები, შინაგანი სილამაზე და კარგი გემოვნება. “ცელქი გოგონას” სტილი აქ არავითარ შემთხვევაში არ გამოგადგებათ. სასწორები აფასებენ მხოლოდ იმას, რაც ნამდვილად ლამაზია… ძალზედ იშვიათობაა, თუ იპოვით ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს, რომელსაც სამეგობრო წრეში უშნო, ან არასიმპათიური გოგონა ჰყავს.
ცნობისთვის სასწორებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია სხვისი აზრი, რადგან მათ საკუთარი აზრების ფორმირება, ჩამოყალიბება ძალზედ უჭირთ. სწორედ ამიტომ მოემზადეთ იმისთვის, რომ მოგიწევთ ყველა იმ ადამიანის გულის მოგება, ვინც სასწორი მამაკაცის გარემოცვაში ტრიალებს. ისაუბრეთ მასთან რბილად და ჰაეროვნათ, გაანებივრეთ კომპლიმენტებით და დაპირდით ყველაფერ საუკეთესოს. საპასუხოდ თქვენ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისგან არა მხოლოდ სექსსა და ვნებას, არამედ ძალიან კარგ და სასიამოვნო ურთიერთობას მიიღებთ. სასწორებს სურთ და ჰაეირივით ესაჭიროებათ სიყვარული, ქორწინება და ლამაზი ოჯახი…
თქვენს წინაშე მორიელია? მაშინ რაღას ელით? გაიძრეთ ტანსაცმელი, შემოახიეთ მას პერანგი, გახადეთ შარვალი და შეწექით ლოგინში… თქვენ ამის მეტი არაფერი დაგჭირდებათ მორიელის მოსახიბლად, რომელსაც სექსი ჰაერივით ესაჭიროება. მორიელი გახლავთ ყველაზე სექსუალური ზოდიაქოს ნიშანი და ის ყველაფერს ამ ცხოვრებაში სექსით განსაზღვრავს…
სინამდვილეში მხოლოდ ერთი ფიზიკური კონტაქტით მორიელის გულს ვერ დაიპყრობთ. საჭიროა მისი მიპყრობა ემოციონალურად. ეს არა მხოლოდ ყველაზე სექსუალური, არამედ ყველაზე მგრძნობიარე ზოდიაქოს ნიშანიცაა… ყოველთვის გახოვდეთ, რომ მორიელს სექსით დაკავება არა თქვენს სხეულთან, არამედ თქვენს სულთან სურს! თუ გსურთ ამ ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცის მოხიბვლა, მაშინ მიუძღვენით მას საკუთარი სული და არ დაივიწყოთ იმის შესახებ, რომ მორიელს უყვარს სიტუაციის კონტროლი. ასე რომ ქალბატონებო ასეთ მამაკაცთან ურთიერთობისას თქვენ ხშირად მოგიწევთ ბევრი რამის დათმობა.
უთხარით მშვილდოსანის ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცს, რომ თქვენ გსურთ პარაშუტით გადმოხტომა, ევერესტზე აძრომა, მოგზაურობა ოკეანის გარშემო იახტით და ეს მამაკაცი თქვენია! მშვიდოსნები ექსტრემალური ნატურები არიან, რომლებიც გიჟდებიან მოგზაურობებზე, თავგადასავლებზე და აღმოჩენების გაკეთებაზე. იმისათვის, რომ მოხიბლოთ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი, საჭიროა დაუმტკიცოთ მას, რომ თქვენ ექსტრემალური ცხოვრების ნაწილი ხართ.
მშვილდოსნები, როგორც წესი ნამდვვილი იდეალისტები არიან, რომლებიც შეუპოვრათ ეძებენ საკუთარ დანიშნულებას ამ ცხოვრებაში. დაუდექით მას გვერდში ამ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში, დააფასე მისი სიბრძნე, პატივი ეცი მას და ეს მამაკაცი სიცოცხლის ბოლომდე შენი იქნება. ასევე ქალბატონებო არ დაივიწყოთ ის ფაქტი, რომ ამ მამაკაცებს თავისუფლება ჰაერივით ესაჭიროებათ. თქვენ უნდა გაათვითცნობიეროთ, რომ ხანდახან მისი გაშვება უბრალოდ საჭირო და აუცილებელია… მიეცით მას რაღაც ისეთი, რაშიც იგი ირწმუნებს და თქვენ არა მხოლოდ მისი სხეულის, არამედ გულის დაპყრობას შეძლებთ…
თქვენ უბრალოდ ვალდებული ხართ პატივი სცეთ თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის სიტუაციის გაკონტროლების დაუოკებელ სურვილს და მოგიწევთ სრული სერიოზულობით მოეკიდოთ მის ამბიციებს. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ის თქვენი… სინამდვილეში ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი რთულად გასაგები ადამიანი ნამდვილად არ არის, თუმცა მთელი მისი ცხოვრება პასუხისმგებლობის გრძნობაზეა დაფუძნებული. მათთვის საკუთარი პრინციპები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სასიყვარულო ურთიერთობების მათ ცხოვრებაში ყოველთვის მეორეხარისხოვანი იქნება. მიეცით თხის რქას სიტუაციის მართვის უფლება. დაე ის გახდეს ავტორიტეტი თქვენს ურთიერთობაში და ის სიცოცხლის ბოლომდე თქვენი იქნება…
თხის რქას გვერდში სჭირდება ამდვილი ქალბატონი და პარტნიორი, რომელსაც დიდი ცხოვრებისელი გამოცდილება და პრაქტიკა აქვს. აჩვენეთ მას, რომ თქვენ მუხასავით მყარი და ძლიერი ხართ. მხოლოდ ასე შეძლებთ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცის გულის მოხიბვლას.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თავდაჯერებულობა იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვიტეთ მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცის მოხიბვლა. საკმარისია ერთხე გამოხვიდეთ მწყობრიდან, დაანახვოთ მას თქვენი ემოციონალურობა და ეს მამაკაცი თქვენკენ აღარასდროს გამოიხედება.
მერწყულები ხშირად ცხოვრობენ საკუთარ ფიქრებში და აზრებში, თუმცა მათ ესაჭიროებათ ისეთი პარტნიორი, ვისთანაც ისინი საკუთარ გენიალურ იდეებზე საუბარს შეძლებს… პირველ რიგში თქვენ უნდა იყოთ სასიამოვნოდ მოსაუბრე ქალბატონი, ასევე მოგიწევთ გაათვითცნობიეროთ, რომ ამ ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცს ცოტაოდენი თავისუფლება უნდა მისცეთ და არცერთ შემთხვევაში არ უნდა შეზღუდოთ იგი. მერწყულები ოცნებობენ ისეთი საქციელის ჩადენას, რომელიც მთელი კაცობრიობის არსებობას რადიკალურად შეცვლის. დაეხმარეთ მას ამაში და მისი გული სიცოცხლის ბოლომდე თქვენი იქნება.
მიემართებით თევზის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან შესახვედრად? მაშინ იყიდეთ რომანტიკული ფილმის დისკი და ბევრი შეკვრა ერთჯერადი ხელსახოცი, რადგან ის ცრემლებად დაიღვრება… ქალბატონებო თქვენ ასი პროცენტით უნდა გაიხსნათ ემოციონალურად, რათა მოხიბლოთ ასეთი მამაკაცი. უთხარით ამ მამაკაცს, რომ მხოლოდ მას შეუძლია თქვენი სიცოცხლის გადარჩენა… თევზებს სჭირდებათ სულიერი პარტნიორები ისე, როგორც არავის.
თევზი მამაკაცები არიან ძალზედ მგრძნობიარეები, ნაზები, კეთილები და ყოველთვის მზად არიან თანაგრძნობისთვის. მას შეუძლია უბრალოდ გაიზიაროს ყველა ადამიანის ემოცია ვინც კი მის გარშემოა, მათ შორის თქვენიც.
იმისათვის, რომ მოხიბლოთ მამაკაცი ვერძი, მოგიწევთ მისი წესებით თამაში. პირველი წესი: გახდით ძნელად მისაწვდომი ნადავლი მისთვის. რაც უფრო ძნელად იპყრობენ მამაკაცი ვერძები ქალბატონის გულს, მით უფრო ძლიერ უყვართ ისინი მომავალში.
ვერძებს ყოველთვის აქვთ დაუოკებელი სურვილი იმისა, რომ მიიღონ ის, რაც არ აქვთ. როგორ დავიპყროთ ვერძის გული დიდი ხნით? არასდროს არ დაივიწყოთ ის ფაქტი, რომ ვერძებს სირთულეები უყვართ და ყველაფერი კარგად იქნება…
კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცის მოხიბვლის ფორმულა ძალზედ მარტივია: უბრალოდ მიიწვიეთ იგი სახლში და გაუმასპინძლდით გემრიელობებით. შექმენით მყუდრო, კომფორტული და ინტიმური ატმოსფერო.
არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ აუცილებლად ქალღმერთის სურნელი უნდა აგდიოდეთ. როდესაც მიუჭახუნებთ მას ღვინის ჭიქას შეეცადეთ, რომ თითებით ნაზად შეეხოთ მის ხელს. რომანტიკული ვახშმის შემდეგ აუცილებელია საჩუქარი რბილი მასაჟის სახით. არ დაგავიწყდეთ და ამ მამაკაცს აუცილებლად დაანახვეთ, რომ თქვენ მხოლოდ და მხოლოდ მისი ხართ…
ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცის გულის დაპყრობა დიდი ხნით ცოტათი რთულია. თუ გსურთ ასეთი მამაკაცის გულის მოგება მაშინ მიეცით მას საშუალება, რომ გაშალოს ფრთები და გაფრინდეს… ტყუპებს ესაჭიროებათ მრავალფეროვნება და მენტალური სტიმულაცია. ასე, რომ პირველ რიგში არა მისი გული, არამედ გონება უნდა დაიპყროთ.
პირადი საუბრებისას ყოველთვის მოარიდეთ ურთიერთობაში არსებული ვალდებულებების შესახებ საუბარს თავი. იყავით მხიარულები, უბრალოდ დატკბით მასთან გატარებული წუთებით და ჩაატარეთ უამრავი ექსპერიმენტი ლოგინში მასთან ერთად. მრავალფეროვნება – აი ეს არის ტყუპი მამაკაცის გულის ნამდვილი გასაღები…