3 მეთოდი, როგორ განბლოკოთ ტელეფონი რამდენიმე წუთში

197

თანამედროვე ადამიანის ცხოვრება სმარტფონის გარეშე ძნელი წარმოსადგენია. ის აერთიანებს ბევრ ფუნქციას, მაღვიძარით დაწყებული და ონლაინ ბანკინგით დასრულებული. ზარებზე და სმს შეტყობინებებზე არაფერს ვამბობთ! ამიტომაც ტელეფონი ყოველთვის ხელთ გვაქვს, რადგან გაჯეტს აქტიურად ვიყენებთ. თუმცა ეს ვერ გვიცავს სიტუაციისგან, როცა ყველაზე მოულოდნელ მომენტში პინ კოდი გვავიწყდება. „პაპარაცი“ გასწავლით, როგორ განბლოკოთ ტელეფონი და აღადგინოთ მასზე წვდომა რამდენიმე წუთში.

ახალი ტელეფონის შეძენისთანავე პრობლემებს წავაწყდი. პარამეტრების გასწორება ვთხოვე მეგობარს, რომელიც წლებია ტელეფონების შეკეთებით დაკავებულია. მას ვენდობი, ამიტომ პროცესს თვალს არ ვადევნებდი. შედეგად, როცა გაჯეტის განბლოკვის დრო დადგა, პაროლი არ მახსოვდა, არადა თავად შევიყვანე. კარგია, რომ ძველი ტელეფონიდან მეგობარს განგაშის სიგნალი გავუგზავნე. მან პრობლემა სწრაფად მოაგვარა, მაგრამ იგივე რომ არ განმეორდეს, მითხრა, როგორ განვბლოკო ტელეფონი, თუ პაროლი დამავიწყდება.

თუ დაგავიწყდათ პაროლი: ტელეფონის განბლოკვის 3 მეთოდი

პაროლი ტელეფონზე გვეხმარება დავიცვათ მონაცემები სხვა ადამიანებისგან. ამიტომ, უმეტესობა ჩვენგანი მოწყობილობაზე კოდის ან გრაფიკული გასაღების პაროლს იყენებს. მაშინაც კი, თუ დღეში პაროლს რამდენჯერმე ადასტურებთ, მაინც შეიძლება დაგავიწყდეთ. ასევე მეგობრების ან ბავშვების თამაშის მსხვერპლი შეიძლება გახდეთ. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, პრობლემის მოგვარება შეგიძლიათ. ჩვენ რამდენიმე მეთოდი ვიცით.

ფუნქცია Smart Lock

თუ Android მოწყობილობა გაქვთ, უნდა გამოიყენოთ Google-ის ფუნქცია სახელწოდებით Smart Lock. ის საშუალებას გაძლევთ დააპროგრამოთ თქვენი ტელეფონი ისე, რომ გარკვეულ პირობებში ეკრანი ავტომატურად განბლოკოთ. ერთადერთი სირთულე არის ის, რომ ფუნქცია წინასწარ უნდა გაააქტიუროთ, ამიტომ ეს შეძენისთანავე გააკეთეთ. სმარტფონის განბლოკვის რამდენიმე გზა არსებობს:

  • სახის ამოცნობის და ადრე დადგენილ ნიმუშთან შედარების შემდეგ ტელეფონი განიბლოკება.
  • თუ უსაფრთხო ადგილას ხართ, მაგალითად, სახლში, ტელეფონი განსაზღვრავს ადგილმდებარეობას და ბლოკს ავტომატურად გამორთავს;
  • თუ ახლომახლო გამოჩნდება სანდო Bluetooth მოწყობილობა, როგორიცაა ჭკვიანი საათი, ნოუთბუქი ან სხვა გაჯეტი, ტელეფონი ამ ფაქტს უსაფრთხო პირობად განიხილავს და ტელეფონს განბლოკავს.

ბატარეა

დაცლილი ბატარეა ტელეფონის განბლოკვაში შეიძლება დაგეხმაროთ. როცა მოწყობილობის ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება დაბალი ბატარეის შესახებ, მას დააჭირეთ, რომ სისტემამ ტელეფონის პარამეტრების შესაბამის განყოფილებაში გადაგიყვანოს. აქედან შეძლებთ მთავარ მენიუში დაბრუნებას და „უსაფრთხოების“ განყოფილებაში პაროლის გამორთვას.

Google-ის აპლიკაცია

ამ მეთოდის გამოსაყენებლად წვდომა უნდა გქონდეთ Google ანგარიშზე, რომელიც ღიაა თქვენს ტელეფონში. ეს ანგარიში უნდა გახსნათ სხვა მოწყობილობაზე, მაგალითად, კომპიუტერში ან პლანშეტში. შემდეგ შეასრულოთ რამდენიმე მარტივი ნაბიჯი:

  1. გადადით Find My Device სერვისის გვერდზე.
  2. გახსენით თქვენი ანგარიში, რომელსაც იყენებს თქვენი ტელეფონი.
  3. სმარტფონი ავტომატურად გამოვლინდება ან სისტემა მოგთხოვთ აირჩიოთ სასურველი მოწყობილობა რამდენიმე შემოთავაზებულიდან.
  4. ამის შემდეგ პარამეტრები გადატვირთეთ და ხელახლა დააყენეთ პაროლი თქვენს სმარტფონზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს