სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნის ინსტრუქცია ჩემი მახვილგონიერი ცოლისგან.

0
604

მე ძალიან მიყვარს დღესასწაულები, თუმცა, ყველაზე მეტად შობა და ახალი წელი მახარებს. ამ დღეებში ჩემი ბინა არომატული ციტრუსისა და ჯანჯაფილის, ვანილის ნამცხვირსა და დარიჩინის სურნელით ივსება. ყველა ეს სუნი ქმნის უბადლო, თითქმის ჯადოსნურ ატმოსფეროს სახლში.

გასულ წელს, ჯერ კიდევ დეკემბრის შუა რიცხვებში, სტუმრად ერთ ჩემს ნაცნობთან შევიარე და გავოგნდი. ჯერ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს ნანატრი დღესასწაული უკვე დადგა

საიდანრაც გაჩნდა საახალწლო განწყობა, ჩემი ემოციური მდგომარეობაც საგრძობლად გაუმჯობესდა. და, ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ თავი საშინლად მტკიოდა, ხოლო ტალახიანი ამინდიც არ მეტყველებდა იმაზე, რომ ჩემი საყვარელი დღესასწაული უკვე კარს იყო მომდგარი.

ნატურალური არომატიზატორები

ნაცნობისგან გავიგე, რომ ეს იმ არომატიზატორის დამსახურება იყო, რომელიც სპეციალურად დღესასწაულისთვის მოამზადა.

ჩვენმა რედაქციამ მოამზადა 8 ნატურალური არომატიზატორი სახლისთვის, რომლებსაც მარტივად მოამზადებთ თქვენც, საკუთარი ხელებით. ამასთან, არ მოგიწევთ დიდი ძალისხმევის ჩადება და ძვირადღირებული ინგრედიენტების შეძენა.

1. არომატული სანთლები

ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საშუალებაა. თუმცა, მე არ გირჩევთ უკვე მზა, არომატული სანთლების შეძენას. უკეთესი იქნება, თუ მათ საკუთარი ხელებით მოამზადებთ. ასე არომატი ნატურალური იქნება და პატარა საახალწლო დეკორიც გამოგივათ.

ნატურალური არომატიზატორისთვის შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება დარიჩინის ჩხირები. ამისათვის, სანთელს გაუკეთეთ რეზინი, მის  ქვეშ მოათავსეთ სანელებლის ჩხირები. შემდეგ მიაწებეთ ლენტი და დატკბით ნაზი არომატითა და შუქით.

2. ფორთოხლის კანი

ზამთრის პერიოდში, განსაკუთრებით, ახალი წლის წინა საღამოს, ყველა სახლშია ფორთოხალი. როცა ხილის რბილობს გამოიყენებთ, ნუ გადაყრით ცედრას. იგი უჩვეულო სასანთლედ შეგიძლიათ აქციოთ. ამასთან, ყველაზე იაფი და ორიგინალური დეკორიც გექნებათ.

გაჭერით ფორთოხალი შუაში და ფრთხილად მოხსენით კანი კოვზით. ზედა ნაწილზე ამოჭერით ნებისმიერი ფიგურა, საცხობი ფორმის გამოყენებით. მორთეთ ფორთოხლის კანი მიხაკით. მეორე ნახევრის ფსკერზე კი დადგით აბის ფორმის სანთელი და დაახურეთ.

აი, ასე გასაოცრად გამოიყურება იგი.

3. ნარევი

კიდევ ერთი მარტივი, თუმცა საინტერესო გზა. ამისთვის დაგჭირდებათ სხვადასხვა ჩირი, სანელებელი და ზამთრის დეკორი, ასევე, ხელოვნური არომატებიც.

მოამზადეთ ნებისმიერი მშრალი დეკორი საახალწლო დღესასწაულისთვის. ეს შეიძლება იყოს ციტრუსის, ვაშლის ნაჭრები, ასკილი, გირჩები, მთლიანი კაკლები, ფოთლები, დარიჩინის ჩხირები და სხვა სანელებლები.

მოათავსეთ ყველაფერი დიდ ქილაში, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი არომატული ზეთები. ამისთვის შესანიშნავი ვარიანტია ფორთოხლის, დარიჩინის ან ფიჭვის ეთერზეთები.

ფრთხილად მოურიეთ, დეკორი რომ არ გააფუჭოთ. დაახურეტ თავსახური და რამდენიმე საათში დაალაგეთ ღია თეფშზე.

4. გირლანდი

წელს სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ. ასეთი არომატული გირლანდის შესაქმნელად, წინასწარ უნდა გაახმოთ ფორთოხლის ნაჭრები და შეიძინოთ უკვე მზა ჩირები.

შემდეგ, იგი ლენტზე უნდა დაკიდოთ. შეგიძლიათ, ნაჭრებს შორის დაუმატოთ დაფნის ფოთლები ან დარიჩინის ჩხირები, უფრო გაჯერებული არომატისთვის. ასე მიიღებთ ორიგინალურ გირლანდს ფანჯრისთვის ან უჩვეულო სათამაშოს ნაძვისხისთვის.

მიმზიდველად გამოიყურება, არა?

5 უხილავი არომატი

სტუმრების მოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, დადგით ცეცხლზე პატარა ქვაბი წყლით, დაუმატეთ ფორთოხლის ნაჭრები, ვანილი, ჯანჯაფილი, ნაძვის ტოტები და მიხაკი. როგორც კი მასა ადუღდება, შეამცირეთ ცეცხლი და აცადეთ წყალს აორთქლება.

კარგი იქნება, თუ სამზარეულოს გამწოვს გამორთავთ, რათა არომატი სახლში არსებულმა ყველა ნივთმა შეიწოვოს.

6. არომატი ბოთლში

საახალწლო არომატის მუდმივად შენახვაში ჩვეულებრივი შხეფის ბოთლი დაგეხმარებათ. არომატიზატორის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3 ს.კ. არაყი ან სპირტი, წყალი და არომატული ზეთები. მე ამისთვის სალბის ან როზმარინის, დარიჩიინს ან მიხაკის, ფორთოხლის ან ბერგამოტის ზეთებს ვიყენებ.

ცარიელ შხეფიან ფლაკონში (240 მლ) ჩაასხით არაყი და ზეთების ნარევი (დაახლოებით 40 წვეთი). დარჩენილი მოცულობა შეავსეთ წყლით და კარგად შეანჯღრიეთ.

საჭირო ეფექტის მისაღებად, შეაშხეფეთ სითხე ოთახს, სტუმრების მოსვლის წინ.

ასევე, შეგიძლიათ, საკუთარი ხელით დაამზადოთ დიფუზორი, მაგალითად, ზეთებზე. სუფთა ჭურჭელში შეურიეტ ცოტაოდენი საბაზისო ზეთი (მე ნუშის ან ჟოჟობას ზეთს ვიყენებ) და რამდენიმე წვეთი არომატული ზეთი. შემდეგ კარგად მოურიეთ.

მზა მასაში რამდენიმე წუთით ჩადეთ ბამბუკის ჩხირები. შემდეგ გადააბრუნეთ. როგორც კი იგრძნობთ, რომ სურნელი შესუსტდა, ისევ გადააბრუნეთ ჩხირები.

7. მარილიანი არომატი

ამისთვის ისევ ფორთოხალი დაგჭირდებათ. გაჭერით იგი ორ ნაწილად, შემდეგ ფრთხილად ამოაცალეთ რბილობი. ცალკე შეურიეთ ზღვის მსხილი მარილი მიხაკის, დარიჩინისა და ფორთოხლის არომატულ ზეთებს. ამის შემდეგ, მოათავსეთ ნარევი ფორთოხლის ნახევრებში და მორთეთ.

ასევე, შეგიძლიათ ლიმონის კანის გამოყენებაც, ოღონდ ამჯერად როზმარინის ეთერზეთი და ვანილის ექსტრაქტი გამოიყენეთ.

8. ფიჭვის გირჩი

პრაქტიკულად არც ერთი საახალწლო დეკორი არ გამოვა გირჩის გარეშე. გარეცხეთ ისინი და გააშრეთ ღუმელში, 200 გრადუსზე, 30 წუთის განმავლობაში.

გაგრილების სემდეგ, გირჩები მოათავსეთ პაკეტში და დააწვეთეთ 20 წვეთი საყვარელი არომატული ზეთი. შემდეგ, გააჩერეთ გირჩები პაკეტში 1 კვირით, არომატული ზეთი კარგად რომ შეიწოვოს. ასეთი გირჩები საახალწლო დეკორად გამოიყენეთ.

თუ არ იცით, როგორ გააფორმოთ სახლი საახალწლოდ, გთავაზობთ დეკორაციის იდეებს, უსარგებლო ქსოვილის ნაჭრებით.

ნუ გაგიკვირდებათ, თუ ასეთი არომატიზატორის მომზადების შემდეგ, თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები მუდმივად კარგ განწყობაზე იქნებით, რადგან საახალწლო არომატები სწორედ ამას ემსახურება. აუცილებლად გამოიყენეთ ერთი ან რამდენიმე რჩევა და სრულად შეიგრძენით დღესასწაულის დადგომა.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი