თანამედროვე სახლი საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარეშე ძნელი წარმოსადგენია. მაცივარი ყველაზე პოპულარული და შეუცვლელი მოწყობილობაა. ის პასუხისმგებელია პროდუქტის შენარჩუნებაზე, რაც, თავის მხრივ, ჩვენს ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. ყველამ არ იცის, რომ პროდუქტების გემოზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ შენახვის ტემპერატურა. მაგალითად, უსიამოვნო სუნი მაცივარში საკვების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ მოიშოროთ უსიამოვნო მაცივრიდან მარტივი ხალხური საშუალებების გამოყენებით.
ცოტა ხნის წინ მაცივარში უსიამოვნო სუნი გაჩნდა. მივლინებაში ვიყავი, რომელიც დაგეგმილზე 1 კვირით დიდხანს გაგრძელდა. შედეგად, სახლში დამხვდა მაცივარი ბევრი გაფუჭებული პროდუქტით, არეული მძაფრი სუნი, რომელიც კამერაში იდგა. ჩვეული გაწმენდით უსიამოვნო სუნი ვერ გავაქრე. მაშინ მეგობარმა ძმრის გამოყენება მირჩია. თურმე ძმარი და კიდევ რამდენიმე საშუალება არა მხოლოდ აქრობს უსიამოვნო სუნს, არამედ მათ ხელახლა გამოჩენას აფერხებს.
როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი მაცივარში: ტოპ 3 ხალხური საშუალება
მაცივარში უსიამოვნო სუნი ყველაზე ხშირად ჩნდება იმის გამო, რომ მოწყობილობა გამორთულია. სხვა პოპულარული მიზეზია გაფუჭებული პროდუქტების შენახვა. მაცივარში ჰაერი მუდმივად მოძრაობს, ამიტომ პროდუქტების სუნები ერთმანეთში ირევა, შემდეგ კი კედლებში ჯდება. ამ შემთხვევაში სუნთან ბრძოლა მაცივრის შიგთავსის რევიზიით უნდა დაიწყოთ. თუ ტექნიკაში სადრენაჟო სისტემა გაჭედილია, ხელოსნის დახმარება დაგჭირდებათ.
არსებობს მარტივი საშუალებები, რომლებიც ებრძვიან მაცივარში სუნს და გაჩენის მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს.
ხალხური საშუალებები მაცივარში სუნის წინააღმდეგ
ზოგჯერ მაცივრის თაროების და შიდა კამერების გაწმენდა საკმარისია, რომ უსიამოვნო სუნი მოიშოროთ. თუმცა არის შემთხვევები, როცა ეს მანიპულაციები საკმარისი არ არის. სუნი საბოლოოდ რომ გაქრეს, ხალხური საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ძმარი
სუფრის ძმარი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელსაც გაწმენდა და უსიამოვნო სუნის გაქრობა შეუძლია. ის დიდებულად უმკლავდება ობს და ჭუჭყს, ასევე უსიამოვნო სუნს ებრძვის. თუ ტექნიკაში გაჩნდა სპეციფიკური არომატი, მაცივრის თაროები და კედლები ძმრის ხსნარით გაწმინდეთ. მის მოსამზადებლად ძმარი და წყალი თანაბარი პროპორციით აურიეთ. მძაფრი არომატი სწრაფად აორთქლდება, თაროები კი სუფთა დარჩება და მაცივარში სუნი განახლდება.
გარდა ამისა, მაცივარში შეგიძლიათ დადოთ ჭიქა სუფთა ძმარი მთელი ღამით. ასე მაცივარში ჰაერის მოძრაობის წყალობით ძმარი არა მხოლოდ სუნს გაუმკლავდება, არამედ სისუფთავის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
სოდა
სოდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუნის შთამნმთქმელია. სოდის ხსნარით შეგიძლიათ გაწმინდოთ მაცივარი, რომ ჰაერი განაახლოთ. რამდენიმე სუფრის კოვზი სოდა თეფშზე დაყარეთ და მაცივარში თაროზე შეინახეთ. ასე ზედმეტ ტენს და სუნს შთანთქავს. კვირაში ერთხელ სოდა აუცილებლად გამოცვალეთ.
ნიშადურის სპირტი
ამიაკი უსიამოვნო სუნს შესანიშნავად უმკლავდება. განსაკუთრებით სასარგებლოა ტექნიკისთვის, რომელიც დიდი ხანი გამორთული იყო. ნიშადურის სპირტი ზოლებს და კვალს არ ტოვებს, ამიტომ მისი გამოყენება მოსახერხებელია. ბამბის დისკი ან პატარა ნაჭერი ნიშადურის სპირტით დაასველეთ და მაცივრის თაროები და კედლები კარგად გაწმინდეთ. შემდეგ კარი ღია დატოვეთ, რომ ამიაკის მძაფრი არომატი აორთქლდეს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ნიშადურის სპირტის გამოყენებისას აუცილებლად უნდა გაიკეთოთ სამედიცინო ნიღაბი და ხელთათმანი.