ცოლების 7 ტიპი- თქვენ რომელ კატეგორიას ეკუთვნით?

370

არსებობს ცოლების 7 ტიპი. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება ხასიათით და ახლობლებთან ურთიერთობით. შორეულ წარსულში პატარძლის არჩევა ხდებოდა ამ კრიტერიუმებით. ჩვენ დროის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვაგვარად ვიქცევით. ჩვეულებრივად ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში არსებობს ქცევის საერთო ტენდეციები.

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

1.ცოლი-( ქალბატონი)

ცოლი-პოზიცია, რომელიც ხელმძღვანელის ანალოგიურია. ოჯაში ბრძანებებს იძლევა და ძალაუფლება მის ხელშია. აქვს მოლოდინი რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც თვითონ უნდა და ვიღაცამ ეს მის მაგივრად უნდა გააკეთოს.
სინამდვილეში, არ უვლის სახლს, ძირითადად სულ არეულია ყველაფერი, საჭმელიც მოუმზადებელია. მისი საყვარელი ფრაზაა:
-“რისთვის გამოიგონეს რესტორნები”?

ძალიან ზარმაცია, დიდ დროს ხარჯავს თავის თავზე, აკეთებს იმას რაც მხოლოდ თვითონ უნდა და ხშირად, ოჯახის სიმყუდროვის ხარჯზე. უყვარს ყველა ადამიანის განხილვა, შეფასება, განკითხვა. ადამიანი, რომელსაც სულ ლანძღავს და აკრიტიკებს, გაგეცინებათ, მისი ქმარია. უყვარს მის ზურგს უკან ცუდის ლაპარაკი, სულ პრეტენზიები აქვს.
ასეთ ცოლთან ქმარი ვერასოდეს ვერ მიაღწევს წარმატებას.

2.ცოლი-ქურდი

ცოლი,რომელიც გვერდში არ უდგას თავის ქმარს, მის ყველა წამოწყებას და იდეას სისულელედ თვლის. ფიქრობს მხოლოდ თავის თავზე. ამ ქალის აზრით ქმარმა პირველ რიგში ცოლზე უნდა იზრუნოს.
პატივს არ სცემს ქმრის სამსახურს, მეგობრებს,ჰობის, მის ინტერესებს. ყოველთვის აკრიტიკებს. მოტივი კი ასეთია: “მე მინდა ყველაფერი ისე გვქონდეს როგორც “მეზობელს” აქვს. ქმარს ყოველთვის ვიღაცას ადარებს და ამაზე ზედმეტად ამახვილებს ყურადღებას.
ასეთი ცოლი თავისი თავის უპირატესობის დემონსტრირებას ქმრის წინაშე ახდენს სახალხოდ. იძლევა მითითებებს და აჩვენებს ყველას თუ რა კარგად ემორჩილება მას ქმარი.

კაცი უნდა გამოიყურებოდეს, ლაპარაკობდეს, იქცეოდეს ისე როგორც თვითონ მოსწონს. ყველანაირად გაალამაზოს მისი ინდივიდუალურობა.
მხოლოდ იმ საჭმელს ამზადებს, რომელიც თვითონ უყვარს, მიუხედავად იმისა ქმარი ჭამს ამ კერძს თუ არა.
ასეთი ცოლი ფულს უდიერად ეპყრობა. მან შეიძლება დახარჯოს ფული ბოლო კაპიკამდე ქურქზე და შემდეგ მოითხოვოს კიდევ ბევრი რამ, რათა ცოლი არ შერცხვეს, რადგან ყველას ასეთი ქურქი აცვია. რაც არ უნდა მოიტანოს ქმარმა, რამდენი ფულიც არ უნდა იშოვოს, მისთვის საკმარისი არასოდეს იქნება. ყველაფერი ცოლს. ქმარს ერთი შარვალიც კი ეყოფა.

3.ცოლი-მკვლელი

ცოლების ყველაზე საშიში ტიპი.ცოლები, რომელთაც საერთოდ არაფრის სჯერათ, არაფრად აგდებენ ქმარს. ასეთები ღალატობენ არაეთ საყვარელთან, ეყრებიან ქმრებს სხვა მამაკაცის გამო. პატივს არ სცემენ და ვერ ხედავენ ქმარში კარგს არაფერს.
ასეთ ცოლს არ უყვარს ქმარი და არც ცდილობს რამე შეცვალოს.

4.ცოლი-დედა

ასეთი ურთიერთობები ნეიტრალურია. მამაკაცს არ ანადგურებს, მაგრამ არც მის განვითარებას უწყობს ხელს. ასეთი ცოლი ყოველთვის ზრუნავს თავის ქმარზე: აჭმევს, აცმევს, მაგრამ ეს ხდება დედის პოზიციიდან.

“შარფი შემოიხვიე? არ გაცივდე. საჭმელი თან წაიღე? უფროსს დაურეკე? ეს გააკეთე? იქ იყავი? და ა.შ.
სრული კონტროლი და იმ რწმენის არ ქონა რომ ქმარს შეუძლია თვითონ რამის გაკეთება. ის კარგია, მაგრამ დედიკოს გარეშე ვერაფერს გააკეთებს. ყველგან იცავს, თავისი გემოვნებით ყიდულობს ტანსაცმელს ( მოხერხებულს, თბილს).

ცოლი იღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს მისი ქმარი და სად არა.
უფრთხილდება ქმრის შემოსავალს, ეკონომიურია, კარგად მიყავს ოჯახური მეურნეობა. ოღონდ გადაწყვეტილებებს თვითონ ღებულობს. ქმარზე ჩვეულებრივ ლაპარაკობს როგორც უფროს შვილზე.
ასეთ ცოლთან მამაკაცი ინფალტიური და სუსტი სდება. სამაგიეროდ თბილად ჩაცმული, მოვლილი, ნაჭამი.

5. ცოლი-უმცროსი და

ამ ურთიერთობებში უკვე ბევრი სითბო და აღფრთოვანებაა. ქმარი აქ უფროსი ძმაა.ის ძლიერია, ჭკვიანია, საუკეთესოა.
მაგრამ! ასეთ ურთიერთობებში ქალს არ შეუძლია მას გული გაუხსნას. მას შეუძლია საათობით უსმინოს და დამალოს თავისი გრძნნობები და ემოციები. ის მორიდებულია, დიდი პატივისცემით ექცევა ქმარს, აღფრთოვანებულია. მაგარამ! ისევ მაგრამ! ამ ურთიერთობებში თანაბარი ურთიერთგაცვლა არ არის.
მამაკაცს კი ადრე თუ გვიან მობეზრდება ეს ბრმა აღფრთოვანება, გაუჩნდება მოთხოვნილება იყოს საჭირო.

6.ცოლი-მეგობარი

კარგი ქორწინების შესანიშნავი დასაწყისია. მეგობრობა -ეს ყოველთვის ურთიერთპატივისცემაა და ენრეგიების ურთიერთგაცვლაა. კარგ მეგობარს ყოველთვის აფასებენ, ცდილობენ მას დაეხმარონ. მეგობრობაში უანგარობას და გონივრულ მსხვრეპლს აქვს ადგილი. როდესაც ერთმანეთისთვის შეგვიძლია გადავდოთ საქმეები. მხარში უდგავართ და ვამხნევებთ ცხოვრების მძიმე პერიოდებში, ერთად გვიხარია, როდესაც ყველაფერი კარგად გამოგვდის.
მეგობარს გინდა მოეპყრო პატივისცემით, გაუმზადო მისი საყვარელი საჭმელი, ცდილობ მისცე საუკეთესო. ყველანაირად გამოხატავ პატივისცემას და ეს შინაგანია და არა მოჩვენებითი.

აქ არის ურთიერთგაცვლა. თითოეული ხსნის თავის გულს გულწრფელად და უანგაროდ. შესაძლებელია მეგობრებმა ზოჯერ იკამათონ, მაგრამ ასევე განიხილონ მათ ურთიერთობაში ისე რა ვერ არის.

7. ცოლი-მოსამსახურე

უძველეს ჩანაწერებში ცოლების ამ ტიპს საუკეთესოდ მიიჩნევდნენ. რატომ?
ამას მიხვდებით თუ ამ იგავს წაიკითხავთ.
ერთხელ ბრძენს ახალგაზრდა კაცმა დაუსვა შეკითხვა:
“რატომ ხარ შენ ასეთი ბედნიერი? შენ ყველა პატივს გცემს, შენთან მოდიან რჩევის საკითხავად, შენი ოჯახი სამაგალითოა. რაში მდგომარეობს შენი საიდუმლო?”
ბრძენმა გაიღიმა და ცოლს უხმო. ოთახში შემოვიდა ლამაზი და ძალიან ბედნიერი ქალი:
“გისმენ ძვირფასო!”
ბრძენმა უთხრა: ” გაამზადე ცომი ნამცხვრისთვის”
“კარგი”-უპასუხა ცოლმა. ოცი წუთის შემდეგ გამოვიდა და უთხრა რომ ცომი მზად იყო.
ბრძენი მიუბრუნდა ცოლს და ეუბნება:” ღვეზელის ცომი გაამზადე”.
“კარგიო”-უპასუხა ქალმა და გაამზადა.
ახლა კი ბრძენი ეუბნება ცოლს: ” დაამატე ამ ღვეზელში საუკეთესო კარაქი და ყველა ის თხილი, რომელიც ჩვენ ბავშვის დღესასწაულისთვის შევინახეთ”
“კარგიო”- თქვა ქალმა და ისე გააკეთა როგორც ქმარს უნდოდა.
ბრძენი კი ეუბნება: “ახლა აიღე ჩვენს ეზოში თიხა და ცომს დაუმატე”
“კარგიო”- თქვა ქალმა, დაამატა თიხა ცომში და 40 წუთის შემდეგ გამომცხვარი ღვეზელი გამოიტანა.
“ბუნებრივია ჩვენ ამას არ შევჭამთ. წაიღე და ღორებს აჭამე” -წარმოთქვა ბრძენმა.
“კარგიო”-თქვა ცოლმა და ღვეზელი ღორებს აჭამა.

სტუმარი გაოცებული დარჩა ცოლის მორჩილებით და გადაწყვიტა თავისი ცოლი გამოეცადა.
როდესაც სახლში მივიდა, ცოლი თავის დაქალებთან ერთად ლოტოს თამაშობდა.
“ცოლო”-დაუძახა ქმარმა.
“მე არ მცალია”-უპასუხა ქალმა.
კაცმა კიდევ უხმო ცოლს რამოდენიმეჯერ. 10 წუთის შემდეგ ქალი გამოვიდა.
“ცომი მოზილე” -გასცა ბრძანება ქმარმა
“გაგიჟდი? სახლში იმდენი საჭმელია! რად გინდა ცომი?”-აღშფოთდა ცოლი.
ნახევარი საათის შემდეგ გაღიზიანებულმა ცოლმა აუწყა ქმარს რომ ცომი მზად იყო.
“ჩაამატე ცომში საუკეთესო კარაქი და თხილი”
“შენ გაგიჟდი? ხვალ ჩემი დის ქორწილია!”
ცოლმა თხილის მარაგის ნახევარი ჩაყარა და უთხრა ქმარს: “მზად არის!”
ქმარმა მოითხოვა რომ ცოლს თიხა დაემატებინა ცომში.
გაღიზიანებულმა ქალმა შეასრულა მეუღლის მითითება, გამოაცხო და მაგიდაზე დაუგდო შემდეგი სიტყვებით: “ერთი უნდა ვნახო როგორ შეჭამ ამას!”
“მე არ შევჭამ. წადი და ღორებს აჭამე”-უპასუხა კაცმა.
ქალი გადაირია და წამოიძახა: “წადი და თვითონ აჭამე!”
რამოდენიმე დღე დასცინოდა ქალი თავის ქმარს. ყველას უყვებოდა ამ ამბავს.

კაცი ისევ ბრძენთან მივიდა.
“შენმა ცოლმა ყველა შენი მითითება შეასრულა, ჩემი კი გადაირია და სულ დამცინის.რატომ?”
“ყველაფერი მარტივადაა-გაიღიმა ბრძენმა-მე ცოლს არ ვეჩხუბები, არ ვბრძანებლობ. მე მას ვიცავ, ეს კი მას მშვიდს ხდის. ჩემი ცოლი ჩემი კეთიდღეობის საწინდარია.”
რა ვქნა? გაუშვა ცოლი?-იკითხა სასოწარკვეთილმა ქმარმა.
“რატომ უნდა გაუშვა? ეს ყველაზე დიდი ბოროტებაა! თქვენ ხომ სიყვარულით დაქორწინდით. ერთმანეთის პატივისცემა უნდა ისწავლოთ და ერთმანეთის მოფრთხილება. თქვენ კი სულ ჩხუბობთ და კინკლაობთ. სცადე და გააკეთე ყველაფერი იმისათვის რომ შენი ცოლი ბედნიერი იყოს. პირველი ნაბიჯი შენ უნდა გადადგა.”-ღიმილით უთხრა ბრძენმა.
კაცი დაფიქრდა, ადგა და გაუყვა გზას შინისაკენ. გზის პირას ვარდები დაინახა და გაიფიქრა: “ასეთი ვარდები მივართვი ჩემს ცოლს , როცა ცოლობა ვთხოვე. რამდენი ხანია მისთვის ვარდები არ მიჩუქნია.”
ვარდის რამოდენიმე ტოტი მოჭრა და სახლში წაიღო. ცოლს ეძინა. ქმარმა არ გააღვიძა. ფრთხილად ჩააწყო ყვავილები ლარნაკში და მის თავთან ტუმბოზე დააწყო.

დილით, პირველად, ქმარს საუზმე და გაბრწყინებული ცოლი დახვდა. ცოლ-ქმარი ერთმანეთს ჩაეხუტა.
კაცმა მეტი დრო დაუთმო ოჯახს, ქალმა კი მიატოვა უსარგებლო სიარული დაქალებში და ფუჭად დროის ხარჯვა.
ოჯახში სიყვარულმა და სიტკბომ დაისადგურა.
ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი ურთიერთობები თუ თვითონ შევიცვლებით. თუ თვითონ შევიცვლებით. არ მოვპარავთ ქმარს მის ინდივიდუალიზმს, არ მოვკლავთ მასში რწმენას და სიყვარულს, მივატოვებთ მბრძანებლობას. ქმარი გვეყვარება, გვერდში დავუდგებით და სიყვარულითა და ქალური სინაზით მოვემსახურებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს