IQ ტესტი საჭირო არ არის – თვისება, რომელიც ააშკარავებს ინტელექტის მაღალ დონეს

113

ყველას უყვარს ჭკვიანი ხალხის გარემოცვაში დროის გატარება. ამავდროულად, გვიხარია, როცა ჩვენც ჭკვიანად გვთვლიან. დამკვიდრებული წარმოდგენების მიუხედავად, გამორჩეულ გონებრივ შესაძლებლობებზე საუბრობს არა მხოლოდ კანტის ნაშრომების ზეპირად წაკითხვა ან კვანტური მექანიკის განხილვა. არსებობს თვისება, რომელიც ისევე კარგად ააშკარავებს ადამიანის მაღალ ინტელექტს, როგორც აკადემიური ცოდნა.

ჩემი მეგობარი დიდხანს ვერ პოულობდა მისთვის შესაფერის პარტნიორს. ისეთ ადამიანს ეძებდა, რომელიც იქნებოდა მხიარული და თან გამორჩეული ჭკუის მფლობელი. მაგრამ ერთი მეორეს გამორიცხავს. ჩვენი ფსიქოლოგი მეგობარი დაეხმარა. გვითხრა, რომელი თვისება საუბრობს ინტელექტის მაღალ დონეზე. მისი რჩევები ზუსტი აღმოჩნდა.

როგორ ამოვიცნოთ ინტელექტის მაღალი დონე?

ფსიქოლოგების ბოლო კვლევის თანახმად, ჭკვიანი ადამიანის რამდენიმე გარანტირებული მაჩვენებელი არსებობს. ამ კრიტერიუმების გამოყენებით შეგიძლიათ შეამოწმოთ როგორც მეგობრები, ასევე საკუთარი თავი.

რა თვისებები და ჩვევები განასხვავებს ჭკვიან ადამიანს?

მონოლოგის წარმართვის უნარი

ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ადამიანებს, რომელთაც საკუთარ თავთან ღრმა დისკუსიების გამართვა შეუძლიათ, ინტელექტის მაღალი დონე აქვთ. მათში უსასრულოდ მიმდინარეობს დიალოგი, რომელიც ზოგჯერ გარეთ გამოდის. ასეთი ადამიანები ხშირად ელაპარაკებიან საკუთარ თავს რაიმე პრობლემის გადაჭრისას.

საკუთარ თავთან დიალოგის გამართვა მათ ეხმარება. სიტუაციის დამოუკიდებლად გაანალიზება და დასკვნების გამოტანა სხვების თვალში წარმოუდგენლად ჭკვიანად აქცევს. მათი აზრები უფრო სტრუქტურირებული ხდება, ზედმეტი ქაოსური მოქმედება აღარ სჭირდებათ, ამიტომ დროის დაზოგვას ახერხებენ.

მარტოობით ტკბობა

ექსპერტების თქმით, მარტო ყოფნის უნარი მაღალ ინტელექტზე საუბრობს. ამავდროულად, ადამიანი არ განიცდის დისკომფორტს და ყოველთვის იცის, რა გააკეთოს. არ სჭირდება სხვა ადამიანი ან გარე სტიმული, რომელიც ფონურ ხმაურს ქმნის. მარტო ყოფნისას შეუძლია დაკავდეს ნებისმიერი საქმით და არ მოიწყენს.

იუმორის გრძნობა

სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევების შედეგები ერთხმად მიუთითებს იმაზე, რომ კარგი იუმორის გრძნობა ნამდვილად ჭკვიანი ადამიანის ნიშანია. იუმორი ააქტიურებს ტვინის იმ უბნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ლოგიკურ, ვერბალურ და ემოციურ აზროვნებაზე. რაც უფრო დახვეწილია ხუმრობა, მით უფრო მაღალ ინტელექტს ფლობს ადამიანი.

ცნობისმოყვარეობა

თუ ბავშვობაში აბსოლუტურად ყველაფერი გვაინტერესებს, ასაკის მატებასთან ერთად სიახლეებს ნაკლებად ვეცნობით, თუმცა ასე არ არის ყველას შემთხვევაში. მაღალი ინტელექტის ადამიანი ახლის შეცნობას არასდროს წყვეტს. მას აინტერესებს ახალი ტენდენციები, სიახლეები მეცნიერების და კულტურის სამყაროში. არ რცხვენიათ ისწავლონ ის, რაც არ იციან, და თავს არ აფარებენ ფრაზებს „ეს ახალგაზრდებისთვისაა“ ან „ამისთვის ძალიან ბებერი ვარ“.  აღმოჩენების უშრეტი წყურვილი ტვინის კარგ ფორმაში შენარჩუნებაში ეხმარებათ.

გლობალური კითხვები

ბევრი ადამიანისთვის კითხვები, როგორიცაა „რა არის ცხოვრების აზრი?“ სასაცილო შეიძლება იყოს, მაგრამ სინამდვილეში ამ კითხვების გაჩენა მაღალ ინტელექტზე საუბრობს. ის ფიქრობს სხვადასხვა ცხოვრებისეული პროცესების და მოვლენების ბუნებაზე. ამის წყალობით ადამიანს შეუძლია პრობლემის განხილვა სხვადასხვა მხრიდან, ასევე წინასწარ განსაზღვრა, როგორ განვითარდება სიტუაცია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს