ზოდიაქოს ნიშნების გამონათქვამები, მათში საკუთარ თავს აუცილებლად ამოიცნობთ.

481

1. ვერძი

1. რისთვის იბადებიან ადამიანები? რა თქმა უნდა თავგადასავლებისთვის!
2. გააკეთე ისე, როგორც მე, რადგან უკეთესად ამის გაკეთება არ შეიძლება!
3. ცხოვრების პირველ ნახევარში იმდენი რამის გაკეთებას ვასწრებ, რომ არ ვიცი მეორე ნახევარში რითი დავკავდე…
4. ერთი ვერძი – კარგია, ორი – ზედმეტი.
5. პირცელი არასდროს ვესხმი თავს, თუმცა ღმერთმა არ ქნას გავბრაზდე და ვინმეს შევეხო!
6. სასიამოვნოა საჩუქრების მიღება, თუმცა კიდევ უფრო სასიამოვნო შეგრძნებაა საჩუქრების გაცემა.
7. ყველაზე რთულია ბოლომდე მოუსმინო თანამოსაუბრეს.
8. ჯერ ვაკეთებ, შემდეგ ვფიქრობ…
9. შიში? ეგ საერთოდ რა არის?
10. იქ სადაც სხვები ატორმუზებენ, მე გაზს ვაწვები…
11. მე ბევრ რამეს ვპატიობ საკუთარ თავს, თუმცა სხვას – არაფერს!

2. კურო

1. თუ ადამიანს სასიამოვნო სუნი ასდის, მაშინ ღირს მასთან საქმის დაჭერა…
2. თუ ნახავთ კუროს, რომელიც ივედრება მოწყალებას, საკუთარ თვალებს ნუ დაუჯერებთ!
3. ტყუილუბრალოდ ვთქვი უარი დეგუსტატორობაზე…
4. პირფერი კურო ორი დედის ძუძუს წოვს…
5. რბილი დივანი უმჯობესია, ვიდრე ულამაზესი მზის ჩასვლის პეიზაჟი.
6. ნუ შეაწუხებთ მას, ვინც კარგად მოკალათდა…
7. არ მენანება ფულის დახარჯვა საყიდლებში, თუმცა მენანება მათი უპასუხისმგებლოდ ფლანგვა.
8. არ მინდა მე სხვისი და ნუ შეეხებით ჩემსას!
9. ცუდ მომსახურეობას რესტროანში ავიტან, თუმცა საჭმლის პატარა პორციებს – ვერა!
10. მამაცი მიდის პირველი, ხოლო ჭკვიანი – მეორე!
11. ვერ ვიტან ვარდისფერ სანთებელებს!
12. როგორც სატვირთო ავტომობილი, ნელა ვკრიბავ ტემპს ყველაფერში, თუმცა თუ ავკრიფე, აბა სცადეთ ჩემი შეჩერება…

3. ტყუპები

1. მე ცხოვრებაში გადავაადგილდები სკუტერის მსგავსად. არ ვიძირები წყალში და ვმოძრაობ სწრაფად…
2. იდეები, პროდუქტის მსგავსად არასდროს არ უნდა დაძველდეს…
3. ვინც ფლობს ინფრომაციას, ის აკონტროლებს სიტუაციას…
4. მიყვარს რაოდენობრივად ბევრი, რადგან ხარისხზე ნერვები არ მყოფნის.
5. პაზარში ვაჭრობაზე პასუხისმგებელი არ ვარ!
6. არ არსებობს ისეთი სიტუაცია, საიდანაც გამოძრომა შეუძლებელია…
7. ერთი ტელევიზორი (ტელეფონი) სახლში კარგია, ხოლო სამი – უკეთესი.
8. ერთი გონება – კარგია, ხოლო ორი – უკეთესი.
9. ტყუპებს ყველაფერი წყვილად ჰყავთ: თუ ტყუპს ჰყავს ცოლი, მაშინ მას ჰყავს საყვარელიც…
10. ჭკვიანი თავი ფეხებს მოსვენების საშუალებას არ აძლევს.
11. მე დღეს ისეთი არ ვარ, როგორც გუშინ…
12. ენა ისე სწრაფად მიმუშავებს, რომ ხანდახან თავი ვერ ეწევა…

4. კირჩხიბი

1. თითოეული კირჩხიბის (განსაკუთრებით ქალების) სულის სიღრმეში ცხოვრობს გმირი, რომელიც გამუდმებით ისტერიითაა შეპყრობილი.
2. სულიერად მე ყველაზე რომანტიკული ვარ, ხოლო ჩხუბში – ყველაზე პრაქტიკული.
3. კენგურუ უფრთხილდება თავის ჩანთანს, ხოლო კირჩხიბი – სეიფს.
4. ჯობს მოაგროვო და ძვირფასი ნივთი შეიძინო.
5. არ აქვს გამართლება იმ ადამიანს, ვინც ტრაპეზის ნარჩენებს ყრის.
6. ნუთუ შესაძლებელია 20 წლით ერთი ქურქის ატანა?
7. არაფერი არ გაგითბობთ გულს ისე, როგორც გამოტენილი მაცივრის დანახვა.
8. ფიზიკურად მე მტკიცე ვარ, ხოლო შინაგანად რბილი, როგორც ნამდვილი კირჩხივი…
9. რთულია ისეთ ადგილას ცხოვრება, სადაც ვერსად დაიმალები.
10. ცხოვრებაში ყველაფრის სათადარიგოდ გადანახვაა აუცილებელი.
11. მე ვატარებ ჩემთან ერთად წარსულს, როგორც ზურგჩანთას.
12. მე იშვიათად ვჩქარობ და იშვიათადაც ვიგვიანებ.

5. ლომი

1. ბოსი უნდა ერკვეოდეს არა მხოლოდ საკუთარ საქმეებში, არამედ ყველა იმ ადამიანში, რომელთაც ის ხელმძღვანელობს.
2. ცხოვრებაში მეშინია მხოლოდ ერთი რამის: სასაცილო სიტუაციაში აღმოჩენის.
3. სამყარო – ეს მე ვარ!
4. თუ ვაკეთებ, მაშინ ვაკეთებ მაქსიმუმს.
5. თუ ვმუშაობ – ვმუშაობ დაცემამდე, ხოლო თუ ვსეირნობ, ვუმასპინძლდები ყველა გარშემო მყოფს.
6. რათ გინდათ მზე, თუ ახლო-მახლოს მე ვარ?
7. ლამაზი წარწერა კარებზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მაღალი ანაზღაურება.
9. ყველა ლომს ნამდვილად არ უყვარს ხატვა, თუმცა თითოეულ მათგანს უყვარს, როდესაც ხატავენ…
10. მიხედავად ჩემი სასიამოვნო გარეგნობისა, მე შინაგანად დიქტატორი ვარ!
11. უკეთესია დახმარების გაწევა, ვიდრე მისი მიღება…
12. სასიამოვნო მანერები – წარმატების ნახევარია.
13. მე ვარ ნამდვილი არტისტი ცხოვრების განათებულ სცენაზე…

6. ქალწული

1. ყველა ქალწულში ბინადრობს კლასიკური ქალბატონი.
2. თუნდაც მამაკაცი ქალწულის შემთხვევაში, არ ღირს დასკვნების ნაადრევად გამოტანა…
3. დამანახვე მე, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები!
4. სხვები საჭმლისგან იღებენ სიამოვნებას, ხოლო მე – ვიტამინებსა და მიკროელემენტებს.
5. ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენს კურკების გამორჩევა მთელი ვედრო ალუბლისგან.
6. მიუხედავად ჩემი მოკრძალებული გარეგნობისა, მე ვერთობი ისე, რომ აპლოდისმენტები მეკუთვნის…
7. უმჯობესია მოვლილ ბაღში გასეირნება, ვიდრე მიტოვებულ ბაღში.
8. გავივლი წვიმაში ისე, რომ თეთრ ფეხსაცმელს საერთოდ არ დავსვრი.
9. ბედნიერება – ეს არის ყველაფრის გაკონტროლების საშუალება.
10. ვგრძნობ ირემის სუნს სამი მილის მოშორებით.

7. სასწორი

1. გინდ პარტნიორების გარეშე ყოფილხარ, გინდ ხელების…
2. სასწორი გართობის გარეშე ისეთივიეა, როგორც ყვავილი ფურცლების გარეშე…
3. ჩავრთავ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საქმეში.
4. თუ თქვენ მერყევი გამოხედვა გაქვთ, ყველა თქვენს დასახმარებლად გამორბის.
5. არ არსებობს სიტყვა “არა”.
6. დიდი ხანი უგემოვნოდ მოწყობილ ოთახში ჯდომისგან მე შეიძლება ცუდად გავხდე.
7. პრინციპულები მხოლოდ შტერები არიან…
8. ყველაზე ცუდი რამ – კამათია.
9. ადამიანი უსიამოვნო მანერებით იგივიეა, რაც ავტომობილი ბენზინის გარეშე.
10. მე დიდხანს ვორჭოფობ, სამაგიეროდ იშვიათად ვცდები.
11. ხანდახან მეთვითონაც არ ვიცი თეთრებისკენ ვარ, თუ წითლებისკენ…

8. მორიელი

1. გაღიმებისთვის სერიოზული მიზეზია საჭირო.
2. სულელი ენდობა, ხოლო ჭკვიანი ამოწმებს…
3. სამწუხაროა, რომ არავიზე კბენა არ შემიძლია…
4. მე გამიგებს მხოლოდ ის, ვინც მიხვდება, თუ რატომ მიისწრაფის მორიელი უდაბნოში წყლის ნიშნებისკენ…
5. ჩემი ვნებები ზედაპირულად არც თუ ისე ხშირად ჩანს, ისევე, როგორც ზვიგენი არ გამოდის ხშირად ნაპირზე…
6. ჩემი ხასიათი ბომბასავითაა… ის არის თავისთვის მშვიდად და წყნარად სანამ არ დაიქუხებს.
7. ნახევრად მე – ჩიტი ფენიქსი ვარ, ხოლო მეორე ნახევრით – რკინის ფენიქსი.
8. დედამიწაზე სხვა სასტუმროებიც არის…
9. დივანის მსგავსად, მასში პრუჟინები უნდა იყოს…
10. მე კაქტუსივით ვარ. ჩემი ზღაპრული ყვავილის ხილვა შესაძლებელია მხოლოდ ერთეულებისათვის, ხოლო ბასრიანი ეკლების ხილვა – ყველასთვის.
11. მე ვმღერი სასიყვარულო სიმღერას ბრძოლის ველზე…

9. მშვილდოსანი

1. ყველაფერი ჩემკენ მოემართება! მოკლედ მე თვითონ არ ვიცი საით მივემართები…
2. სხვები იბერებიან წყენისაგან, ხოლო მე – ვალდებულებებისგან.
3. რატომ უნდა დავლიო, თუ შემდეგ ფილოსოფირების დრო და უნარი აღარ მექნება?
4. ერთი თქვენიც, თქვენი ჰალსტუხებიანა!!!
5. ვისთანაც ვალში ვარ, ყველას ვპატიობ…
6. ყველაზე კარგი დასვენება – მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა…
7. ჩემი იდეალი – ივან ცარევიჩი.
8. ჩემზე უბრალოდ ვერ გაბრაზდებით…
9. ნუ ილაყბებ შენს წარუმატებლობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავ ავტორიტეტს.
10. ვალდებულებების გარეშე კაცი ვალდებულია იყოს მომხიბვლელი.
11. რა ვტყუობ? უბრალოდ ცოტას ვაჭარბებ…
12. დაბინძურებული სინდისი – ეს რას ნიშნავს?

10. თხის რქა

1. ხუთი წლის ასაკში მე უკვე ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანი ვარ, ხოლო 50 წლის ასაკში – ჯერ კიდევ ახალგაზრდა და გამოუცდელი…
2. მე ბრძოლის ველზე მარტოც მეომარი ვარ განსაკუთრებით მაშინ, თუ თავს “თხის რქით” გავიმაგრებ…
3. მე არასდროს ვირჩევ ადამიანთან ჩხუბის, ცემის გზას…
4. თხის რქა ძალიან ჰგავს კონიაკს. უნდა იყოთ ამტანი და გამძლე.
5. არ დაარღვიოთ კანონები. სხვას შერჩება, ხოლო თქვენ დაგიჭერენ…
6. მიყვარს შრომა – ვერ ვიტან სხვის ხარჯზე ყოფნას.
7. კარგია შორეული ქვეყნების განსჯა, როდესაც სახლში თბილად ხარ მოკალათებული.
8. ნამდვილად ღირს ცხოვრებაში ერთხელ მაინც მწვერვალზე აბობღება იმისთვის, რომ იქიდან გადმოიფურთხო…
9. თქვენ გგონიათ, რომ ცხოვრებაში ცოტას მივაღწიე? მოითმინეთ კიდევ ერთი 70 წელი და ნახავთ…
10. მე პრაქტიკულად ყოველთვის მართალი ვარ, თუმცა ეს შვებას საერთოდ არ მგვრის.

11. მერწყული

1. მომავალი აუცილებლად საუკეთესო უნდა იყოს!
2. ფული ხელს მიწვავს, როგორც ნაკვერჩხლიდან ახლად ამოღებული კარტოფილი.
3. კარგი ზრახვები კარგი საქმეების კეთებაზე მნიშვნელოვანია.
4. რატომ მაქვს ქუდზე ჯიბე? იმისათვის, რომ თქვენ ამის შესახებ გეკითხათ…
5. რა მოსაწყენია, როდესაც სხვებს გავხარ.
6. ჩემმა ზოდიაქოს ნიშანმა მსოფლიოს ყველაზე მეტი გენიოსი და ჭკუიდან შეშლილი აჩუქა…
7. სექსი? ცხოვრებაში გაცილებით მნიშვნელოვანი რაღაცეები არსებობს…
8. ჯერ – მეგობრები, ხოლო შემდეგ – ოჯახი. რა თქმა უნდა, თუ მათთვის დრო დამრჩება…
9. მხოლოდ მე შემიძლია მთელი კაცობრიობის სიყვარული…
10. ძნელია იყო ანგელოზი, თუმცა საჭირო და აუცილებელი…
11. მე ბავშვების საუკეთესო მეგობარი ვარ, რადგან გულის სიღმეში თავად ვარ ბავშვი…

12. თევზები

1. ყველამ იცის, რომ მე დაკავებული ვარ, თუმცა ძალიან ცოტამ იცის, თუ კონკრეტულად რითი…
2. მზად ვარ გავუგო ყველას, თუმცა არა საკუთარ თავს…
3. ჩვენი საქმე თანაგრძნობაა, ხოლო დახმარებისთვის მიმართეთ კირჩხიბებს…
4. ნუ მოახდენთ ზეწოლას ჩემზე, თორემ დაგისხლტებით ხელიდან ისევე, როგორც თევზი…
5. არ შემიძლია უარი ვთქვა ალკოჰოლზე, ისევე, როგორც თევზს არ შეუძლია უარის თქმა წყალზე…
6. არ გადადოთ ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ზეგ…
7. წესრიგი მოსაწყენმა ადამიანებმა მოიფიქრეს…
8. სიჩქარეში მუშაობა იგივეა, რაც საჭმლის დაუღეჭავი გადაყლაპვა…
9. მხოლოდ იზოლირებულ, გადაკეტილ გზას მივყავართ დასახულ მიზნამდე…
10. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რამე ვიცი ამ სამყაროში, ჩემი მოტყუება შეუძლებელია!