უშაქრო დესერტი მხოლოდ 2 ინგრედიენტით: ამის გაკეთება ყველას შეუძლია

2789

როგორც ვიცით, დიეტა სწორი კვებით იწყება, მაგრამ რა გავაკეთოთ, თუ ზოგიერთი შეზღუდვა ცხოვრებას უღიმღამოს ხდის? ამ შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ საყვარელი კერძების ჯანსაღ ალტერნატივებს. მაგალითად, „ნუტელა“ მარტივად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ უშაქრო შოკოლადის დესერტით, რომელიც მხოლოდ 2 ინგრედიენტისგან მზადდება.

ეს დესერტი მეგობარმა გამაცნო. იგი მთელი ცხოვრება ჭარბწონიანი იყო, რაც გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა. ამიტომაც, გადაწყვიტა გახდომა და მიზნის მისაღწევად აირჩია სწორი გზა – ჯანსაღი კვება და სპორტი. წონის დაკლების შემდეგ, მეგობრის რაციონში დარჩა ბევრი ჯანსაღი რეცეპტი, რადგან მეგობარს ისინი ძალიან შეუყვარდა. მათ შორისაა ეს დესერტი, რომელიც სიამოვნებით მომართვა, როცა ყავის დასალევად შევუარე. უშაქრო დესერტი მომეწონა ისე, რომ ახლა ჩემი ოჯახისთვის ვამზადებ.

მარტივი უშაქრო დესერტი მინიმალური ინგრედიენტებით

ამ დესერტში მხოლოდ ორი ინგრედიენტია. ესაა ვაშლი და შოკოლადი. ამის წყალობით, მისი ჭამა დიეტაზე ყოფნის დროსაც შეიძლება. სურვილის მიხედვით, შოკოლადი შეიძლება იყოს შავი ან რძიანი. გარდა ამისა, თუ გინდათ კალორიების შემცირება, უშაქრო შოკოლადი შეგიძლიათ აიღოთ. გემოს გამრავალფეროვნებისთვის ნარევს დაუმატეთ კაკაო, დარიჩინი, ქოქოსის ფანტელი ან ნუშის ფქვილი. თუმცა ორიგინალური რეცეპტითაც ძალიან გემრიელი გამოდის.

სასარგებლო დესერტი ჟელატინის და ფქვილის გარეშე

ინგრედიენტები:

  • 400 გ ვაშლი
  • 120 გ შოკოლადი

მომზადების წესი:

1. დესერტის მთავარი ინგრედიენტი ვაშლია. დესერტის სიტკბო ვაშლის სიტკბოზე დამოკიდებულია. ვაშლი გარეცხეთ, კანი და თესლი მოაშორეთ, ნაჭრებად დაჭერით. ვაშლი თასში მოათავსეთ და მიკროტალღურ ღუმელში დარბილებამდე აცხვეთ. მიკროტალღური ღუმელის სიმძლავრის მიხედვით ცხობას დაახლოებით 10 წუთამდე დასჭირდება.

2. შოკოლადი დატეხეთ და წყლის ორთქლზე გაადნეთ.

3. ცივი ვაშლის ნაჭრები პიურეს მიღებამდე დააბლენდერეთ. ერთგვაროვანი მასა გამდნარ შოკოლადში ჩაასხით. ნარევი რამდენიმე წუთი ათქვიფეთ, რომ ჰაერის ბუშტებით გაამდიდროთ.

4. ვაშლი-შოკოლადის ნარევი ერთ დიდ ფორმაში ან პატარა ჭიქებში ჩაასხით. დესერტი ცივ ადგილას მინიმუმ 6 საათი გააჩერეთ, რომ გამაგრდეს.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს