ერთხელ ჩემმა დაქალმა მიამბო, რომ მისი დედამთილი მთელი შემოდგომა და ზამთარი ცირცელის ჩაის სვამს. ამასთან მოხუცი ქალი (იმ დროს 86 წლის იყო) თავს შესანიშნავად გრძნობს, სახლში ბევრ საქმეს აკეთებს და ორი სართულით ზემოთ მცხოვრებ მეზობლებსაც კი ყოველ მეორე დღეს სტუმრობს.
ამ საკითხით დავინტერესდი, ლიტერატურა გადავიკითხე და გასაოცარი რამ აღმოვაჩინე! ცირცელის ჩაის უამრავი რეცეპტი ვიპოვე. როგორც აღმოჩნდა, ძალიან კარგი სამკურნალო საშუალება ყოფილა!
ვიტამინებით სავსე ჩაი ცირცელით
ცირცელის ჩაი სურდოს, ავიტამინოზის, ყაბზობის და დიარეას, შარდკენჭოვანი დაავადების, რევმატიზმის და ბუასილის დროს შესანიშნავად დაგეხმარებათ.
მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ ამ მიზნით ჯერ ცირცელის ნახარში ან ნაყენი ცალკე უნდა მოამზადოთ და შემდეგ ვიტამინების ჩაის დაუმატოთ.
ცირცელს გამოხატული ანტისურავანდული მოქმედება აქვს, რაც მას ზამთრის მენიუში შეუცვლელს ხდის. მასში შემავალი ტანინები ორგანიზმში C ვიტამინის დაგროვებას ხელს უწყობს.
პირველ რიგში, ცირცელის კენკრით ნახარშების და ნაყენების მომზადებას გადახეეთ.
ვიტამინებით სავსე სასმელი უფრო ეფექტური და ჰარმონიული რომ იყოს, ცირცელს ხმელი ასკილის ნაყოფი დაუმატეთ. როგორც წესი, ასკილს და ცირცელს თანაბარი პროპორციით ურევენ და შემდეგ რეცეპტებში უფრო გამოიყენება.
იმუნიტეტისთვის
ცირცელი და ასკილი
½ ს/კ დაქუცმაცებულ ცირცელის ნაყოფს და ამავე რაოდენობის ასკილს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და თავდახურულ ჭურჭელში 1 დღე გააჩერეთ. თქვენ შესანიშნავი ვიტამინებით მდიდარი ჩაი გამოგივათ, რომელსაც გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ შაქარი დაუმატოთ და ½ ჭიქა დღეში რამდენჯერმე დალიოთ.
ასეთი სასმელი ზამთრის და გაზაფხულის პერიოდზე ორგანიზმს ვიტამინებით შესანიშნავად აღჭურავს.
ვიტამინების კონცეტრატი
1 ს/კ ხმელი ცირცელი და ასკილი 1 ლ მდუღარე წყალში 1 დღე დააყენეთ. ასე კონცენტრირებულ ვიტამინებით სავსე ნაყენს მიიღებთ, რომელიც შეგიძლიათ 1-2 ს/კ ჩაის ან რძეს შაქართან ერთად დაუმატოთ.
ეს კარგი მატონიზირებელი ვიტამინებით სავსე საშუალებაა, რომელსაც უკუჩვენება არ გააჩნია.
ნახარში თაფლით გაციების დროს
გაციების დროს ცირცელის და ასკილის ნახარში თაფლთან ერთად ყოველთვის დაგეხმარებათ.
ასკილი და ცირცელი 10 წუთით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. მიღებული მასა გადაწურეთ. 1/3 ჭიქა სასმელს თაფლი დაუმატეთ და რძე დაასხით. ნახარში დღეში 2-3-ჯერ მიიღეთ.
თქვენ დაგჭირდებათ:
- ½ ჭიქა ცირცელი
- ½ ჭიქა ასკილი
- 2 ჭიქა წყალი
- 0,5 ჭიქა რძე
- 1 ს/კ თაფლი
ვიტამინების ჩაი ცირცელით და შავი მოცხარით
ასკილის და შავი მოცხარის თანაბარი პროპორციის გამოყენებით კარგი ვიტამინების ჩაის მიღება შეგიძლიათ. მდუღარე წყალი დაასხით და ბნელ ადგილას 1-2 საათით დააყენეთ. ½ ჭიქა ჩაი დღეში 3-4-ჯერ დაღლილობის, სურდოს დაავადების და პირის ღრუს ანთების დროს მიიღეთ.
ჟოლოს სიროფთან ერთად
ეს ნაყენი 50 გრ ჟოლოს სიროფს აურიეთ, ასე სიცხის დამწევ და ოფლმდენ საშუალებას მიიღებთ, რომელიც მაღალ ტემპერატურას შეამცირებს, ყელის და ზედა სასუნთქი გზების ანთებით პროცესებს გააქრობს.
თქვენ დაგჭირდებათ:
- ½ ჭიქა ცირცელი
- ½ ჭიქა მოცხარი
- ½ ჭიქა წყალი
- 50 გრ ჟოლოს სიროფი
გამამხნევებელი და გამაჯანსაღებელი სასმელი არომატული ყავით
ხის კოვზით დაჭყლეტილი ცირცელის და ასკილის ახალი კენკრა, ლიმონის წვენთან ერთად ნებისმიერი ცხელი სასმელისთვის კარგ ვიტამინებით დანამატს წარმოადგენს.
თანაბარი პროპორციით აღებულ ასკილს და ცირცელს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 2-3 საათით დააყენეთ. გადაწურეთ და 100 გრ ლიმონის წვენი დაუმატეთ. შეგიძლიათ ლიმონი გაასუფთაოთ, წვრილად დაჭრათ და უკვე მზა ცირცელი-ასკილის ნაყენში დაამატოთ.
½ ჭიქა სასმელი დამოუკიდებლად დღეში 2-4-ჯერ დალიეთ, ან დილის ჩაის ან ყავას დაუმატეთ. ყავა ამ შემთხვევაში უჩვეულო გემოს და არომატს შეიძენს.
ძლიერ მატონიზირებელ და ზოგად გამაჯანსაღებელ მოქმედებს იმწამსვე იგრძნობთ.
ცირცელი, გვირილა და ვიტამინების სიროფი – ჩაი პატარა ხიბლით
3 ს/კ მზეზე გამომშრალ გვირილას ყვავილს და 3 ს/კ ცირცელის მწიფე ნაყოფს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 2 საათით დააყენეთ. 2-3 ს/კ ჩაის დაუმატეთ.
ასე თქვენი ჩაი ვიტამინებით გაჯერებული გახდება. უკეთესი იქნება თუ მწვანე ჩაის დაუმატებთ, ნაყენის თვისებებს ის უფრო მეტად უხდება.
სასმელს შეგიძლიათ 50 გრ შავი მოცხარი ან 1 ს/კ მარწყვის სიროფი დაუმატოთ.
ცირცელის ვიტამინების ჩაის შეგიძლიათ ჩვეულებრივი ჩაის ნაყენი და რამდენიმე სახის სიროფი (შავი მოცხარი, ვაშლი, ჟოლო) დაუმატეთ. 50 გრ თითოეული სიროფი აიღეთ, კარგად აურიეთ და გააგრილეთ.
ჩაი შავნაყოფა ცირცელით და წითელი ცირცელით უამრავი დაავადების საწინააღმდეგოდ
½ ჭიქა წითელი და შავი ცირცელი მდუღარე წყალში მოხარშეთ, გადაწურეთ და დაყენებულ ჩაის ფოთლების ნაყენს აურიეთ.
სტანდარტულ ჩაიდანზე – 1 ჭიქა ნახარში, დანარჩენი ჩაის ნაყენი.
1/3 ჭიქა ამ ნაყენს ცხელი წყალი დაასხით და ½ ს/კ სიროფი დაუმატეთ.
ეს არომატული და სასარგებლო სასმელი შეგიძლიათ დღეში 3-4-ჯერ სურდოს, კუჭის ტკივილის, დიარეას და ბუასილის გამწვავების დროს დალიოთ.
შემადგენლობა შავნაყოფიან ცირცელს შეიცავს, რომელსაც გამოხატული ჰიპოტენზიური მოქმედება გააჩნია, ამიტომ დაბალი წნევის მქონე ადამიანებმა ბოროტად არ უნდა გამოიყენონ. ჰიპერტონიკებს კი ეს რეცეპტი არტერიული წნევის შესამცირებლად გამოადგებათ, წნევის ცვლილებებისთვის არახელსაყრელ გარემოს შექმნის.