როგორ უტყდებიან სიყვარულში ზოდიაქოს ნიშნები…

250

თხის რქა
ჩვეულებისამებრ ამ ნიშნის წარმომადგენლები რომანტიკულები ნამდვილად არ არიან, თუმცა თუ სულის სიღრმეში, სადღაც შორს მათში ეს თვისება ბუდობს, ისინი მაინც არ ავლენენ ამას გარემომცველი სამყაროს მიმართ. სწორედ ამიტომ ისინი არადროს გიმღერებენ ფანჯრის წინ სერენადას, ან დაგიწერენ ლექსებს. მათ ურჩევნიათ დაგპატიჟოთ სადმე მდიდრულ რესტორანში და გაჩუქოთ ბეჭედი ბრილიანტის თვლით.

მერწყული
ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ზოგადად ძალზედ რთულია სიყვარულში გამოტყდომა. ისინი მიჩვეულები არიან კაცობრიების საუკეთესო წარმომადგენლებთან მეგობრობას და სწორედ ასეთ ურთიერთობას დაიჭერს თავის საყვარელ ადამიანთანაც. მხოლოდ თქვენით თუ მიხვდებით, თუ როგორ იცვლება მისი სახის გამომეტყველება თქვენს დანახვაზე და რამდენად დიდ გავლენას ახდენს თქვენი გამოხედვა მასზე…

თევზები
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის ცდილობენ, რომ საყვარელ ადამიანს თავიანთი გრძნობები ნამიოკებით დაანახვონ და თუ ამას ვერ შეძლებენ, მაშინ მიწერენ წერილს, რადგან მათთვის გაცილებით მარტივია საკუთარ გრძნობებზე დაწერა, ვიდრე ლაპარაკი…

ვერძი
ამ ნიშნის წარმომადგენელი ძალიან ბევრს იფიქრებს და როდესაც დარწმუნდება, რომ იგი “ყურებამდეა შეყვარებული”, სავარაუდოდ გაიქცევა უახლოეს ყვავილების მაღაზიაში, იყიდის ულამაზეს, უზარმაზარ თაიგულს, ამხედრდება თეთრ რაშზე, მიაკითხავს საყვარელი ქალბატონს და ყვავილებით ხელში დაიჩოქება მის წინაშე, ისევე, როგორც შუასაუკუნეების რაინდი მისი საყვარელი ქალბატონის წინაშე. ვნებიანი ვერძი ბოლომდე იბრძოლებს იმ ერთადერთის გულის დასაპყრობად და არავითარ შემთხვევაში არ დანებდება, სანამ არ მოხიბლავს მას…

კურო
ამ ნიშნის წარმომადგენელი დაპატიჟებს თავის საყვარელ ქალბატონს კაფეში, ან რესტორანში, შეუკვეთავს წითელ ღვინოს, გაუსწორებს თვალს თვალში, ჩაჭიდებს ხელს და დაიწყებს საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკს. კუროებისთვის თავიანთი გრძნობების დამალვა გაცილებით რთულია, ვიდრე მათზე საუბარი. სწორედ ამიტომ ისინი მაქსიმალურად ხანმოკლე დროში ცდილობენ გამოუტყდნენ საყვარელ ადამიანს თავიანთ გრძნობებში.

ტყუპები
ამ ნიშნის წარმომადგენლები ამჯობინებენ, რომ თავიანთი ღრმა სიმპათიის შესახებ საყვარელ ადამიანს რაიმე საინტერესო მოვლენის დროს გამოუტყდნენ. მაგალითად: კონცერტზე, მნიშვნელოვან საფეხბურთო მატჩზე, ან სულაც ბუნებაში მწვადის შეწვის დროს. ის არ დაიწყებს საუბარს თავის გრძნობებზე, არამედ თავისი ქცევებით მაქსიმალურად დაანახვებს საყვარელ ადამიანს, თუ რამდენს ნიშნავს ის მისთვის და რამდენად მოსწონს მასთან ერთად დროის გატარება, თუმცა თუ მაინც აუცილებელი გახდა მისი გრძნობების სიტყვებით გადმოცემა, მაშინ ამასაც გააკეთებს, თანაც უპრობლემოდ. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ტყუპების გრძნობები ძალზედ ცვალებადია და თუ ამ ნიშნის წარმომადგენელმა გუშინ გითხრათ “მიყვარხარ”, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი დღესაც ანალოგიურად ფიქრობს…

კირჩხიბი
კირჩხიბი ზოდიაქოს წარმომადგენლებს შორის ყველაზე მგრძნობიარე ნიშანია. თუ მას უყვარდება, იგი ამჯობინებს დუმილს და თავისი საყვარელი ადამიანისთვის გრძნობების დამალვას, რადგან ეშინია, რომ მას იგივენაირად არ უპასუხებენ და უხერხულ სიტუაციაში ჩავარდება. კირჩხიბი დაიწყებს ლექსებისა და ბალადების წერას, რომელთაც მიუძღვნის იმ ერთადერთს და განუმეორებელს… იმ შემთხვევაში, თუ მანდილოსანი გამოიჩენს გარკვეულ ყურადღებას, სითბოს და დაანახვებს მას, რომ არც ისაა გულგრილი, მაშინ კირჩხიბს ცოტაოდენი თავდაჯერებულობა, სიმტკიცე შეემატება და საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დაპატიჟოს თავისი ცხოვრების მეგზური ბუნებაში, აჩუქოს მას ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, მინდვრის ყვავილები და საკუთარი გული…

ლომი
ლომი – შუასაუკუნეების რაინდია. ის არასდროს ამჯობინებს დუმილს, არამედ დაუყონებლივ გადადის დაპყრობით ქმედებებზე, თანაც ისე, რომ ეს ქმედება მაქსიმალურად სანახაობრივი იყოს და რაც შეიძლება ფართო აუდიტორიამ იხილოს… როდესაც ლომი შეყვარებულია, ის თავის მანდილოსანს ძვირადღირებული საჩუქრებით, ლამაზი სიტყვებითა და კომპლიმენტებით ანებივრებს. მოკლედ ამ ნიშნის წარმომადგენელი ყველაფერს გააკეთებს, რათა დაანახვოს საყვარელ ქალბატონს, რომ ის საუკეთესო მამაკაცია მთელ დედამიწაზე. უარი არ მიიღება!

ქალწული
ქალწული ზოდიაქოს წარმომადგენლებს შორის ყველაზე მატერიალურად მოაზროვნე ნიშანია. ის არასდროს დაიღლის თავს ლექსების წერითა და რომანტიკული სიურპრიზების მოწყობაზე ფიქრით. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ყოველივე ზემოთ ნახსენებზე გაცილებით მნიშვნელოვანია სიტყვები. ასე, რომ ქალწული ისევე, როგორც თხის რქა გაუკეთებს რაიმე საჩუქარს საყვარელ ქალბატონს და გამოუტყდება მას თავის გრძნობებში, ან პირდაპირ დაუჩოქებს და ხელს სთხოვს…

სასწორი
ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალზედ მოსიყვარულეები და რომანტიკულები არიან, თუმცა ისინი ბოლომდე შეპყრობილი ჰყავთ ეჭვებს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ეჭვები უკვე აღარ არსებობს და სასწორი აბსოლიტურად დარწმუნებულია თავის გრძნობებში, მაშინ იგი ქალბატონის გულის მოგებას ყვავილებით, კანფეტებით, ლექსების წერითა და მისი ფანჯრის წინ სერენადების მღერით შეეცდება.

მორიელი
თუ მორიელს უყვარდება გულწრფელად, მაშინ ის გამოიყენებს ყველა არსებულ საშუალებას ქალბატონის გულის მოსაგებად: თუ საჭირო იქნება დაიწყებს ლექსების წერას, გაანებივრებს ქალბატონს საჩუქრებით, რომანტიკული სიურპრიზებით, მიართმევს ფინჯან ყავასა და კრუასანებს ლოგინში, დაგეგმავს შორეულ მოგზაურობას უცხო ქვეყანაში მასთან ერთად და ა.შ. თუ ამ ნიშნის წარმომადგენლის გრძნობები ზედაპირულია, მაშინ იგი უბრალოდ შემოიფარგლება ბანალური სიტყვებით. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს თანდაყოლილი მაგნიტიზმი აქვთ, ისინი მინიმუმი ძალისხმევითაც კი აღწევენ სასურველ მიზანს.

მშვილდოსანი
ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის სიყვარულში გამოტყდობა ძალზედ მარტივი, რომანტიკული და სასიამოვნოა. თუ მანდილოსანი მისგან მოითხოვს სიცოცხლის ბოლომდე განუსაზღვრელ სიყვარულს და ისეთ ქორწინებას, რომელიც მას მონობაში ამყოფებს, მაშინ დიდი შანსია, რომ მშვილდოსანმა თავისი სიტყვები უკან წაიღოს…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს