რა შეიძლება სთხოვოთ უფალს? პატიება, რჩევა, იღბალი? გთავაზობთ სახალისო ჰოროსკოპს იმის შესახებ, თუ როგორ ლოცულობენ ზოდიაქოს ნიშნები. წყენის გარეშე!
ვერძი: ო, ღმერთო, მომეცი მოთმინება! და რაც შეიძლება მალე!
კური: ღმერთო, მომეცი მე იღბალი და სიმდიდრე. შეგიძლია არ აჩქარდე, მე ჯერ საუზმე მაქვს მოსამზადებელი
ტყუპები: ო, ღმერთო ჩემო! თუ ქალღმერთო? ვინც არ უნდა იყო და სადაც არ უნდა იყო, მომეცით პასუხები ჩემს კითხვებზე, ზოგიერთზე მაინც.
კირჩხიბი: უფალო დაიფარე ჩემი ახლობლები, ჩემი ოჯახი, მეგობრები, დედაჩემი, სანამ მე არ ვიქნები სახლში.. მაგრამ მგონი ჯობია საღამოს მე გადავურეკო მათ, ხვალ და ორშაბათს, შაბათს და როცა დავბრუნდები. ეს არასდროს არ არის ზედმეტი.
ლომი: ო, ღმერთო! მე ვიცი, რომ შენ ამაყობ იმით, რომ მე შენი შვილი ვარ! ხოდა დაემორჩილონ სხვები ჩვენს ძალას!
ქალწული: გთხოვ უფალო გახადე ეს სამყარო უკეთესი! ოღონდ ყურადრება მოიკრიფე თორემ შეცდომებს დაუშვებ, როგორც წინა ჯერზე!
სასწორი: უფალო მე მესმის, რომ თავად უნდა მივიღო გადაწყვეტილებები… მაგრამ არ შემიძლია, იქნებ ერთხელაც მიკარნახო, როგორ მოვიქცე?
მორიელი: უფალო, დამეხმარე ვაპატიო მტრებს! ან მე მაინც მაპატიე, როდესაც იმ დამპლებს პასუხს ვაგებინებ!
მშვილდოსანი: ო ყოვლისშემძლე, ყოვლისმომცველო უფალო! ძალიან გთხოვ მილიონმეერთედ, შემაჩერე როდესაც კვლავ ზედმეტი მომივა!
თხის რქნა: ჩემო ძვირფასო უფალო! მგონი ჯობიაა ყველაფერს თავად გავუმკლავდე, მაგრამ მაინც მადლობა, რომ შენც სადღაც ახლოს ხარ.
მერწყული: ვინაიდან ჩვენი უფალი ყოვლისმცოდნეა, შესაბამისად ის ისედაც საქმის ყურშია, თუ რისი თხოვნა მინდა მე მისთვის. მეორეს მხრივ, მე ვფიქრობ რომ ყოველ ჩვენგანში არის უფლის რაღაც ნაწილი. მაშინ რაღა აზრი აქვს საერთოდ ლოცვას?
თევზები: მამაო ჩვენო ზეციურო! იმისათვის, რომ ჩემი დარდი ჩავახშო, მე დავლიე ექვსი ჭიქა არაყი. შეიძლება შემოგთავაზოთ მერვე სადღეგრძელო თქვენი დიდების?